www.boke.ge
May 20 2005, 17:54
მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს:
1. ნიკი
2. სახელი, გვარი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა
4. ჰობი
5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
სხვა თუ რამე გაგახსენდეთ, თქვენც დაამატეთ
e.k.a.t.e.r.i.n.a
May 20 2005, 18:23
e.k.a.t.e.r.i.n.a - ე.ი.
ეკა ონიანი , 23 წლის, იურისტი (პროფესიით და მგონი მოწოდებითაც
), ჰობი - ფოტოგრაფია (თუმცა პრაქტიკულად ნაკლებად ვახორციელებ
((), პოლიტიკა (!), და სხვა ათასი სისულელე და სიჭკვიანე
....
თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ
ნიკა ვარძელაშვილი. 31 წლის. პროფესიით მათემატიკოსი. ვმუშაობ ძირითადად ფინანსურ სფეროებში (ბანკები, ფონდები და სხვ.) ჰობი: ფოტოგრაფია, ჰაიკინგი (სიარული ბუნებაში), თევზაობა.
e.k.a.t.e.r.i.n.a,
კაი არ იტირო
მე თამთა ვარ ბერძენაძე 21 წლის, სტუდენტი, საბანკო საქმეს ვეუფლები ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერ არ ვმუშაობ. ჩემთვის ჰობი ჩემი სპეციალობაა, შეიძლება ითქვას, რომ ბანკზე მაბოდებს! რაც შეეხება ჩემს აქ გაწევრიანებას, მართლა მიყვარს ფოტოგრაფია და ვწუხვარ, რომ მე არაფერი არ მაქვს აქ დადებული, მაგრამ ვიმედოვნებ_ ამის დროც მოვა
ჯერ_ჯერობით კი თქვენ და თქვენს ნამუშევრებს ვგულშემატკივრობ!
ხო აღარ იტირებ e.k.a.t.e.r.i.n.a?!
GrigolS
May 20 2005, 19:09
მე ვარ გრიგოლ სიდამონიძე, 18 წლის. ვსწავლობ ბიზნეს-სამართალს, მაღლივში. ჰობია ფოტოგრაფია და მანქანები. სპორტზე დიდად არ ვგიჟდები (თუ ავტოსპორტი არაა
)
e.k.a.t.e.r.i.n.a,
საინტერესო წამოწყებაა... იმედია სხვებიც აგვყვებიან...
ისე ეს ინფორმაცია წერია (უნდა ეწეროს) წევრების პირად Profile-ში...
ისე კითხვები რომ ჩამოგეყალიბებინა მემგონი უკეთესი იქნებოდა...
მე ვარ გიორგი ჯაყელი, 26 წლის, მახტვარ-დიზაინერი, (პოლიგრაფია/რეკლამა)... ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო დიაგნოზია ვიდრე ჰობი....
e.k.a.t.e.r.i.n.a
May 20 2005, 19:21
QUOTE(GJ. @ May 20 2005, 19:13)
e.k.a.t.e.r.i.n.a,
საინტერესო წამოწყებაა... იმედია სხვებიც აგვყვებიან...
ისე ეს ინფორმაცია წერია (უნდა ეწეროს) წევრების პირად Profile-ში...
ისე კითხვები რომ ჩამოგეყალიბებინა მემგონი უკეთესი იქნებოდა...
მე ვარ გიორგი ჯაყელი, 26 წლის, მახტვარ-დიზაინერი, (პოლიგრაფია/რეკლამა)... ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო დიაგნოზია ვიდრე ჰობი....
მართალი ხარ, და პროფილ-ში თითქმის არაფერი წერია.
Sopho Nadareishvili
May 20 2005, 19:39
ნიკი - Sopho Nadareishvili
სახელი, გვარი - სოფო ნადარეიშვილი
პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ხელოვნებათმცოდნე, ვდიზაინერობ ხოლმე
ჰობი - ნუ ამას მგონი კითხვა არც უნდა, რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, თუმცა მარტო ამით არ შემოვიფაგრლები, მიყვარს ყველანაერი სიახლეები და მაქსიმალურად ბევრი ახალი და საინტერესო (მომავალში გამოსადეგი
) ინფორმაციის მიღება.
ოჯახურ მდგომიარობა - ჯერ ჯერობით დაუოჯახებელი
apachi
May 20 2005, 19:47
მოკლედ... ვიწყებ გრძლად..
