ამონათებულია, მწვანე და თეთრი ამოწეულია, ზედა ნაწილი ჩაბნელებული, შავი არის ოდნავ ჩაწეული ხეებს რომ გამოეკვეთათ ფორმები და მერე სმარტ შარპი მაქვს მიცემული, ცოტა მოვკროპე და ეგაა
საინტერესო თემაა, ყოველთვის მაინტერესბდა მეც ვინ როგორ "ჩალიჩობდა" ფოტოებზე. მე რაც შემეხება დავიწყე ციფრულით და თავიდან ცოტა ზედმეტად ვხმარობდი ფოტოშოპს, ახლა აგარ მაქვს ციფრული ფირზე ვარ და ვცდილობ ძალიან არ "დავამჟავო" დამუშავებით ჩემი ფოტოები.
გაჩვენებთ რამოდენიმე ნიმუშს თუმცა მანამდე მოკლედ თუ რას ვასწორებ ძირითადად ფოტოშოპით: 1. ლეველის გასწორება 2. გადამწვარი ტონების შეძლებისდაგვარად განეიტრალება თუკი არის ფოტოზე რათქმაუნდა. ვიყენებ exposure ან hue saturation ან selective color. 3. კონტრასტი curves - linear contrast, ან ლეველით მუქ ტონებს ერთად ვუმატებ (RGB) 4. ტონების რეგულირება, უფრო ხშირად ყვითელს ან ვუმატებ ან ვაკელებ ლურჯ, ლაჯვარდ და თვითონ ყვითელ ტონებზე (seleqtive color) ხანდახან ლეველითაც ოღონდ მხოლოდ ლურჯ ტონზე გადმოვრთავ ხოლმე. 5. ექპოზიციას უფრო ვაწონასწორებ კიდე შედოუ ჰილიგქაით შეიძლება რამე გამომრჩეს, საჭიროების შემთხვევაში სხვა ხერხებსაც მივმართავ ხოლმე
გამოვიყენე ვარპი შენობის გადახრილობა ოდნავ გავასწორე, ლეველით და ქარვით კონტრასტი, ლურჯ ფერზე მომატებულია ყვითელი, ფილტრებიდან სინათლის ეფექტი, შარპი, მომატებულია ცოტა ფერები hue saturation, მზვანე ტონებზე ბალახზე და მინდორზე მოკლებულია მწვანე და აწეულია ყვითელი, სხვა არ მახსენდება არაფერი ამ ფოტოზე. ხო კიდევ მაგ გოლფს მინდვრის ერტი მონაკვეთი აქვს გადაფარებული
არ ვიცი რამდენად დამსახურებულად, მაგრამ ცოტა ხნის წინ ეს კადრი დღის ფოტო იყო. რადგან ძირითადად პეიზაჟები განიხილეთ მეც ამას შევეხები. სხვაობას ხედავთ ორიგინალთან. დამუშავება გულისხმობს მხოლოდ auto level-ს, კონტრასტის მომატებას და დამუქებას გემოვნებით Added @
ეს ბოლო კადრია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დავდე გალერეაში. დამუშავების პროცედურა იგივე, იმ განსხვავებით რომ აქ გავაღიავე გემოვნებით, ისევ auto-level და კონტრასტი
ბევრი არაფერია: კონტრასტი, შედოუ/ჰაილაითი, თეთრის ამოწევა და ლურჯი ფერის კორექცია ოდნავ ბლარი შენობაზე მარცხენა მხარეს და გვერდები აქვს ჩაბნელებული ცოტათი
გაოგნებული ვარ თქვენი ნამუშევრებით. ყოჩაღ თითოეულ თქვენგანს და მადლობა kesha-ს ამ თემის გახსნისთვის. ახლა მივხვდი, რამდენი რამ აკლია თურმე ჩემს ფოტოებს , არადა კონტრასტის მეტი არაფერი ვიცი და ამ თემის მერე ვეცდები უკეთ დავამუშაო ფოტოები თუ სულ არ გავაფუჭე
Added @ chichi ყოჩაღ! ვერც ვიფიქრებდი, რომ ამდენი კადრისგან აწყობ ამ შესანიშბნავ ფოტოებს
კარგია chichi, აი ეგ ფოტოშოპის პროჟექტორის განათების იმიტაციის გამოყენება ვერ დავამუღამე ართი. როცა ფოტოს გარკვეული პატარა ნაწილის განათება მინდა მიმართული პროჟექტორით, დანარჩენ ფოტოს მიბნელებს ლამის მთლიანად. ვერც youtube-ში ვიპოვე ტუტორიალი...
სანამ ფირზე არ გადახვალ ისე ვერ გადაიღებ, რომ დამუშავება არ დაგჭირდეს ბოლო 2 წელია ფირით ვიღებ და ფოტოშოპში მუშაობა საერთოდ დამავიწყდა. ყველა ხელსაწყო ვიცი რისთვის გამოვიყენო, მაგრამ კრეატივი მომაკლდა. თუმცა სულაც არ ვდარდობ, ფირზე გადაღება ბევრად უფრო სასიამოვნო ემოციებს აღძრავს და შედეგიც უფრო მიმზიდველია, ჩემთვის რათქმაუნდა ))
კარგია chichi, აი ეგ ფოტოშოპის პროჟექტორის განათების იმიტაციის გამოყენება ვერ დავამუღამე ართი. როცა ფოტოს გარკვეული პატარა ნაწილის განათება მინდა მიმართული პროჟექტორით, დანარჩენ ფოტოს მიბნელებს ლამის მთლიანად. ვერც youtube-ში ვიპოვე ტუტორიალი...
კი ჩამუქდება მაგრამ, შემდეგ History Brush-ით წაიმუშავებ
Nikoloz Mameishvili, მე და ფირი ერთმანეთს ვერ ვეწყობით: მე მხედველობის პრობლემა მაქვს და ძალიან ხშირად ერთსა და იმავე კადრს ვიღებ რამდენჯერმე, რომ ფოკუსი ზუსტი იყოს, ამისათვის ყველა გადაღებულ კადრს ვნახულობ, რომ შემდეგ კადრში უკეთესი დავსვა, ფირი არ მაძლევს მაგის საშუალებას, თორე განა არ ვიცირ ომ უკეთესია
Avtandil Mamulia, გეთანხმები, პორტეტების ფოტოგრაფები გვინდა, გვაჩვენონ რა შეუძლიათ