_________________________________________
იხილეთ სემინარის დეტალები:
http://www.boke.ge/forum/https://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=8118
_________________________________________
სიახლე! ფოტოკლუბი ბოკეს ორგანიზებით 23 აპრილიდან იგეგმება დამწყები ფოტოგრაფებისათვის პირველი ფოტო-სემინარის ჩატარება!
მოცემული თემა იხსნება იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ თქვენი აზრი ქვევითმოყვანილი საბაზისო კურსის საჭიროებისა და დამატებითი საკითხების ჩამოსაყალიბებლად.
ეხლა კი, ზოგადად მოგახსენებთ დაგეგმილი ფოტო-სემინარის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფოტოკლუბი "ბოკე"-ს ნებისმიერი წევრისათვის.
სემინარი შედგება თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებისაგან თემებზე:
- თეორიულ-პრაქტიკული ექსკურსი: ექსპონომეტრია, განათება და ფერი, კომპოზიცია და კონსტრუქცია
- პორტრეტის, პეიზაჟის, ნატიურმორტის და სხვა ჟანრების საბაზისო საკითხები და პრაქტიკული გადაღების მასტერ-კლასები (მათ შორის - სტუდიური გადაღებაც). კონკრეტულ სპეციალიზაციაზე მოწვეულ იქნება შესაბამისი ჟანრის სპეციალისტი.
აგრეთვე, სემინარის კურსში შედის ისეთი ზოგადი საკითხები, როგორებიცაა:
- ფოტოგრაფიის ისტორია
- ფოტოხელოვნება
- აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტები
- კამერების და ფოტოტექნიკის დანიშნულება, მიმოხილვლა და შესაძლებლობები
სემინარის სრული ხანგრძლივობა მოიცავს 30 თეორიულ და 15 პრაქტიკული სწავლების საათს. პრაქტიკული მეცადინეობების 10 საათიდან თქვენ თვითონ აირჩევთ თუ რომელ ჟანრში ჩატარებულ მასტერ-კლასს დაესწროთ და, შესაბამისად, დაზოგავთ ფინანსებს.
სემინარის დასაწყისი: როგორც მოგახსენეთ - 16 აპრილიდან
სემინარის დასასრული: ივნისის შუა რიცხვები
სემინარზე დამსწრე ჯგუფი: თითო ჯგუფში იქნება არაუმეტეს 10 ადამიანისა. თუ სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობა 10-ზე მეტი იქნება, შეიქმნება დამატებითი ჯგუფ(ებ)ი.
სემინარის გრაფიკი: სემინარის ჩასატარებელი დღეები და საათები დადგინდება ჯგუფში შემავალი წევრების შეთანხმების საფუძველზე.
აგრეთვე, მათთვის, ვინც დადგენილ გრაფიკში ვერ დაესწრება სემინარს, შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური სწავლებაც.
სემინარზე დასწრების მსურველთათვის 1-2 დღეში გაიხსნება თემა, სადაც გათვალისწინებული იქნება მოცემულ თემაში გამოთქმული სურვილები, მოყვანილი იქნება სემინარის ყველა დეტალი, ფასი და დასწრებისათვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა.
_________________________________________
გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა:
http://www.boke.ge/d/application.doc
_________________________________________