1982 წლის 27 სექტემბრის გვიანი ღამე იყო როცა ქუთაისის ერთ ერთ უძაანმაგრეს და კოლორიტულ უბანში, საფიჩხიაზე, დაიქუხა თოფმა, ამდროს მოევლინა საქართველოს ერთი დიდი და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ჭაბუკი არჩილ მიხაილოვიჩ გეგენავა, იგივე აპაჩით წოდებული,
დავამთავრე ქუთაისის არანაკლებ უძველესი და უძაანმაგრესი უბნის სკოლა, ჭომის 26 საშუალო სკოლა ხოდა ამის მერე ს
ტავლა გავაგრძელე ნ. ნიკოლაძის სახელობის ეკ. ლიცეუმში საკმაოდ პატარამ და ტანმორჩილმა, ესეიგი ლიცეუმი რო დავამთავრე მერე გავიფურჩქნე და ავიყარე ტანი რომელის შემდეგაც 6 წელი გავიდა და ახლა უკვე 1, 84 ვარ,
რაც შეეხება უნივერსიტეტს ესეიგი ვსწავლობ (ჯერ კიდევ) საქართველოს სუბტრ. მეურ. სახ უნიში (წელს ვამთავრებ) აგრ. სამრ. კომპლ. დარგ. ეკ და მართ. - -დამთავრების შემდეგ მექნება ეკ. მენეჯ კვალიფიკაცია,
ვმუშაობ ქ. ქუთაისის ადგ თვითმმ-ში დამლაგებლად (კომპ სისტემის), ესეიგი ფოტოგრაფია ჩემი ჰობია,
მიყვარს ხინკალი, მწვადი ხაჭაპური და კაი
იმერული რვინო!..
ესეც ასთე........
e.k.a.t.e.r.i.n.a,
კმაყოფილი ხარ?
----------
ხო ისა.. დამავიწყდა...
ვარ პერსპექტიული სასიძო... მიცნობს ქუთაისის ნაღები საზოგადოება, და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ!...
MAO
მაია გოშაძე 42წ.
პროფესია- ჩოგბურთის მწვრთნელი
ჰობი-ადერენალინი
ფოტოგრაფიასთსან დამოკიდებულება შორეული
ძალიან მომწონს ძალიან მიყვარს ფოტოების თვალიერება და გარჩევა Rebeccaსთან ერთად
Rebecca
May 20 2005, 20:13
Rebecca
მარიამ ნანობაშვილი
სტუდენტი(Iკურსი)
ჰობებიდან ერთ ერთერთია ფოტოგრაფია
shanghai
May 20 2005, 20:22
Shanghai
ლაშა აბუსერიძე 20წ.
მრავალი სკოლის, ლიცეუმის, კოლეჯის, თუ უნივერსიტეტის გამოვლის შემდეგ ჩამოვაღწიე ჩინეთამდე, მეორეჯერ და ისიც სტუდენტად
ჰობი რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, მიუხედავად არაპროფესიონალიზმისა.
რაც შეეხება მისამართს, შანხაის მისამართი რო დავწერო, ბევრი სტუმარი მეყოლება ერთდროულად და ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ
p.s. მგონი ჩემი პირველი პოსტია
Shota Megrelishvili
May 20 2005, 23:38
ჩემზე უმეტესობამ ალბათ ბევრი იცის:
შოთა მეგრელიშვილი
26 წლის
პროფესიით - მაგისტრი მათემატიკაში
პროფესიული კარიერა - ასაკისთვის საკმაოდ დიდი: საინფორმაციო ტექნოლოგიების და მარკეტინგის ექსპერტი. ვმუშაობ მაგთიკომის მარკეტინგის განყოფილებაში. გამოვლილი მაქვს რამდენიმე პრესტიჟული კომპანიის სამსახური. მართვის და მენეჯმენტის კარგი გამოცდილება დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფებთან, მასს-მედიასთან, უცხოელ პარტნიორებთან. რამდენიმე ინტერნეტ-დიზანინისა და პროგრამირების კონკურსის გამარჯვებული.
ჰობი - კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია. ექსტრემალური სპორტი (ვარ ბაიკერ კლუბი "კამელოტის" ერთ-ერთი თანადამაარსებელი), წყალქვეშა სამყარო, სპორტი, ცურვა.
სახლის მისამართი კლუბის ბევრმა წევრმა იცის. ჩემი სახლის კარები ყოველთვის ღიაა ჩემი მეგობრებისთვის ფოტოკლუბიდან
ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი, მაგრამ აპაჩის კონკურენციას არ გავუწევ, პირობას ვიძლევი
ეს ძალიან მოკლედ ჩემს შესახებ (რომ ეკატერინემ ეხლა იმაზე არ იჩივლოს, როდის მორჩება ეს კაცი წერასო
)
amilaxvari
May 21 2005, 23:36
გიორგი მაჭარაშვილი
დავამთავრე Csb, ფინანსების განხრით, ვმუშაობ ბანკში (რომელ ბანკში ალბათ არ არის საჭირო).
