Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ ( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ… მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …
დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…
გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის
(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)
მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …
როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)
ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,
ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)
ყველაFერი ამ ბავშვზეა…
ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში
,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .
მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს
და მიდის სკოლაში… სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში (Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…) შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის… ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…
ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…
დედა – ალლა …
წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა… თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…
მამა – ზურაბი …
ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს ( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)
სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…
არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…
ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...
მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ ) ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )
ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა? Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)
რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი … არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…
- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ? - Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...
Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”
- ოცნება თუ გაქვს ? - მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…
Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …
- დღიურს არ ჭერ? - Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…
- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია … ( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… ) - არ გადაგიღებ… -)
-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …
Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს (პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…
- აქ რითი თბებით? - Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…
- საჭმელი? - ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…
- ტანსაცმელი? - ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…
Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...
- ეს რა სურათია ნინი? - ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…
- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა? - არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…
- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ? ( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…
" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...
Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა, YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…
- Fანჟარაში ხშირად იყურები? - Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…
სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…
მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…
Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..
Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??
არ ვიცი შეიძლება მართალი არ ვარ მაგრამ, ეს ბავშვი ერთი არაა, მრავალი ისტორიაა მსგავსი, მაგრამ თუ შევძლებთ ზოგიერთის გამოსწორებას, ამითი არა მარტო ისინი ისიამოვნებენ, მერწმუნეთ ძააალიან დიდი სიამოვნებაა იმის გაცნობიერება რომ ვიღაცა შენს გამო ცოტატი უფრო ბედნიერია (შეიძლება არც იყოს მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდები)
ფული შევაგროვოთ ან ნივთებით დავეხმაროთ (სათამაშო და სხვა). ტელევიზორს ნატრობს ბავშვი (აქ მეორე პრობლემაა, დენის ფული არ აქვს და "ცუდი" საჩუქარი არ იყოს ტელევიზორი)
ეგ ფული და ერთჯერადი დახმარებები კი, მაგრამ იქნებ მამამისზეც გავარკვიოთ რამე? წესით ახლა სააღდგომოდ შეწყალებები უნდა იქნეს, საპატრიარქოდანაც და იქნებ რამენაირად მივაწვდინოთ ხმა? ან წერილი შევაგზავნოთ ან, ან რამე...არ ვიციი...
წესით სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უნდა გაეთვალიწინებინა გარე ფაქტორებად ესეთი ოჯახური მდგომარეობა და ა.შ (ნუ ეს წესით), მაღაზიის ვიტრინის გატეხვისთვის ხულიგნობის მუხლით იქნება გასმართლებული (თუ სხვა რამე არ არის) და შეიძლებოდა თავისუფლად აენაზღაურებინა მიყენებული მატერიალური ზარალი და პირობითი ზევიდან ნუ მოკლედ მარტო სასჯელის მოხდა არ იყო გამოსავალი... შეწყალებას რაც შეეხება რამდნი აქვს მოხდილი იმას გააჩნია შესაბამისად ზუსტი მუხლი და საპატრიარქოს წერილი კარგი იდეაა და შეიძლება შეიწყალონ კიდეც...
ძალიან მძიმე და კარგი რეპორტაჟია.... დახმარებაშიც მივიღებ მონაწილეობას....
წესით გათვალისწინებებს რო არ ითვალისწინებენ, ეგ შენც იცი ალბათ და მატ. ზარალის ასანააზღაურებლად ფული არ ქონდათ ალბათ, ხოდა მგონი საპატრიარქოს შეწყალება რეალურად განხორციელებადია... ბევრი ვიცი ეგრე რო გამოუშვეს...
კარგი იქნება მამის გამოშვება თუ გაუადვილებს საქმეს, მაგრამ ისე დასაწყისითვის უბრალოდ მატერიალური დახმარება რომ გაგვეწია, ან თუნდაც ტელევიზორი. ან ტელეფონი და მერე ანგარიშსაც მოუხერხდება რამე.
ფანტაზიის თემაში ნუ გადავალთ ეხლა და რელაურად რისი გაკეთებაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ. ხოდა შემიძლია მოგაწოდოთ ანგარიში მიმდინარე შეიტანოთ იქ ფული 1 ან 2 კვირის განმავლობაში და გადავცეთ ამ ბავშვს, ვუყიდოთ რამე.
მაქვს ასეთი შემოთავაზება. ამ საიტზე უმრავლესობას გვყავს მეგობრები, მეგობრების წრე. ის ხალხი რომელსაც ხშირად ხედავთ. თითო მეგობრების წრეში კვირის განმავლობაში შეაგროვეთ თანხა. (თითო-თითო ადამიანმა რომ არ იაროს) და კვირის ბოლოს შევძლებთ ამ თანხის აკუმულირებას.
მე მგონია, რომ ტელევიზორის (თუნდაც პატარის) ყიდვა არ იქნება ურიგო საქმე. ბავშვის ნატვრაც ასრულდება და ლოგინში ჩავარდნილი ბებიისთვისაც იქნება შვება. პროდუქტებიც დავამატოთ (არა მალფუჭებადი) და შეიძლება თანხის ნაწილით დენის ფულიც გადავუხადოთ (წინასწარ)
მადლობთ რომ მაინც უყურადღებოდ არ დატოვეთ ვFიქრობ უბრალოდ არ შეიძლება რომ გვერდი ავუაროთ ამ ამბავს...
