Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დაკარგული ბავშობა
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფოტოკლუბი ბოკე > ფოტო-რეპორტაჟები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
DIKARKA
Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ
( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ…
მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …

დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…


გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის

(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)

მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …

როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)


ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,


ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)


ყველაFერი ამ ბავშვზეა…

ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში



,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .



მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს



და მიდის სკოლაში…
სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში
(Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…)
შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის…
ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…



ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…

დედა – ალლა …


წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა…
თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…


მამა – ზურაბი …



ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს
( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)

სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…

არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…

ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...

მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ )
ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )



ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა?
Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)

რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი …
არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…

- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ?
- Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...

Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”

- ოცნება თუ გაქვს ?
- მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…

Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …



- დღიურს არ ჭერ?
- Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…



- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია …
( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… )
- არ გადაგიღებ… -)


-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …

Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს
(პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…

- აქ რითი თბებით?
- Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…

- საჭმელი?
- ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…


- ტანსაცმელი?
- ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…

Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...


- ეს რა სურათია ნინი?
- ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…



- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა?
- არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…


- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ?
( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…

" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...



Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა,
YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…

- Fანჟარაში ხშირად იყურები?
- Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…


სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…

მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…

Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..

Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??

Gავახილოთ თვალები…


Mე იქ აუცილებლად დავბრუნდები…
Nini Mamaladze
მდაააა...

არ ვიცი შეიძლება მართალი არ ვარ მაგრამ, ეს ბავშვი ერთი არაა, მრავალი ისტორიაა მსგავსი, მაგრამ თუ შევძლებთ ზოგიერთის გამოსწორებას, ამითი არა მარტო ისინი ისიამოვნებენ, მერწმუნეთ ძააალიან დიდი სიამოვნებაა იმის გაცნობიერება რომ ვიღაცა შენს გამო ცოტატი უფრო ბედნიერია (შეიძლება არც იყოს მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდები)


დინ !
Nika Pkhakadze
აუფ sad.gif , უნდა დავეხმაროთ რამენაირად..
მამას მალე უშვებენ თუ იცი?
iato
რაღაცა უნდა მოვიფიქროთ...
ცუდად ვარ.......
iato
დინ მისამართი მომწერე სმს.ით რაღაცა დახმარების შანსია მგონი....
Levan Sikharulidze
ყოჩაღ დიკარკა.

შემზარავია რა... უნდა დავეხმაროთ რაიმეთი
Magdu
ფული შევაგროვოთ ან ნივთებით დავეხმაროთ (სათამაშო და სხვა).
ტელევიზორს ნატრობს ბავშვი (აქ მეორე პრობლემაა, დენის ფული არ აქვს და "ცუდი" საჩუქარი არ იყოს ტელევიზორი)

Iki Bazadze
City of lost children angry.gif

რა უსამართლოა ეს ცხოვრება.

Magdu ზამთარი გადავიდა აწი გათბობის პრობლემა აღარ ექნება, ხოდა იმედია ტელევიზორს ჩართავს მაინც.

გამაგებინეთ ან PM-ით მომწერეთ შეგროვებას რომ დაიწყებთ ფულის. არ დაგავიწყდეთ.


Irakli Medoshvili
დინ, რამე მოიფიქრე და დავეხმაროთ.. : (
cundruka
ეგ ფული და ერთჯერადი დახმარებები კი, მაგრამ იქნებ მამამისზეც გავარკვიოთ რამე? წესით ახლა სააღდგომოდ შეწყალებები უნდა იქნეს, საპატრიარქოდანაც და იქნებ რამენაირად მივაწვდინოთ ხმა? ან წერილი შევაგზავნოთ ან, ან რამე...არ ვიციი...
Oto Gordeladze
წესით სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უნდა გაეთვალიწინებინა გარე ფაქტორებად ესეთი ოჯახური მდგომარეობა და ა.შ (ნუ ეს წესით), მაღაზიის ვიტრინის გატეხვისთვის ხულიგნობის მუხლით იქნება გასმართლებული (თუ სხვა რამე არ არის) და შეიძლებოდა თავისუფლად აენაზღაურებინა მიყენებული მატერიალური ზარალი და პირობითი ზევიდან ნუ მოკლედ მარტო სასჯელის მოხდა არ იყო გამოსავალი... შეწყალებას რაც შეეხება რამდნი აქვს მოხდილი იმას გააჩნია შესაბამისად ზუსტი მუხლი და საპატრიარქოს წერილი კარგი იდეაა და შეიძლება შეიწყალონ კიდეც...