მეორე პროფესიდ შეიძლება ჩაითვალოს ხალხური სიმღერა
, ვმღეროდი 15 წელი, სამწუხაროდ 3 წელია აღარ ვმღერი!
ჰობს რაც შეეხება ფოტოგრაფია, თევზაობა, ნადირობა, ხეტიალბოდიალი!
აა
უუ დაღლილი ვარ თუ რამე გამახსენდა კიდე დავწერ!
1. ნიკი - Blakk
2. სახელი, გვარი - Stanislav Kozliacovsky
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - Designer, Head Designer "Imedi" TV
4. ჰობი - Foto, Music
5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს - icq-3250945
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე" - single
Beqa - ბექა ონიანი, თითქმის 18 წლის, მომავალი იურისტი, სტაჟიანი მოცურავე
), ასევე მორაგბე...
ჰობი - მთაში ხეტიალი, სურათების გადაღებაც, ფოტოაპარატი თუ ჩავიგდე ხელში.
მიყვარს ჯაზი, Barry White, Michael Franks, Bobby McFarrin, El Jearou, და რა ჩამოთვლის კიდე ვინ...... ქართული ხალხური სიმღერაც, რა თქმა უნდა
)
დაოჯახებული, რა თქმა უნდა არ ვარ, და ჯერ არც ვაპირებ
KARLLOS
May 22 2005, 18:07
შევეცდები მოკლედ მოგახსენოდ. არ მინდა ვინმემ თავის გამოჩენაში ჩამითვალოს, უბრალოდ დავწერ იმას რაც ვარ. ამავე დროს არ მინდა რომელიმე ჩემს საქმიანობას ვაწყენინო და გამომრჩეს.
მოკლედ კარლოსი არის დავით ელბაქიძე-მაჩავარიანი. არ დავიწყებ ისტორიის მოყოლას თუ რატომ ორი გვარი, არამგონია ვინემს აინტერესებდეს უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ორივე მშობლების გვარებია. 27 წელია ვამძიმებ ამ პლანეტას... ოფიციალური პროფესიები: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი - დიპლომატია, სამართალცოდნეობა - სისხლის სამართალი, კრიმინალისტიკა ნუ ეს უკვე სხვა სფეროდან არის... სამუშაო სიტუაციები, დაწყებული სასცენო განათებიდან დამთავრებული სცენაზე გამოსვლებით (დიდი ხნის წინ). ჯურნალ კაკადუს თავდაპირველად ტექნიკური ჯგუფის ხელძღვანელი შემდეგში კი ტექნიკური რედაქტორი. გრძელდებოდა 3 წელი. დღევანდელი სიტუაცია. გრიბოედოვის თეატრი - დიზაინერ გრაფიკოსი. ძირითადი 5 წლის საქმიანობა პოლიგრაფია და კომპიუტერული გრაფიკა. პარალელურად ვმუშაობ მუსიკალურ ალბომზე (ეს სხვა სფეროა არ დავიწყებ დაკონკრეტებას). გატაცებები: ასტრონომია, ხეზე მუშაობა, ფერწერა, არქიტექტურა... საინტერესო სფეროები. მითოლოგია, დასხვა ხალხის რელიგიები. მათ შორის მკდვარი რელიგიები. განსაკუთრებით სკანდინავიური მიმდინარეობები (25 პროცენტი სკანდინავიური სისხლია ჩემსი და ამით არის ეს განპირობებული), ისტორია. ეხლა იმაზე თუ რა კავშირში ვარ ფოტოგრაფიასთან? ადამიანის დიდ ნიჭად მიმაჩნია მისი ხედვა და აღქმა, იმის აღქმა რასაც იგი თავისი ოლიმპიდან უყურებს... ეს ეხება ყველა ხელვნების დარგს რაც კი არსებობს. ფოტოგრაფია მიმაჩნია ხელოვნებად (მართალია მე ვაჩხაკუნებ, მაგრამ...) აქედან გამომდინარე მინდა ვცადო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა.
ჰო რაც მთავარია დამავიწყდა მე უბრალოდ ადამიანი ვარ...
ვასო გაბუნია
45 წლის
პროფესია _ ბიოლოგი
ვმუშაობდი პალეონტოლოგიაში, მოვიარე სსრკ_ს თითქმის ყველა გრძედი და განედი.
