სიტყვით გამოვდივარ და ფული შევაგროვოთ ათ ათი ოც ოცი თუ რამდენიც საჭირო იქნება რა გთზოვთ და ტელევიზორი და მობილური ვუყიდოთ მე თAნახმა ვარ დავდო რაც საჭიროა თქვენ? Added @ დინ მაგარი ხარ ოღონდ მართლა როგორც ფოტოგრაფმა და როგორც ნიჭიერმა ადამიანმა შეძელი ის დაგენახებინა ჩვენთვის რასაც ეს ბავშვი გრძნობს ყოჩაღ
აუ მობილურზე ვფიქრობდი მეც. ორი ტელეფონი მაქვს და ერთს ვაჩუქებდი ისე რომ არც დამენანებოდა მაგრამ მერე ბალანსებს ვინ შეუვსებს
ბევრს გულით უნდოდა მისვლა და პირადად გაცნობა და სულიერად მხარში დგომა თუნდაც და ისე მკაცრად თქვი არაოო რომ... : )
მესმის რომ ცუდია ბევრი ხალხი რომ მივა და შეიძლება ფსიქოლოგიურად მასზე იმოქმედოს კიდეც, მაგრამ ლევანის აზრი ძალიან სასიამოვნო იყო.. უფრო დიდი სამეგობრო წრე ეყოლებოდა და არა ერთჯერადი..
DIKARKA მე პირადად არაფერი დამიგეგმავს და ვერც სასაცილოს ვხედავ იმაში, რომ ადამიანს გულით უნდა დახმარება და მორიგეობას არ ვგულისხმობ, თუნდაც ლევანმა რაც თქვა, ფილმების ჩვენებასთან და მეცადინეობასთან დაკავშირებით..
ნუ როგორც გინდა, უბრალოდ ცუდად გამოვიდა რომ აგრესიით შეხედე ამას.. და მერწმუნე, დახმარება ყველას უნდა, არა მარტო შენს მეგობრებს..
DIKARKA, გოგო მე დავწერე რაღაც მცირე რაოდენობით საკანცელარიო ნივთებს ვაჩუქებ და აგერ Sweet Baby Girl, საც აქვს რაღაცეები! ტუმცა დიდი რაოდენობა ვერ იქება რა თქმა უნდა რაც დასანანია
რაც მოვიფიქრე ყველაფერი ისეთია რასაც ყიდვა ჭირდება და ყიდვას ალბათ ფულს ჩამოვიდე აჯობებს.. ხოდა კიდევ სოფლის სანოვაგე შემომრჩა ცოტა: ჩურჩხელები, თხილი, ლობიო, ტყემალი, ბატიბუტი და რომ დავთმო არ არის მგონი სულელური იდეა..
DIKARKA, ბევრი კი არ არის, მაგრამ რაც არის იმათ წაეხმარებათ.. მოვაგროვებ რასაც ვნახავ და შაბათს შეგეხმიანებით.. ხოდა კეკე კი მაგარია, მაგრამ ამდენ რაღაცას მარტო ხომ ვერ მოერევა
კარგი იდეაა და რამდენი ოჯახია ასეთი საქართველოში((
გირჩევთ შექმნათ ბოკეს ფონდი ხელოვან ადამიანების მიმართ ნდობის ფაქტორი უჩნდება ხალხს და ბევრი ამოგიდგებათ გვერდში, დარწმუნებული ვარ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნით ვრ დავიკვეხნი, მაგრამ პოსტაბჭოთა ქვეყნების კანონმდებლობა იდენტურია. და აი რას ვშვებოდით პეტერბურგში (რუსეთში) ჩვენ, ბიზნესმენები გვაფინანსებდნენ ამდაგვარ საკითხებში, და მათ სანაცვლოდ გადასახადებისგან ათავისუფლებდნენ, ანუ იმ თანხას, რომელიც მათ ბიუჯეტში უნდა შეეტანათ, ისინი ქველმოქმედებაში ხარჯავდნენ.
ბოკეს ფონდზე კი დაფიქრდით, მგონი არ არის ცუდი იდეა, ჩართოთ მედია, გააკეოთ კარგი პიარი და დარწმუნებული ვარ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც სურს დაეხმაროს.
და კიდე, გადავხედე ბოკეს წევრებს და მათი რაოდენობა 11290, და ყოველმა ჩვენთაგანმა 1 ლარი მაინც რო გადარიცხოს, ეს უკვე საკმაოდ დიდი თანხაა.
ასე რომ წარმატებები, ეს ვფიქრობ კარგი წამოწყებაა და იმედია არაერთჯერადი!!!