ძალიან მძიმე და კარგი რეპორტაჟია.... დახმარებაშიც მივიღებ მონაწილეობას....

cundruka
წესით გათვალისწინებებს რო არ ითვალისწინებენ, ეგ შენც იცი ალბათ და მატ. ზარალის ასანააზღაურებლად ფული არ ქონდათ ალბათ, ხოდა მგონი საპატრიარქოს შეწყალება რეალურად განხორციელებადია... ბევრი ვიცი ეგრე რო გამოუშვეს...
Nika Pkhakadze
კარგი იქნება მამის გამოშვება თუ გაუადვილებს საქმეს, მაგრამ ისე დასაწყისითვის უბრალოდ მატერიალური დახმარება რომ გაგვეწია, ან თუნდაც ტელევიზორი. ან ტელეფონი და მერე ანგარიშსაც მოუხერხდება რამე.
Iki Bazadze
ფანტაზიის თემაში ნუ გადავალთ ეხლა და რელაურად რისი გაკეთებაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ. ხოდა შემიძლია მოგაწოდოთ ანგარიში მიმდინარე შეიტანოთ იქ ფული 1 ან 2 კვირის განმავლობაში და გადავცეთ ამ ბავშვს, ვუყიდოთ რამე.
Magdu
მაქვს ასეთი შემოთავაზება.
ამ საიტზე უმრავლესობას გვყავს მეგობრები, მეგობრების წრე. ის ხალხი რომელსაც ხშირად ხედავთ.
თითო მეგობრების წრეში კვირის განმავლობაში შეაგროვეთ თანხა. (თითო-თითო ადამიანმა რომ არ იაროს) და კვირის ბოლოს შევძლებთ ამ თანხის აკუმულირებას.

მე მგონია, რომ ტელევიზორის (თუნდაც პატარის) ყიდვა არ იქნება ურიგო საქმე. ბავშვის ნატვრაც ასრულდება და ლოგინში ჩავარდნილი ბებიისთვისაც იქნება შვება.
პროდუქტებიც დავამატოთ (არა მალფუჭებადი) და შეიძლება თანხის ნაწილით დენის ფულიც გადავუხადოთ (წინასწარ)

მცირეოდენი სიხარული მაინც შევმატოთ ამ ოჯახს.

DIKARKA
მადლობთ რომ მაინც უყურადღებოდ არ დატოვეთ
ვFიქრობ უბრალოდ არ შეიძლება რომ გვერდი ავუაროთ ამ ამბავს...

Nika Pkhakadze,

ნიკა,მამის გამოსვლას რაც შეეხება... ზუსტად ეგეც არ ვიცი მაგრამ სასჯელი თითქმის მოხდილია,რამდენიმე თვე დარჩა ,თუმცა ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ( და ალბათ არა მარტო) ძნელია სამსახურის შოვნა მითუმეტეს მაშინ როდესაც ახალი გამოსულიხარ ციხიდან...
ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე -)

cundruka,
QUOTE
ეგ ფული და ერთჯერადი დახმარებები


ვინ თქვა რომ ეს დახმარება ერთჯერადი იქნებაა???

არ იქნება ერთჯერადი!!

Iki Bazadze,

იკი... ანგარიშის ნომერი... ეს ძალიან კარგი იქნება მართლა,როდისთვის იქნება ეგ შესაძლებელი ან როგორ რანაირად?

Magdu,
მობილურის ამბავი უკვე მოვაგვარე,ტელევიზორზეც სავარაუდოდ საღამოსკენ მეცოდინება ზუსტი პასუხი...


ნინის სჭირდება,რვეულები,პასტები,Fანქრები რავიცი საკანცელარიო ნივთები ,საჭმელი,ტანსაცმელი...

არ ვიცი მაქვს თუ არა უFლება მაგრამ უბრალოდ მინდა გთხოვოთ
აი მართლა მთელი გულით გთხოვთ ვის რა შეუძლია ეს რომ გააკეთოს,თითომ სულ პატარა წვლილი რომ შEვიტანოთ... ბავშვის ბედნიერ სახეზე უკეთესი ნუთუ რამე არის??

და ახლა ველოდები ნინი როდის მოვა სკოლიდან რომ გავიგო კიდევ ბებიას რა წამლები სჭირდება....

მადლობთ მართლა ყველას
-)
rimanely
DIKARKA
ჩემი შენდამი პატივისცემა კიდევ უფრო გაიზარდა...