91 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის განყოფილება, სატელევიზიო სამსახურის უფროსი, სტუდია პილიგრიმის დირექტორი. დოკ.ფილმების სცენარისტი, რეჟისორი, ზოგჯერ ოპერატორი.
ჰობი და პროფესიები გადაჯაჭვული _ ეკოლოგია, ბუნება, ვიდეო და ფოტო გადაღება.
ინტერესები _ საიდუმლო ორდენები (ტამპლიერები, როზენკრეიცერები, შარაძეს არ გააგებინოთ _ მასონები), სიმბოლოები, რელიგიები და ტრადიციები, გეოლოგია, ასტრონომია, პოლიტიკა.
შესაბამისი ლიტერატურა+სამხრეთამერიკული და 20 ს. რუსული ლიტერატურა, ცალკე ედგარ პო. 60-80-იანი წლების როკი, ცალკე როჯერ უოტერსი, ყველანაირი ჯაზი და კლასიკური კლასიკა. იტალიური, რუსული და ქართული კინო.
ცოლი, ორი გოგო და ერთი შვილიშვილი. ცალკე კესო (Irish setter).
მიკა ვერულაშვილი
21 წლის სტუდენტი ვსწავლობ სამედიცინოზე
ჩემი ჰობი არაა ფოტოგრაფია მაგრამ ყელას გონია რომ ასე არაა
კიდევ ვსწავლობ ანტროპოლოგიის ინსტიტუტში ფაკულტეტი პსყჩოლოგია)
მინდა გავხდე პსყჩიატრი
მაქვს დამთავრებული სამხატვრო 10წლედი(გრაფიკის განხრით) და ვაპირებდი აკადემიაში ჩაბარებას (მაგრამ გადავიფიქრე)
ჰობყს ზუსტი დეფინიცია არ ცივი ამიტომ რა დავწერო არ ვიცი :ლოლ:
tika M
Jun 23 2005, 12:00
მე ვარ თინათინ მაჭავარიანი 20 წლის.ვსწავლობ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე(საბანკო საქმის განხრით).დავიბადე და გავიზარდე თბილისში. არ ვარ გათხოვილი მაგრამ მყავს შვილობილი
რომელზეც ვგიჟდები და ისიც ასევე გიჟდება ჩემზე. მისამართები ალბათ არაა საჭირო. ჰობს რაც შეეხება მალე ვიბეზრებ ყველაფერს ერთადერთი რაც დიდი ხანი მიტაცებდა ჰერბარიუმის გაკეთება იყო.საკმაოდ დიდი კოლექცია მქონდა და ბოლოს ბიოლოგიის მასწავლებელს ვაჩუქ. ფოტოგრაფიით სულ რამოდენიმე თვეა რაც დავინტერესდი ისიც ჩვენმა მეგობარმა აილახვარმა დამაინტერესა
მოკლედ მგონი ბევრი და უაზრობა ვილაპარაკე
nachkebia
Jun 23 2005, 12:19
1. nachkebia
2. ვლადიმერ ნაჭყებია (ვენიკო) 22 წლის
3. დიზაინი, ძირითადად ტელე და კორპორატიული დიზაინი.......ამ წელს მოვიგე 2 Promax BDA
ფოტოგრაფია ჩემთვის იგივე დიზაინია ანუ ფოტოებს რო ვიღებ ისევ ჩემ საქმეს ვაკეთებ პრინციპში
5.
)))))))))
6. კი ცოლი მყავს
ქეთა გაბუნია(ვასოს შვილი)
19 წლის. დავამთავრე 6 სკოლა(პეტრიაშვილზე), ეხლა ვსწავლობ ენისა და კულტურის უნივერსტეტში(უცხო ენები, ვაკის პარკთან) ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. ინტერესები: მუსიკა(ელექტრონული ანუ dance და როკი), კლუბური ცხოვრება, ისევ და ისევ ელექტრონული მუსიკის სიყვარულის გამო. ოცნება: წავიდე red hot chilli pepers, zemfira, deep purple კონცერტზე და ლონდონის კლუბ fabric_ში და მოვუსმინო რესიდენტ დიჯეის terry francis და freq nasty_ს, აქ კი იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ სად adjara music hall და სად ყველა ქლაბეირს საოცნებო fabric-ი. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობი არ არის, მაგრამ რა არის მაგას ვარკვევ 1 წელია და რომ გავარკვევ გეტყვით
Vanichkebi
Jun 26 2005, 00:44
1. ნიკი - vanichkebi
2. სახელი, გვარი - ვანიკო (ივანე) გოლიაძე
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - სტუდენტი (ტურიზმის მენეჯერი)
4. ჰობი - 1 ფოტოგრაფია
2 ავტო-მოტო (ოლდტაიმერები)
3 ფრენა ანუ N რაოდენობით ადრენალინი
4 სხვა და სხვა კოლექციები
5 პოეზია (სხვისიც და საკუთარიც)
6 მოგზაურობა
7 ასე შემდეგ
ვუსმენ კლასიკურ როკს, ძირითადად PINK FLOYD-ს.
