დაახლოებით 1,5 მეტრიდან გადმოვარდნის შემდეგ ჩემი ოლიმპუსს ე-510 გაეთიშა შიდა (Viewfinder) მაჩვენებლების დაფა, ანუ არ მიჩვენებს რა პარამეტრები მაქვს დაყენებული და არც დაფოკუსირების დასადასტურებელ მწვანე სენსორს ანთებს. ასევე გაეთიშა სარკეზე დატანილი ფოკუსის წერტილების განათება (წითლად რომ ინთება ის წერტილი სადაც აფოკუსირებს) ასევე გაეთიშა თავისი ვსპიშკა. მე მგონი, რომ კონტაქტის ამბავი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი სხვა მუშაობს, ფოკუსირებასაც სწორად აკეთებს და გარე ფლეშკითაც მშვენივრად მუშაობს.
ვინმე ხომ არ იცით ვისაც ამგვარი რამის შეკეთება ეხერხება.
კამერა კი მუშაობს, მაგრამ ძალიან მოუხერხებელის, როცა ფოტოს გადაღებისას ვერ ხედავ რა პარამეტრები ყენდება და სულ გარე ვსპიშკის ტარებაც არ ასწორებს.
დახმარებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას
გიგა