ბევრი დახმარების საშუალება არ ამქვს, მარგამ აი ეს ნამდვილად შემიძლია
QUOTE
რვეულები,პასტები,Fანქრები რავიცი საკანცელარიო ნივთები

მისამართს თუ მეტყვი ავუტან. ან შენ შეგხვდები სადაც გინდა და შენ გადაეცი.
Sofio Gokhelashvili
დამბურძგლა!..



პ.ს. იცით როგორ გავაკეთოთ? ჩვეულებრივად როგორც ბავშვთა სახლს დავხმარებივართ, მე ბევრჯერ დავხმარებივარ და ვიცი რაც ჭირდებათ..
ყველამ იქნებ მოვიძიოთ თითო ნივთი მმაინც, რვეული ფანქარი და დავეხმაროთ sad.gif
დინ ჩემი ნომერი ხომ გაქვს და მომწერე რასაც გადაწყვეტ..
რვეულებს, ფანქრებს, ბლოკნოტებ მე ვაჩუქებ ნინის და სხვა რაიმე თუ იქნება კიდევ მომწერე რა დინ ტელზე
Added @ [mergetime]1236604688[/mergetime]
ხო, თუ ერთად ვერ შევიკრიბებით მისამართი გვითხარი და მივალთ..
Magdu
მაშინ მოდით ჩამოვყალიბდეთ ვინ რას იზავს.
არ აღმოჩნდეს, რომ 100 რვეული შეგროვდეს და სხვა არაფერი.
მეც საკანცელარიოს ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს შეგროვდება საკმარისად, ამიტომ ფულს დავდებ.


Levan Sikharulidze
გარდა ფულისა და ნივთებისა, სულიერი მხარდაჭერა სჭირდება. რომ მივიდეთ ხოლმე მეცადინეობაში მივეხმაროთ, საჭმლის გაკეთებაში, დალაგებაში. ბებიას წამლები უნდა კიდევ.
ცხრილი რომ შევადგინოთ და კვირაში სამჯერ მორიგეობით მივიდეთ და მივეხმაროთ ხოლმე. აი ბედნიერ სახეს მაშინ იქნება. მისთვის მთავარია მარტო არ იგრძნის თავი.
ოთახიდან გასვლისაც აღარ შეეშინდება. რას იტყვით? მე შემიძლია კვირაში ერთხელ მივიდე საჭმელი გავუკეთო, ჭურჭელი დავურეცხო, დავალაგო, ვამეცადინო, ლიტერატურა მივუტანო, ფილმები ვაჩვენო. მე ეს შემიძლია.
cundruka
მე ნინის გაცნობა მინდა...ხოდა რო წახვალთ მითხარით, ან მისამართი მითხრაით და მარტო წავალ...

DIKARKA კარგია თუ ერთჯერადი არ იქნება, ხო მეც ვდებ ფულს...ან თუ სხვა როლი შემხვდება სხვა რამეს ვიყიდი...DDDD.gif
Sofio Gokhelashvili
Levan Sikharulidze bravo.gif bravo.gif bravo.gif

ძალიან კარგი აზრია, ძალიან!
მე 9დან 3მდე უნივერსიტეტში ვარ მარა დღე გაიზარდა და შემიძლია მეც ერთი დღე მივიდე და დავეხმარო ყველაფერში!!

Tamri
საცოდაობაა sad.gif

აქეთ პატრონი ჭირდება ბავშვს ...

მეც მინდა დახმარების გაწევა , როცა რამეს დააპირებთ PMზე მომწერეთ გთხოვთ!
Sofio Gokhelashvili
აუუუუ ვეღარ ვითმენ რა!

ამ დრეებში შევიკრიბოთ და წავიდეთ ნინისთან დავწეროთ მორიგეობის სია.
თითო დღეს ორი ადამიანი ან 3 თუ იქნება უფრო კარგია, საქმეს გადავინაწილებთ, ერთი დაალაგებს, ერთი ბავშვს ამეცადინებს, ერთი საჭლმელს გააკეთებს და ნინიც უფრო გაიხარებს რომ მის გარშემო ვიღაც არის და სახლში მარტო არაა. ახალი მეგობრები გაუჩნდება და სითბო და სიყვარული უფრო გააძლიერებს და ხალისს შემატებს!