ვერ ვიტან რეპს, თან ქართულს ხო საერთოდ
დავიბადე 1983 წლის შემოდგომის ბოლო წუთებში
30 ნოემბერს
kotetbeli
Jun 26 2005, 15:09
1. ნიკი -kotetbeli
2. სახელი, გვარი - კონსტანტინე იანტბელიძე, 24 წლის
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - (ყოფილი მოკრივე-თბილისის ჩემპიონი,მაგრამ კრივში შემთხვევით მოვხვდი -გოგოს გულისთვის გამლახეს ერთხელ და...
)ფილოლოგი. ვსწავლობ ასპირანტურაში, ენის მეთოდიკის განხრით
4. ჰობი - არქეოლოგიური თხრები ადრე დილიდან გვიან საღამომდე
, ლაშქრობა, ფოტოგრაფია-ც
, პიქტოგრამები,იეროგლიფები, მკვდარი ენები
ნახირში სიარული(ფეხშიშველი), მუზზიკა და ქართული ცეკვა, რომლის დროსაც აუცილებლად მბურძგლავს
სცენარების წერა, ეჰ, დავიღალე წერით
ბევრი კარგი რამეა ამ სიაში
გამარჯობათ!
მე მამუკა გახლავართ, დავიბადე 1973წლის 11 თებერვალს.
ვარ დიზაინერი + უაპარატო ფოტო მოყვარული
თუ დამატებით ინფორმაცია დაგაინტერესებთ გზადაგზა მოგაწვდით.
ehh rogorc chans me kvelaze patara var ak,sul ragats 17is
mkvia anuka abesadze,cels vabareb kavkasiss biznes skolashi(imedia chavabareb).potograpiaa mikvars didi xania da ianvridan mokolebuli vcdilob patara gamocdileba mivigo.potograpia mainc hobit rcheba,iseve rogorc cekva.
uzomod mikvars txilamurebi da kvela extremaluri sporti
ocnebaa mkavdes sportuli moto
pantazia
Jul 7 2005, 19:56
გივი დათიაშვილი. დაბადების თარიღი: 28/09/1973; პროფესია: საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი; სამუშაო ადგილი: თურქეთის საელჩო საქართველოში. ვარ ფოტომოყვარული და სურვილი მაქვს გავიღრმაო ჩემი არცთუ ისე დიდი ცოდნა ამ სფეროში. ვარ მშვიდობის მოყვარული და არ მიყვარს უაზრო კამათი.
Guka_David Gilmour
Jul 14 2005, 15:07
ნიკი: გუკა-დევიდ გილმორი
სახელი, გვარი: გური(გუკა) გოლიაძე
დაბადების თარიღი: 1990 3 თებერვალი
გარდაცვალების თარიღი: ჯერ უცნობია
საქმიანობა: ჯერ სკოლას ვერ გავცდი
ჰობი: ჩემი ძმის გადამკიდე რა ჰობი უნდა მქონდეს თუ არა მანქანები და ცოტა ხანში ფოტოგრაფობასაც დამაწყებინებს თუ უკვე არ დავიწყე
Pink Floyd-ს მეც ვუსმენ და ვანიჩკები უკვე ჩემი გადამკიდე უსმენს მაგათ
LeonARTo
Jul 22 2005, 18:17
სალამი ყელას,მე ვარ მხატვარი და ცოტასაც ვწერ,მიყვარს ყველაფერი რაც სილამაზესტანაა დაკავშირებული!!!
სასიამოვნოა რომ ამდენ ნიჭიერ ადამინს მოყრილი გაქვთ თავი!!!
გაიხარენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით
Olegito
Jul 22 2005, 18:43
mec chota davcer chemze tu sheidzkeba
oleg tskitishvili, 26 chlis, 2 bavshvis mama, vmushaob dizainerad web-studiadhi, professia...xm
var amjamat studenti ( scavlas me mgoni chovrebis bolomde ver davanebeb) mihvars fhotohelovneba, kompiuteruli grafika, musika - roki, pop -s ver vitan, curva kide, ho, mihvars
TAMAR_MEPE
Jul 23 2005, 04:04
მაშინ მე თეა ვარ,შოთაშვილი
დავიბადე-1975წ. 2 აგვისტოს
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი
ჰობი:მუსიკა, მოგზაურობა,ფოტოგრაფია,კულინარია,
ოღონდ ნამცხვრები არა. ხატვა, ძერწვა, შუშის ჭურჭელის მოხატვა და ასე შემდეგ
მომწონს გულწრფელ და თბილ ხალხთან ურთიერთობა.
თვითონ ემოციური და სენტიმენტალური ვარ.
არასდოს არ ვიბოღმები და 2 საათში გამდის წყენა .
სულ ეს იყო და თუ რამე გავიხსენე კიდევ დავწერ
lolski
Jul 23 2005, 18:32
დავიტანჯე, ძალიან ნელა ტვირთავს ჩემთან
me-lolski, 32yo, მყავს შვილი 11 წლის
, ვცხოვრობ შვეიცარიაში
PC games, Photo, Photoshop, Illustrator... ნელნელა ვითვისებ Flash-ს!
ხო ეხლა მეც გაგეცნობით. ნინი კაკაბაძე, დავიბადე1987წ. 23 მარტს ვარ 18წლის დავამთავრე მედიისა და ტელე ხელოვნების კოლეჯი და ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ეგ ჯერ არ ვიცი
ფოტოგრაფია ჩემ კოლეჯში ვისწავლე და ვარ მოყვარული ფოტოგრაფი.
ჰობი კლდეებზე ცოცვაა ასევე ვგიჟდები ველოსიპედზე მაგრამ ჯერჯერობით არ მაქ
. ხო ვუსმენ როკს როკს და კიდე როკს სხვას არაფერს. ი ვსიო ესა ვარ მე. და უი ის დამავიწყდა ზოდიაქოთი ვარ ვერძი
ნანა,
29 წლის,
იურისტი, ვმუშაობ სპეციალობით,
მაქვს სანის გაკეთებული ავატარი
,
კიდევ რა გითხრათ, ფოტოსურათების გადაღება რომ ჰობია, შემატყობდით ალბათ.
დანარჩენი კი აროს პროფილში თავის სურათიანად
.
Raulito
Aug 13 2005, 18:41
ვახ, ვახ! საინტერესო ამბებია აქა: მე ვფიქრობდი რამ გამაგიჟა ეს იურისტი კაცი ფოტოგრაფიაზე-თქო და თურმე ეს "პროფესიული დაავადება"
ყოფილა, იმდენი იურისტი გაიჩითა ამ ფორუმზე ფოტოგრაფიით დაშპრიცული! კაია, მაინც როცა ხვდები, რომ მარტო არა ხარ "გადახრებით"..
მე ვარ ზურა, ვარ 30 წლის. დავამთავრე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ვასწავლიდი კიდეც ამავე ფაკულტეტზე - რეფორმამდე. ეხლა არ ვიცი რა იქნება. პრეზიდენტის სიტყვა მახსოვს "პროფესიონალები და ქალები მჭირდებაო"! ქალებში ასრულებს სიტყვას და პროფებში არ ვიცი, არ ვიცი..
(ტაკ ჩტო, უნკასო, შეიძლება ჩემს ხელშიც გაიარე, თუ თსუ-ში იყავი
)
ჯერჯერობით პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ კოშმარები მტანჯავენ და ალბათ ვეღარ გავუძლებ და ფოტოგრაფიაში გადავდგამ რაკავოი ნაბიჯს!
სხვა თუ არაფერი, ერთით მეტი ლოთი-ფოტოგრაფი კი გამოვა ამ ამბიდან და ..
სახელი: დავით ჭაბაშვილი
განათლება: მარკეტინგის მაგისტრი, CSB
დაბათების თარიღი: 1978 წლის 23 თებერვალი
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
სამუშაო ადგილი: UGT
ჰობი: კინემატოგრაფია (ჰობიზე მეტია, მაგრამ სერიოზულად არ დავკავებულვარ ჯერ) , ფოტოგრაფია (მთელი ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ჩემი ზენიტი 2 თვეა რაც ჩამოვიღე თაროდან და შედეგს ჩემთან ერთად კლუბიც ადევნებს თვალს), კითხვა, მუსიკა, ბილიარდი, ფეხბურთი
სად შიგიძლიათ მიპოვოთ: MSN - dchabashvili, Yahoo - dchabashvili. ასევე htt://chaba.boom.ge
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული და თანაც 2 შვილი
InsaneClown
Sep 10 2005, 13:49
მე ვარ თინათინ შელია
, ვარ 22 წლის, დავამთავრე ESM, ეხლა კი ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, ჩემი ჰობია მთები , ტყეები და ბუნება საერთოდ, მიყვარს ჩემ ავჩარკასთან ერთად ბუნებაშI ხეტიალი...და რასაკვირველია მიჩნდება დიდი სურვილი ამ ბუნებისთვის სურათის გადაღების....ასე რომ მოყვარულ ფოტოგრაფად ვითვლები ალბათ
Gruzinus_Vulgaris
Sep 11 2005, 16:39
1. Gruzinus Vulgaris
2. დათო მაღრაძე, (75წ 6 ნოემბერი)
3. იურისტი, ამჯერად ვმუშაობ ერთ-ერთი არასამთავრო ორგანიზაციის კანონის უზენაესობის პროექტში.
