Help - Search - Member List - Calendar
Full Version: იდეები და მოსაზრებები ბოკეს გამოსაცოცხლებლად
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Peso
მე რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ტექნიკურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული რაც "თანხა" ეღირება. ფაქტია რომ:

- საიტის ფუნქციონალი მოძველდა;
- მხოლოდ ფორუმი აღარ ამოძრავებს იუზერებს;
- საჭიროა ალიანსები / ე.ი. ტექნიკური ცვლილება;
- საჭიროა ერთი შტატიანი გაყიდვები მენეჯერი, როლელიც მოიძიებს რეკლამებს და სპონსორებს, რაც შემდეგ მოხმარედება ამავე საიტს;
- საჭიროა ერთი შტატიანი პრ მენეჯერი, რომელიც იზრუნებს განვითარებაზე, დააგენერირებს იდეებს ჩვენგან და თავისი ძალისხმევით;

ეს რაც თავში მომივიდა ნაუცბათევად.

სხვა იდეები...?
ramaz
Peso,
ბესო თუ გახსოვს შარშან ლაშა ფალავანდიშვილმა მსგავსი პრობლემა ერთხელ უკვე წამოჭრა თემით ,,დეგრადირებულლი ბოკე" იმ თემამ ფორუმზე 10 ფურცელი გაავსო გამოხმაურებების სახით და იყო უამრავი რჩევა და რეკომენდაცია, მაგრამ ხომ გაგიგონია კედელზე ცერცვის შეყრის ამბავი ისე გამოვიდა. ინ-ში პოსტების დაწერა ზოგჯერ საქმეს ვერ შველის. იდეები იმდენი შეიძლება მოგროვდეს , რომ წაკითხვა დაგეზაროს. მგონი უკეთესი იქნება თუ რეალურ შეხვედრაზე გადავიტანთ აქცენტს, ვთქვათ ბოკეს ოფისში ( მე პირადად არ ვარ იქ ნამყოფი და არ ვიცი არის თუა არა ეს შესაძლებელი), ან სადმე სხვაგან... რა თქმა უნდა ადმინისტრაციის წევრების ჩართვა კარგი იქნება. ერთია როცა სახლიდან გაუსვლელად წერ კომენტარს - მეორეა როცა რეალურად განიხილავ პრობლემას შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვით, რისკების გათვლით, შედეგების ანალიზით, ტექნიკური და ფინანსური საშუალებებით. საიტის რეიტინგი ბევრი სხვა რამითაც არის განპირობებული, მარტო ფოტოსურათების ატვირთვა და შეფასება (ძალიან ხშირად გაუგებარი კომენტარებით) არ უშველის საქმეს, საიტზე უამრავი თემაა გახსნილი ფოტოგადაღების რეკომენდაციებით, სწავლების მეთოდებით, დავაკვირდეთ თუ რამდენ ადამიანს აქვს ნანახი და წაკითხული-სამწუხაროა მაგრამ ძალიან ცოტას. მარტო ეს მაგალითიც საკმარისია რეიტინგის დასადგენად. შესაბამისად იტვირთება საიტზე უამრავი სურათი ყოველგვარი აზრის, ჟანრის გარეშე, ზოგი სურათი მხოლოდ ,,ფოტოშოპშია,, გადაღებული, ზოგი ,,პროფესიონალური" სურათი კი მობილურით, რა თქმა უნდა გეკარგება კაცს ხალისიც და აქტიურად მოღვაწეობაც. ამიტომ თუ გვინდა ე. წ. სიტუაციის გამოსწორება რეალური შეხვედრაა საჭირო, შესაძლოა საკუთარი ფოტოკონკურსების მოწყობაც, საკუთარი ჟიურით, პრიზებით... გასვლების ჩატარება - გაპიარება, სისტემატური შეხვედრების ჩატარება, მსჯელობა ფოტოტექნიკაზე, სურათებზე, გადაღების მეთოდებზე. პერიოდულად მიწევს შეხვედრა (უფრო ხშირად მშრალ ხიდზე) ფოტომოყვარულებთან და ვხედავ რა დაიტერესებით გისმენენ ახალგაზრდები. რეალურად ფოტოს არც ერთი სასწავლო წიგნიც კი არ არსებობს ქართულად, ტერმინოლოგიაზე ხომ საერთოდ ჩუმად ვარ. ფოტოაპარატების ობიექტივების ავკარგიანობა პრაქტიკულად მხოლოდ ყიდვა გაყიდვის პერიპეტიებში მოიხსენიება, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა. სულ ცოტა 7 ფოტო კურსის პროგრამა მაქვს ნანახი და თითქმის ყველა ფოტოშოპის შესწავლის კურსი უფროა ვიდრე ფოტოგრაფიის.... სადამდე გავაგრძელო არ ვიცი. ამას ყველაფერს უნდა მივაბათ ბოკეს არსებობა კი არა სიცოცხლე.. აი მაშინ ექნება რეიტინგიც და ჟრიამულიც... ბოკეს საიტის შექმნის იდეაშიც რამდენადაც მე ვიცი ეს იყო ჩადებული მაგრამ... მოკლედ დავგეგმოთ შეხვედრა და ჩამოვყალიბდეთ თუ რითი შევძლებთ დახმარებას. პირადად სადაც საჭირო იქნება მოვალ.
toricheli77
ყველა საქმესო ბოლომდე ჭირდებაო მიყვანაო რა შუაშია და აქ ლაპარაკს თუ არ მოყვა პირისპირ შეხვედრა და აზრის კონკრეტულად ჩამოყალიბება რავიცი,რაცაა ის დარჩება!

