არაფერს ვყიდი და არაფრის ყიდვა არ მაინთერესებს. მაქვს ძალიან ბევრი კითხვა და ყველას დავსვამ, წინა კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი , მაგრამ ჩავთვალოთ რომ 24 საათში პასუხის მიღება დიდი ფუფუნებაა.
ეხლა რა მაინტერესებს. ჩემი მეგობარი ამერიკაში სწავლოს ფოტოგრაფიის რაღაცა ვიწრო მიმართულებით. სამწუხაროდ არ ვიცი რა ქვია. ერთი ვიცი ის რომ ფოტოს მხოლოდ და მხოლოდ დამუშავებას და დაბეჭდვისთვის მომზადებას და დაბეჭვდას სწავლობენ.
ჩემი ფოტოები რომ ვანახე მითხრა ზოდზე, რომ მწვანეა, რომ ფერებია გასასწორებელი და ასე შემდეგ.
მე რა თქნმა უნდა ამ სიმწვანეებს და გასასწორებელს ვერაფერს ვამჩნევ.ეხლა კითხვები:
როგორ მივხვდე რომ ჩემს ფოტოებს ყველაფერი რიგზე აქვს?
რატომ ვიღებ დაბეჭდილი სახით სულ სხვა ფერთა გამის სურათს?( ვიცი რომ ვინმე ზაზასთან უნდა მივიტანო დასაბეჭდად)
არსებობს თუ არა რამე სტანდარტი?
შემიძლია თუ არა საქართველოში სადმე , ვინმესთან,ვისწავლო ამ პროცესის მართვა გადაღებიდან- დაბეჭვდამდე?(მაგალითად ეგ ზაზა თუ მასწავლის)?
და საერთოდ აუცილებელია თუ არა ფოტოგრაფმა იცოდეს ეგ პროცესი( სასურველია იცოდეს, თუ უნდა იცოდეს?)
... აბა ჰე, არ გამცეთ ახლა პასუხი)))