4. ფოტოგრაფია, თხილამურები და კარგი მუსიკა.
5. თბილისელი.
6. დაოჯახებული, ორი შვილის მამა.
არ მიყვარს ფოტოგრაფიას ფოტოხელოვნებას რომ ეძახიან და ფოტოგრაფს ფოტოხელოვანს.
Liza Niniashvili
Sep 21 2005, 17:22
1. PsixOdino4ka
2. სახელი : Psix , გვარი : Odino4ka ,
t.e ლიზი (1986წ, 11 აგვისტო)
3. ტექნიკური უნივერსიტეტის (მარტივად GPI-ის), ინფორმატიკის ფაკუკტეტის 3 კურსის სტუდენტი, "პასტაიანი" სამსახური ჯერ არ მაქვს, მაგიტომ ჯერ ტო ტამ, ტო სიამ
4. ფოტოგრაფია, "ლუბიტელსკი" თეატრი, მუსიკა... (ყველაფერს აღარ ჩამოვწერ)
5. no comments
6. adino4ka
მე დავწერე თუ არა არ მახსოვს.....მგონი კი მაგრამ კიდე ვწერ
1. მიკა ვერულაშვილი
2. სამედიცინო უნივერსიტეტი 6 კურსი
3. ხეტიალი ბუნებაში. თხილამურები. ხატვა
4. ფოტოგრაფიამ დამაინტერესა მას შემდეგ რაც ამ საიტზე აღმოვჩნდი....უფრო სწორად ბორჯომი ხარაგაულის ლაშქრობის შემდეგ.....
5.21 წლის
1. ნიკი "პატარა პრინცის" ერთერთი გმირის ხათრით.
2. ნინო ჯანჯღავა ( 5 აპრილი 1980წ. )
3. ექიმი-ნეონატოლოგი (ე.ი. ახალშობილების
), ვმუშაობ პროფესიით.
4. ჰობი - ფოტოგრაფია, მოგზაურობა, მისალოცი ბარათების კეთება "იზ პოდრუჩნიხ მატერიალოვ", კინო ( არა თანამედროვე გოლივუდი), მულტიპლიკაცია (იაპონური ანიმე), მუსიკა, პოეზია ..... თუ დრო მაქვს.
5. ბოლო 10 წელია - მოსკოვი.
6. no comments
paatavar
Sep 27 2005, 09:48
1. ნიკი - paatavar
2. სახელი, გვარი - პაატა ვარდანაშვილი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - მარკეტოლოგი, კომპიუტერის სპეციალისტი (პოლიგრაფია, დიზაინი),ფოტო რედაქტორი, PR სპეციალისტი
4. ჰობი - მოგზაურობა, ცხოველები, ფოტოგადაღება, სპორტი
1. kat;
2. ქეთევან ხარებავა, 25 წლის;
3. პროფესია _ მატემატიკოს-ინფორმატიკოსი, ვმუშაობ სპეცილობით;
4. ჰობი_ მაქვს პლაკატების კოლექცია, თავისუფალ დროს ვაკეთებ პლაკატს, მქონდა 2 გამოფენა;
5.
;
6.
დაუოჯახებელი.
პატივისცემით , kat
1. keto
2. ქეთი ოთიაშვილი, 28/06/83- ში დავიბადე.
3. დავამთავრე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტში სინქრონული თარგმანის განყოფილებაზე (ინგლისური).
4. მიყვარს ცურვა, თხილამურები, მთა.
ფოტოგრაფია დიდი ხანია მიტაცებს, რაღაცეებიც მაქვს გადაღებული, მაგრამ ხარისხი ბევრი არაფერია და არც მიცდია აქ დადება. გუშინ ვიყიდე ციფრული და იმის შემდეგ რაც ცოტა გავერკვევი გადაგების ტექნიკაში (აქაც თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ალბათ
) ჩემი სურათებიც გაჩნდება გალერეაში
5.
