არტ-ცენტრი “ტიფლის ავენიუ” და პროექტი არტ დღეები დევნილი ბავშვებისათვის 29 მაისს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ საქველმოქმედო გამოფენა-აქციას, რომელიც გაიმართება არტ-ცენტრ “ტიფლის ავენიუს” საგამოფენო სივრცეში.
საქველმოქმედო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წეროვანში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები, რომლებიც პროექტის “არტ დღეები” ფარგლებში შეიქმნა.
პროექტი “არტ-დღეები დევნილი ბავშვებისათვის” ხორციელდება თეოდორ-ჰოის კოლეგიის (რობერტ ბოშის ფონდის პროგრამა) და ფონდ მიტოსტის მხარდაჭერით.
პროექტი განხორცელდა წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში, პროექტში მონაწილეობა მიიღო სკოლის 60 მოსწავლემ. 4 კვირის განმავლობაში პროექტის ფარგლებში ბავშვებს ჩაუტარდათ სემინარები, რის შედეგადაც შეისწავლეს ხატვა, აპლიკაცია, კოლაჟი, ხელსაქმე.
პროექტის მიზანია დევნილი ბავშვების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა ხელოვნების საშუალებით და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
სამომავლოდ პროექტის ორგანიზატორების მიზანია აღნიშნული პროექტი გაგრძელდეს და მეტი დევნილი ბავშვი ჩაერთოს.
საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით იგეგმება წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისთვის ხელოვნების წიგნების შეძენა.
http://www.facebook.com/pages/ART-days/103293886421952
[attachmentid=19969]