ცხელი შოკოლადი 30 March 2010
ფოტოკონკურსი
ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" და სიდიდით მეორე ავიაკომპანია
ლონდონის ჰისროუს აეროპორტში, bmi, გთავაზობთ შანსს მოიგოთ
უფასო ბილეთები ლონდონის მიმართულებით
და ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ერთწლიანი ხელმოწერა
მარტის დღესასწაულების აღსანიშნავად, ყველა მკითხველს გთავაზობთ
ფოტოკონკურსს სახელწოდებით "დედაჩემი".
მსურველებმა წარმოადგინეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები,
რომლებიც სრულად შეესაბამება კონკურსის თემას.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი ნამუშევრები (1-3 კადრი) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
shokoladiphoto@gmail.com
წერილში მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი.
მოგებული ბილეთით სარგებლობის ბოლო ვადაა 2010 წლის დეკემბერი. ავიაკომპანია არ არის პასუხისმგებელი
სავიზო მომსახურებაზე. რეკომენდებულია ფრენის დაჯავშნა გაფრენამდე რამდენიმე კვირით ადრე.
სამი ყველაზე საინტერესო ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით:
. პირველი და მეორე ადგილი მიიღებს უფასო ბილეთებს ლონდონის მიმართულებით ავიაკომპანია bmi-ისგან;
. მესამე ადგილი _ "ცხელი შოკოლადის" ერთწლიან უფასო ხელმოწერას.