ლევან გაიხარე!
ძალიან კარგი იდეაა




Nino Baidauri
დინ, ყოჩაღ!
ლევანის იდეა ძალიან მომწონს, შეძლებისდაგვარად ჩავერთვები. თუმცა მთელი დღე ავიღო ჩემს თავზე დროის სიმცირის გამო გამიჭირდება, პერიოდულად შემოგიერთდებით ხოლმე.
რაც შეეხება მატერიალურ დახმარებას, არც მე გამოგრჩეთ. როცა გეგმას ჩამოაყალიბებთ.
მაგრამ... ისე არ გამოვიდეს, რომ გეგმა, გეგმა, ერთმანეთს ვუყუროთ და გვერდზე დაგვრჩეს ყველაფერი, ვინმემ აიღოს ორგანიზება თავის თავზე.
batukela
ვაიმე... დამბურძგლა მართლა..

ძალიან მომინდა ნინის გაცნობა..

უკვე შემიყვარდა.. გმადლობ დინ..
როცა წასვლას გადაწყვეტ მეც შემატყობინეთ, ძალიან მინდა მეც წამოსვლა და მეც შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით..
Nini Mamaladze
opeople,


ვიტრინის გატეხვა შეიძლება ხულიგნობის მუხლით არ იყოს და ძარცვის მცდელობით იყოს მიყენებული...



მე ტანსაცმელზე ვიზრუნებ...
keke_keke
გაოგნებული და დათრგუნული ვარ ... და რამდენიაა ამისნაირი კიდევ ........ უნდა დავეხმაროთ უსიტყვოდ ...
Iki Bazadze
მოკლედ მე შემიძლია ჩემი ანგარიში გამოგაყენებინოთ ფულის შესაგროვებლად. ან ვინმეს გაგიხსნათ უფასოდ, მიმდინარე ანგარიში და იქ შევაგროვოთ ფული, 1 ან 2 კვირის მანძილზე. როდესაც ფული შეგროვდება მერე ვუყიდით რამეს. ვფიქრობ ესე უფრო მოსახერხებელი იქნება.
FOTINE
მე თქვენთან ვარ..
იქნებ უკეთესად ჩამოვყალიბდეთ ვის რა შეგვიძლია..

პ.ს. ახლაც გაოგნებული ვარ..
Sofio Gokhelashvili
Iki Bazadze_ კარგი იდეაა ძალიან!

თანხა მოვაგროვოთ 2 კვირის მანძილზე და საერთოდაც იყოს ეგ ანგარიში და ვისაც შეეძლება გადარიცხოს თანხა ნებისმიერ დროს. და მანადმე იქნებ შევიკრიბოთ, შეგროვილი რაღაცეები მივუტანოთ და მორიგეობის სია დავწეროთ
Infanta
ვაიმე შემოგევლე sad.gif

მეც რამეს ვიზავ
tsumbusha
სიტყვით გამოვდივარ და ფული შევაგროვოთ ათ ათი ოც ოცი თუ რამდენიც საჭირო იქნება რა გთზოვთ და ტელევიზორი და მობილური ვუყიდოთ მე თAნახმა ვარ დავდო რაც საჭიროა თქვენ?
Added @ [mergetime]1236626945[/mergetime]
დინ მაგარი ხარ ოღონდ მართლა როგორც ფოტოგრაფმა და როგორც ნიჭიერმა ადამიანმა შეძელი ის დაგენახებინა ჩვენთვის რასაც ეს ბავშვი გრძნობს ყოჩაღ wick.gif
tavadi
6წელია ცრემლი არ გადმომვარდნია და ახლა ვტირი cry.gif
საშინელებაა.. დღეს არაფერს ვამბობ.. კონკრეტულს მოვიფიქრებ რამეს და შემოგიამხანაგდებით..
დაახლოებით თარიღი დაწერეთ როდის აპირებთ უყიდოთ რაღაცები?
DIKARKA
ტაკ ესეიგი ...

ტელევიზორის ამბავი თითქმის მოგვარებულია,რედაქციიდან მივიტანთ,ტელეFონის ამბავიც მოვაგვარე...

ახლა სხვა დანარჩენს რაც შეეხება...
ზუსტად მომწერეთ საკანცელარიო ნივთებზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას...

რვეულები( მათემატიკის-ცალხაზიანი) პასტები,Fერადი Fანქრები,სახატავი რVეული ...