Peso
გეთანხმებით!

მე საქართველოში არ ვარ და თუ დათქვავთ შეხვედრას უნამუსო ვიყო სპეციალურად ჩამოვალ, ოღონდ 28-ზე ადრე არ შემიძლია. 28-ში თქვენთან ვარ!!!
Mikheil Samkharadze
იყოს ეგ სეხვედრა, ოღონდ ჩატარდეს, თუნდაც უჩემოD, თუნდაც ვერ მოვახერხოთ ვიღაცებმა. ვინმე ხომ შეიკრიბება? ვიღაც ხომ გაახმოვანებს საკითხებს? მე მაისის 10-ის მერე არ ვიქნები ივნისის პირველ რიცხვებამდე საქართველოში. ეს არის რაც ვიცი ამ ეტაპზე. სადაც იტყვით ნებისმიერ დღეს, საღამოს 7-8 საათის შემდეგ, მოვალ სადაც დათქვამთ შეხვედრას.
ramaz
Mikheil Samkharadze,
მიშა დაველაპარაკოთ ბოკეს ამინისტრაციას, ვეტერანებს DDDD.gif გავიგოთმაგათი აზრიც, იდეა იდეის დონეზე რომ არ დარჩეს, ისე მსგავსი რამე თუ გადაწყდა მთლად მალე არა მგონია რომ იყოს..
LOOSER
ამ ყველაფერს რიცხვის და საათის დაწერაუნდა.
batukela
მოდით, დავთქვათ ერთი კონკრეტული თარიღი, საღამოს საათებში ახლო მომავალში და ვინც მოვა, მოვა..
LOOSER
batukela

ისე მაინც შევიკრიბოთ DDDD.gif ა? DDDD.gif
ranina
გააცოცხლეთ და გამოაცოცხლეთ,აგერ ვარ პიარ მენეჯერიც და თუ რამეა მეც შევიტან პატარა წვლილს smile.gif უბრალოდ ეხლა გადავხედე ფორუმს და მომენატრა ის ძველი ბოკე და ჩემი ბავშვობა/ახალგაზრდობა angel.gif smile.gif)
dimko
მე ახალი ადამიანი ვარ თქვენს საიტზე, ერთი კვირაა რაც დავრეგისტრირდი, იმიტომ შეიძლება ვერ ვერკვეოდე თქვენს მოღვაწეობაში. ტუ რ5აღაც არასწორად ვთქვი მაპატიეთ. smile.gif

კარგია რომ თავშეყრის ადგილი იყოს და რეგულარულ ხასიათს ატარებდეს. სიტყვაზე კვირაშე ერთხელ. კარგი სივრცე , გაზაფხულზე - სიტყვაზე სტუდია-კაფე. ( ზაფხულზე შეიძლება ღიაცისქვეშ იყოს) იქ შეიძლება შეხვედრები იმართებოდეს წევრებისთვის და ცალკე სტუმრებისთვის და მსურველებისთვის. იქ შეიძლება რეგულარული სემინარები ან ტრენინგები ტარდებოდეს. როთა ახალგაზდრებში პოპულარიზაცია მოხდეს ფოტოხელოვნებისა და ხელოვნების დონის ამაღლება. ძაან მოძრავი და ცოცხალი სიტუაცია იყოს. ფოტოგამოფენები ტარდებოდეს, შეხვედრები მხატვრებთან რეჟისორებთან, ოპერატორებთან, სადაც ხალხი შეძლებს რამე ახალი ისწავლოს და თავისი გონება რაღაც დადებითი საქმით დააკავოს და არა უსაქმურობისაგან კვდებოდეს. სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება თავისი ახალი სიტყვა, იდეა, შემოქმედება თავისუფლად გაგვიზიაროს.

ამისთვის რა თქმა უნდა ენთუზიასტები და ორგანიზატორებია საჭირო smile.gif
dimko
მივიღოთ მონაწილეობა ABBYY FineReader-ის კონკურსში: DDDD.gif

FineFoto – это ежегодный фотоконкурс для тех, кто любит открывать новые города и страны и постоянно делает необычные фотографии, – в общем, для вас!

C 27 ноября 2012 года по 28 февраля 2013 года загружайте ваши фотографии достопримечательностей, интересных городских объектов, людей с яркой внешностью и отмечайте их на карте.

http://www.fotofinereader.ru/
Mikheil Samkharadze
მოდერატორი ჭირდება საიტს
Levan Sikharulidze
QUOTE(Mikheil Samkharadze @ Apr 17 2013, 01:13)
მოდერატორი ჭირდება საიტს
*


+!
galaqtiona
lol.gif
Added @ [mergetime]1366393346[/mergetime]
გამოსაცოცხლებლად გადაკეთდეს ყიდვა გაყიდვის ფუნქციის მქონედ + ჩატი საბლატაოდ...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.