6. single
mr_dadada
Oct 14 2005, 19:02
1. ნიკი -mr_dadada
2. სახელი, გვარი - დავით (დადა) ხიტირი დადაიზმთან არაა კავშირში
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ჟურნალისტი
4. ჰობი - ფოტოგრაფია,
5. Deutschland, frankfurt, margaretenstr 3
6.ბევრჯერ დამადეს და ამიტომ ხალასტოი
duraji
Oct 24 2005, 12:20
პირველად რომ ვნახე ეს საითი, მას შემდეგ გამორიცხულია რომ ყოველდღე რამოდენიმეჯერ არ შემოვიდე, დამისვეს კიდეც დიაგნოზი - ესე თქვეს www.boke.ge არისო.
მე ვარ დათო კორძაძე, 28 წლის, 1 სპეციალობა იურისტი - სისხლის სამართალი, 2 სპეციალობა უცხო ენები - ძირითადი ინგლისური და + მესამეც სამხედრო განათლება. ჰობია ასტრონომია და წყალქვეშა სამყარო, აი ესე ზემოთ ქვემოთ ვარ მოდებული.
. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, რომ ჯერჯერობით ჩემ სურათებს ვერ ვდებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ (იმედია). სხვა მეტი რა?, უფრო ავატარში თუ დაინახავთ რამეს
მე მქვია კახა და გვარად ვარ ოღაძე. დავიბადე 1981 წლის 24 აგვისტოს. ჩემს დაბადების დღეს იხსნება ქალწულის ზოდიაქო. მყავს სამი ძმა დავამთვრე 65-ე საშ. სკოლა. შემდგომ 1998წელს ჩავაბარე ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რელიგიის განხრით ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი.
ჩემი ჰობია მოგზაურობები მთასა და ბარში.
ბიოგრაფია, რომელიც შეგიძლიათ გამოტოვოთ!
აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ?
1. გახლავართ ნატა იორდანიშვილი. თუმცა ყველა ნატალის მეძახის. ამ ფორუმზეც ძალიან მინდოდა ეგ ნიკი მქონოდა, მაგრამ არაო.
2. დავიბადე 82-ში, სექტემბერში.(თუმცა ქალწულის ნიშნის ბევრი არაფერი მცხია!)
3. ვსწავლობ უცხო ენებში. მარადმწვანე სტუდენტი ვარ და ვაპირებ გავაგრძელო!
4. საყვარელი საქმიანობა-ვინ მოსთვლის. ნამეტანი ინტერესიანი ვარ და ყველაფერს ვეპოტინები. ჯერ ბოლომდე ვერაფერი მივიყვანე-მოკლედ ძიებაში ვარ! ა) ხატვა
ბ)პოეზია- საკუთარი და ბრიტანული. განსაკუთრებით ინგლისელი მეტაფიზიკოსები (ვწერ წიგნს მაგათზე)
გ) მუზზზიკა- ზემფირას ოფიციალური ფანი. ჯგ. კინო. ნიკ ქეივი. ბრაზილიური ჰანგები. ბობ მარლი. გორან ბრეგოვიჩი. როდ სტიუარტი, კლასიკური ჯაზი და კიდევ ვინ მოსთვლის რა.
დ)ფოტოხელოვნება (ოღონდ ჯერჯერობით უბრალოდ ვაჩხაკუნებ!
)
ე)ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარულიიიი (ეს უმთავრესი საქმიანობაა!! კაი გაგებით, რა თქმა უნდა)
ვ) და ა.შ.
5) ამჟამად თბილის-ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ისე სუფთა კახელი ვარ და ამით ვამაყობ! აპაჩის გასაგონად-ჩემთვის დედაქალაქი- თელავია!!!!
6) ვეძებ, და იმედია -მეძებენ!
ბოდიში. რამდენი დამიწერია?!
Tarkhan Gasviani
Nov 17 2005, 23:03
1.თარხანი ნადმვილი სახელია
2.ვეიქი
3.ვმუშაობ
4.ჰობი დიდი ხანია რაც ჰობი გამიჩნდა ფოტოგრაფია
5.ვარ ჯიგარი
Magdalena
Nov 22 2005, 11:54
1 Magdalena
2 მაგდა თურქაძე
3 ჯერ არ მაქვს პროფესია თუ გამიმართლა და 4 წელი არ გამომაგდეს რეჟისორი ვიქნები
4 წერა,მუსიკა და ზაფხული
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.