[attachmentid=16301]
გალერეის ბმული
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” ფოტოკლუბი ბოკე-ს მხარდაჭერით აწყობს ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსს.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს იმის მიუხედავად არის თუ არა დარეგისტრირებული ფოტოკლუბი ბოკე-ს ფორუმზე.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 2008 წლის 29 სექტემბერს და გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით. ნამუშევრები განთავსდება სპეციალურ გალერეაში.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს 6 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჟიური.
10-დან 12 ოქტომბრამდე მოხდება ფოტოების შეაფასება, რის შედეგადაც ამოირჩევა 50 საუკეთესო ნამუშევარი.
17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კინოთეატრ ამირანის ფოიეში შედგება 50 საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა.
ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო 3 ფოტოს ავტორი, რომელთაც გადაცემათ სპეციალური საჩუქრები:
I ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 300 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;
II ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 200 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;
III ადგილი _ მაღაზია ფოტოსამყაროში 100 ლარიანი კუპონი ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებაზე;
კონკურსის ფარგლებში კოალიციის პარტნიორები არიან:
ფოტოკლუბი “ბოკე”, კინოთეატრი "ამირანი" და ფოტომაღაზია “ფოტოსამყარო”.
ფოტოგამოფენას დაესწრებიან გორის მიმდებარე სოფლებიდან დევნილი ბავშვები, რომლებიც სიღარიბის თემაზე საკუთარ ნახატებს გამოფენენ.
დამსწრე საზოგადოებას დაურიგდება კოალიციის სიმბოლიკა, თეთრი სამაჯური.
ასევე, ბავშვებსა და იქ მყოფ ყველა ადამიანს შეასაძლებლობა ექნება თეთრ ლენტზე დაწეროს საკუთარი ნატვრა და ამირანის ფოიეში მდგარ “ნატვრის ხეს” შეაბას.
გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე [attachmentid=16292]
წერილი უნდა შეიცავდეს:
1 ავტორის სახელს და გვარს
2 საკონტაქტო ტელეფონს
3. გალერეაში განთავსებისთვის გამზადებულ საკონკურსო ნამუშევარს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ფოტოკლუბ „ბოკე“–ს გალერეისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.
4. თუ სურათის ავტორი უკვე ბოკეს წევრია, ასევე მიუთითეთ თავისი "Username"-იც
იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებების დასრულებიდან გამოფენამდე არის საკმაოდ მცირე დრო, მონაწილეებმა ფოტოს ვებ-ვერსიასთან ერთად ასევე უნდა გამოაგზავნონ ფოტოს საბეჭდი ვერსია (ფორმატისთვის A3). წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი საკონკურსო გალერეაში არ განთავსდება.
ფოტოები, რომელებიც თემატურად არ შეესაბამება კონკურსის დევიზს ან ტექნიკური მახასიათებლებით არ აკმაყოფილებს გალერეის ლიმიტებს – გალერეაში არ განთავსდება.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს 5 ფოტოსურათისა.
კონკურსის სოციალური აქციის სახისაა. შესაძლებელია ორგანიზატორმა რომელიმე ფოტო/ფოტოები გამოიყენოს კოალიაციის მუშაობის ფარგლებში გამოცემულ ბროშურაში და/ან ვებ-გვერდზე განსათავსებლად.