იუსუფ ქერში წარმოშობით სომეხი კანადელი ფოტოგრაფი, პორტრეტისტი.
დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო პორტრეტისტად.
დაიბადა 1908 წლის 23 დეკემბერს ქ. მარდინში ამჟამინდელ თურქეთში სომეხთა გენოციდის პერიოდში. მისი და შიმშილით გარდაიცვალა და შესაბამისად დიდი გავლენა იქონია როგორც მისი ცხოვრებაზე, ასევე შემოქმედებაზე. 14 წლის ასაში ოჯახთან ერთად შეძლო თურქეთიდან გამგზავრება სირიაში. 2 წლის შემდეგ ოჯახი აგზავნის კანადაში, ბიძასთან ჯორჯ ნეკეშთან ქ. შერბრუკში.
1928 წელს ბიძის ხელშეწყობით ბოსტონში მიემგზავრება ჯონ გეროუსთან ასე ვთქვათ ფოტოგრაფიის შესასწავლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
პირველი მისი გამოჩენა ფართო პუბლიკის წინაშე 1941 წელს 30 დეკემბერს მოხდა, როდესაც გადაიღო უისტონ ჩერჩილი ოტავაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი პიროვნებების შორის 51-ე ადგილს იკავებს, ერთადერთი კანადელი.
2002 წელს 93 წლის ასაკში ბოსტონის ჰოსპიტალში ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.