ტანსაცმელზეც რა ისმის ეგეც მითხარით ...ნინი მამალაძE... ნახე სახლში რამე ? DDDD.gif
მე ვიყიდე დღეს რაღაცეები,იმედია კარგად მოუვა DDDD.gif
Fეხსაცმელი... 35-36 აქვს Fეხის ზომა და იქნებ ან ძველი გქონდეთ ვინმეს ან არ ვიცი...
და ასევე მე ვივიFრე იქნებ აი უბრალოდ ვინ რასაც შეძლებს ის რომ იყიდოს,არ ვიცი იქნება ეს ერთი ცალი სნიკერსი თუ ერთი კილო შაქარი...
ანუ ჯერ ასე იყოს ვის რა შEუძლია...

ეს ყველაFერი მიაწოდეთ ეკას (keke_keke) -ს შაბათ დღემდე ან შაბათს (პმ ში შეთანხმდებით სავარაუდოდ)
და ამ ყველაFერს დამატებული + 10 ლარი ყველამ რომ დავდოთ (აქტრიურმა წევრებმა რომლებიც ყოველDრე შEმოვდივართ,არც ისე ცოტანი ვართ მემგონი ,ცუდი არ იქნება,ეს შაბათამდე აუცილებლად! )

იკი ...
ანგარიშის ნომერი გვინდა ,არ ვიცი რამდენად მოსახერხებელი იქნება შენთვის შენი ნომერი რომ ვიხმაროთ,ამიტომ ვიFიქრე სჯობს ახალი რომ გავხსნათ( ეს საჩქაროა!) თან სტატიაშიც მივუთითებთ ამ ანგარიშის ნომერს და ვისაც სურვილი ექნება ნინის რომ დაეხმაროს ჩარიცხავს თანხას ...
( ანუ მარტო ერთ და ორ კვირაზე არ არის ლაპარაკი,ეს ნომერი უნდა იყოს სულ )
ამ ამბავს რამდენ ხანში მოაგვარებ??
საერთოდ დეტალები ცალკე მომწერე პმში თუ არ შეწუხდები ...

ლევან...
შEნი იდეა კარგი იქნებოდა რომ ჰყოFილიყო ეს ბავშთა სახლი ან რამე ამდაგვარი დაწესებულება,მე არ მიმაჩნია ეგ სწორად... არ არის საჭირო იმ ოჯახში "ბალაგანის" მოწყობა,მორიგეობა... მარაზმია! არანაირად არ ვეთანხმები და ამაზე მოვრჩეთ აქვე.

და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს...
არის საიტზე ვინმე ვისაც ჰყავს მანქანა და მძღოლის Fუნქციის შესასრულებლად მზად არის? DDDD.gif ( ბენზინს ჩავასხავ )

მოკლედ გამაგებინეთ ზუსტი პასუხები
ან აქ ან პმში ან ჩემი ტელეFონის ნომერი მემგონი ყველამ იცით

მადლობთ ყველას ვინც გამოეხმაურა აქაურობას -)

Mikheil Samkharadze
გაიხარე დიკარკა..

ისე მისამართი მომწერე რა PM-ით ან რომელ რაიონს ეკუთვნის თბილისის შეიძლება საკრებულოდან რამე მოვახერხო..

სხვა რა შემიძლია, ფულადი Dიდი დახმარება არ შემიძლია, ტანსაცმელი და სათამაშოები შეიძლება.. წიგნები შეიძლება კიდევ რომ ვაჩუქოთ.. საბავშვო..

მე მომწერეთ აუცილებლად PM-ით თU მორიგეობას გააკეთებთ.. სიხარულიძესთან ერთად მეც დავულაგებ და დავეხმარები ნინის..
DIKARKA
პ.ს

ბებიის წამლების შესახებ გაურკვეველი ამბავია,რადგანაც ექიმის დანიშნულება არ აქვთ და უბრალოდ გამაყუჩებლებს სვავს "კეტანოლი,ანალგინი"
ესენი მითხრა დღეს ნინიმ
-)
Sofio Gokhelashvili
მე ლევანის იდეა ძაან მომეწონა და მემგონი ეგ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თუ ბავშვოიბის დაბრუნება გინდა დინა რა ვიდრე სხვა რაღაც რაღაცეები, ისინიც მარა ის უფრო მნიშვნელოვანია ბავშვს მორალურად დავეხმაროთ..
და მისამართს თუ დაწერ კიდევ კარგი იქნება, იმიტომ რომ მე პირადად მინდა ნინის გაცნობა და ა.შ.
DIKARKA
kesha,

კეშა!
10 ლარი შენ რამეს დაგაკლებს??
არამგონია -)))
რომელ დიდ Fულად ტანხებზეა საუბარი??
წაიკითხე მაინც რასაც ვწერ ბლინ!