Nika Pkhakadze,
ნიკა,მამის გამოსვლას რაც შეეხება... ზუსტად ეგეც არ ვიცი მაგრამ სასჯელი თითქმის მოხდილია,რამდენიმე თვე დარჩა ,თუმცა ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ( და ალბათ არა მარტო) ძნელია სამსახურის შოვნა მითუმეტეს მაშინ როდესაც ახალი გამოსულიხარ ციხიდან... ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე -)
cundruka,
QUOTE
ეგ ფული და ერთჯერადი დახმარებები
ვინ თქვა რომ ეს დახმარება ერთჯერადი იქნებაა???
არ იქნება ერთჯერადი!!
Iki Bazadze,
იკი... ანგარიშის ნომერი... ეს ძალიან კარგი იქნება მართლა,როდისთვის იქნება ეგ შესაძლებელი ან როგორ რანაირად?
Magdu, მობილურის ამბავი უკვე მოვაგვარე,ტელევიზორზეც სავარაუდოდ საღამოსკენ მეცოდინება ზუსტი პასუხი...
არ ვიცი მაქვს თუ არა უFლება მაგრამ უბრალოდ მინდა გთხოვოთ აი მართლა მთელი გულით გთხოვთ ვის რა შეუძლია ეს რომ გააკეთოს,თითომ სულ პატარა წვლილი რომ შEვიტანოთ... ბავშვის ბედნიერ სახეზე უკეთესი ნუთუ რამე არის??
და ახლა ველოდები ნინი როდის მოვა სკოლიდან რომ გავიგო კიდევ ბებიას რა წამლები სჭირდება....
პ.ს. იცით როგორ გავაკეთოთ? ჩვეულებრივად როგორც ბავშვთა სახლს დავხმარებივართ, მე ბევრჯერ დავხმარებივარ და ვიცი რაც ჭირდებათ.. ყველამ იქნებ მოვიძიოთ თითო ნივთი მმაინც, რვეული ფანქარი და დავეხმაროთ დინ ჩემი ნომერი ხომ გაქვს და მომწერე რასაც გადაწყვეტ.. რვეულებს, ფანქრებს, ბლოკნოტებ მე ვაჩუქებ ნინის და სხვა რაიმე თუ იქნება კიდევ მომწერე რა დინ ტელზე Added @ ხო, თუ ერთად ვერ შევიკრიბებით მისამართი გვითხარი და მივალთ..
მაშინ მოდით ჩამოვყალიბდეთ ვინ რას იზავს. არ აღმოჩნდეს, რომ 100 რვეული შეგროვდეს და სხვა არაფერი. მეც საკანცელარიოს ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს შეგროვდება საკმარისად, ამიტომ ფულს დავდებ.
გარდა ფულისა და ნივთებისა, სულიერი მხარდაჭერა სჭირდება. რომ მივიდეთ ხოლმე მეცადინეობაში მივეხმაროთ, საჭმლის გაკეთებაში, დალაგებაში. ბებიას წამლები უნდა კიდევ. ცხრილი რომ შევადგინოთ და კვირაში სამჯერ მორიგეობით მივიდეთ და მივეხმაროთ ხოლმე. აი ბედნიერ სახეს მაშინ იქნება. მისთვის მთავარია მარტო არ იგრძნის თავი. ოთახიდან გასვლისაც აღარ შეეშინდება. რას იტყვით? მე შემიძლია კვირაში ერთხელ მივიდე საჭმელი გავუკეთო, ჭურჭელი დავურეცხო, დავალაგო, ვამეცადინო, ლიტერატურა მივუტანო, ფილმები ვაჩვენო. მე ეს შემიძლია.
ამ დრეებში შევიკრიბოთ და წავიდეთ ნინისთან დავწეროთ მორიგეობის სია. თითო დღეს ორი ადამიანი ან 3 თუ იქნება უფრო კარგია, საქმეს გადავინაწილებთ, ერთი დაალაგებს, ერთი ბავშვს ამეცადინებს, ერთი საჭლმელს გააკეთებს და ნინიც უფრო გაიხარებს რომ მის გარშემო ვიღაც არის და სახლში მარტო არაა. ახალი მეგობრები გაუჩნდება და სითბო და სიყვარული უფრო გააძლიერებს და ხალისს შემატებს!
დინ, ყოჩაღ! ლევანის იდეა ძალიან მომწონს, შეძლებისდაგვარად ჩავერთვები. თუმცა მთელი დღე ავიღო ჩემს თავზე დროის სიმცირის გამო გამიჭირდება, პერიოდულად შემოგიერთდებით ხოლმე. რაც შეეხება მატერიალურ დახმარებას, არც მე გამოგრჩეთ. როცა გეგმას ჩამოაყალიბებთ. მაგრამ... ისე არ გამოვიდეს, რომ გეგმა, გეგმა, ერთმანეთს ვუყუროთ და გვერდზე დაგვრჩეს ყველაფერი, ვინმემ აიღოს ორგანიზება თავის თავზე.
მოკლედ მე შემიძლია ჩემი ანგარიში გამოგაყენებინოთ ფულის შესაგროვებლად. ან ვინმეს გაგიხსნათ უფასოდ, მიმდინარე ანგარიში და იქ შევაგროვოთ ფული, 1 ან 2 კვირის მანძილზე. როდესაც ფული შეგროვდება მერე ვუყიდით რამეს. ვფიქრობ ესე უფრო მოსახერხებელი იქნება.