Added @ [mergetime]1236629658[/mergetime]
Sofio Gokhelashvili,

QUOTE
არ არის საჭირო იმ ოჯახში "ბალაგანის" მოწყობა

QUOTE
არანაირად არ ვეთანხმები და ამაზე მოვრჩეთ აქვე

Sofio Gokhelashvili
რა შუაშია გოგო ბალაგანი?
2 ადამიანი რომ მივა?

მისამართი მომწერე რა პ.მ. _ში
tavadi
DIKARKA,
მე არ მაქვს შენი ნომერი... PM
სკოლისთვის ჩანთა თუ აქვს?
თანხაც ვისაც რამდენი შეგვიძლია ის დავდოთ..
მეგობრებშიც ავაგროვებ...
თუ რამე მოვიფიქრე სხვა რამე კონკრეტული შემოგთავაზებთ..
სიახარულიძის იდეა თან კარგია, თან უხერხულია, ასე მუდმივად სულ სხვადასხვა ხალხის სიარული ყოველდღე..
DIKARKA
tavadi,

QUOTE
სიახარულიძის იდეა თან კარგია, თან უხერხულია,


ზუსტადაც რომ,Sofio Gokhelashvili,
QUOTE
რა შუაშია გოგო ბალაგანი?
2 ადამიანი რომ მივა?


2 უცხო!! ადამიანი
tavadi,

სკოლის ჩანთა... არ მინახავს სიმართლე გითხრა...

მწვანე საყვარელი FEრია თუ რამეა -P
DIKARKA
მოკლედ და კონკრეტულად

ეკა (keke_keke)

შაბათს 4 საათიდან
თუმანიშვილის თეატრთან დაგელოდებათ
წინასწარ შეუთანხმდით ოღონდ ვინც მიხვალთ რომ ტყვილად არ მივიდეს თვითონ

პმ და პმიდან ტელეFონის ნომერი
-)

მადლობა
keke_keke
გელოდებით შეგიძლიათ შემითანხმდეთ ვისაც შაბათს არ გეცლებათ ან ცოტა გვიან გეცლებათ , ან ადრეეე და შეგხვდებით იმ დროს როცა თქვენ იტყვით .......
MRme
იქნებ სხვა ფორუმებზეც გაგვეხსნა ეს თემა? აი forum.ge ზე კაი იქნებოდა მგონი smile.gif
ALeNA
გავგიჟდიიიიი sad.gif((საღოლ დინ.......

ძააან მინდა დავეხმარო ამ ბავშვს.. sad.gif((

ფულის შეგროვებას ან რამეს ყიდვას თუ დააპირებთ და ვიცი რო უეჭველი დააპირებთ გთხოვთ შემატყობინეთ sad.gifsad.gifsad.gifsad.gif
DIKARKA
QUOTE
ეკა (keke_keke)

შაბათს 4 საათიდან
თუმანიშვილის თეატრთან დაგელოდებათ
წინასწარ შეუთანხმდით ოღონდ ვინც მიხვალთ რომ ტყვილად არ მივიდეს თვითონ

პმ და პმიდან ტელეFონის ნომერი
-)

მადლობა


Added @ [mergetime]1236635325[/mergetime]
MRme,

რომ ჩამეთვალა საჭიროდ ალბათ იქაც გავხსნიდი
ეტყობა ჯერ ვერ ვხედავბ ამის აუცილებლობას
ასე რომ...

აქ ხომ არის ეს თემა შეგიძლიათ იაქტიუროდ
-)
Sofo Uznadze
არც კი ვიცი რა ვთქვა sad.gif უბრალოდ მალადეც ავტორს....

მეც მინდა რამე გავაკეთო.. აუცილებლად..
ერთი ბოკელი მოდის ხშირად ჩემთან და თანხასმ მას გამოვატან.....

ბებიას წამლებზე თუ რამე გაირკვა დაპოსტეთ და აუცილებლად გავამზადებ ყველა პრეპარატს..
iLuxa
არც ვიცი რა ვთქვა! ღმერთმა გააძლიეროს პატარა ნინი!

ერთი აზრი მომივიდა და იქნებ გავახორციელოთ! საქველმოქმედო გამოფენა ხომ არ გაგვეკეთებია ნინის დასახმარებლად?!

Nina Minzoni
თქვენს გვერდით მიგულეთ!!!!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.