BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
15 გვერდი < 1 2 3 4 > »  
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ბოკელ შეყვარებულთა სია, ბოკეს სიყვარულის ტაძარი ლოოოლ

| |
Nina Minzoni
post Jan 10 2009, 00:44
#31 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


CLOTILDA,
გისმენთ ახალგაზრდავ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 10 2009, 00:44
#32 

Amateur+ Amateur+
4,684


შეგირცხვათ პარტ-ბილეთები კი არა და... ნამუსი DDDD.gif
გადმოვიღებ ახლა ამ რქაწითელს, ცუდად მიყურებს რაღაც მაინც... დავლევ და დავწერ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jan 10 2009, 00:45
#33 

Photographer Photographer
8,492


CLOTILDA, მოჰყევი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Jan 10 2009, 00:45
#34 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


gingery,
აი კარგი მიზეზიც ჯინჯი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nini Mamaladze
post Jan 10 2009, 00:46
#35 

Amateur Amateur
2,028


CLOTILDA,


გვაინტერესეეებს...


gingery,

გელით DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jan 10 2009, 00:51
#36 

Photographer Photographer
8,492


არ მოდუნდეთ ამხანაგებო, სანამ კლოტილდა წერს და ჯინჯერი რიგში თქვენც გაამაზადეთ ისტორიები smile.gif

დიდი მადლობა ლევან სიხარულიძეს და რაღა თქმა უნდა ნინი მამალაძეს ასეთი კაი თემისთვის
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jan 10 2009, 00:52
#37 

Amateur+ Amateur+
9,666


მე ვუყვარვარ 4 ბოკელ გოგონას. პროსტა ვერ გავაბაზრებ ჯერ DDDD.gif
Added @
Nika Pkhakadze ნასვამი ხარ ? lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
CLOTILDA
post Jan 10 2009, 00:55
#38 

NewBie NewBie
330


მოკლედ,ყველაფერი დაიწყო ძალიან მოულოდნელად და გაუთვალისწინებლად...რატომღაც გამომარჩია და შეკითხვა დამისვა PM-ით,ჩემდა საბედნიეროდ ,თუ საუბედუროდ მე ვიცოდი ამაზე პასუხი(რაღაცის ატვირთვასთან დაკავშირებით)... ამის შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი და ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ის ციდან ჩამოვარდნილს გავდა,ვერავის შეადარებდი,განუმეორებლად საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა და ჰქონდა ულამაზესი შავი თვალები და თმები,ულამაზესი და უუუგრძესი თითები.მყავდა სურათებში ნანახი მხოლოდ,დიდხანს აღარ გაგრძელებულა ჩვენი ვირტუალური ურთიერთობა.ერთ მშვენიერ დღეს დავინახე თბილისის ყველაზე მშვიდსა და ლამაზ ქუჩაზე როგორ მიდიოდა მარტო....პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა,ის იმაზე მშვენიერი აღმოიჩნდა, ვიდრე წარმომედგინა...

გავაგრძელო?! DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
alienoty
post Jan 10 2009, 00:56
#39 

Amateur+ Amateur+
2,582


ყველაფერი კი ასე დაიწყო . . .
ჰე და გააგრძელეთ ვინმემ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nini Mamaladze
post Jan 10 2009, 00:56
#40 

Amateur Amateur
2,028


CLOTILDA,

ხო აბა რა უნდა ქნა DDDD.gif:D
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jan 10 2009, 00:57
#41 

Photographer Photographer
8,492


CLOTILDA,
გააგრძელე

Avtandil Mamulia,
არა რა მეტყობა ნასვამის DDDD.gif
კაი თემაა, გულჩვილი ვარ მოწოდებით DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jan 10 2009, 00:58
#42 

Amateur+ Amateur+
9,666


CLOTILDA შარდენი იგულისხმე? lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 10 2009, 00:59
#43 

Amateur+ Amateur+
8,113


კლოტილდა გვაზამასკებს! DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jan 10 2009, 01:00
#44 

Amateur+ Amateur+
9,666


მე რატო არავინ მიპიემებს ჰა? აბა გელოდებით ლამაზებო... DDDD.gif და მერე მოვყვები მეც lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
alienoty
post Jan 10 2009, 01:00
#45 

Amateur+ Amateur+
2,582


კაი გაი რიჩის ფილმი მგონია , ეხლა წარსულში წავა..
კლოტილდააა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 10 2009, 01:07
#46 

Amateur+ Amateur+
4,684


ავთანდილ, დაგიპიემო? lol.gif lol.gif
ბიჭო კლოტილდა, დაწერე, თორემ მომიწევს მშრალი კანონის დარღვევა, მერე რა, რომ მარტო ერთი დღეა, რაც მოქმედებს lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jan 10 2009, 01:13
#47 

Amateur+ Amateur+
9,666


დამიპიემე ხო... smile.gif და შემდეგ თვეში შენ გახსნი თემას DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jan 10 2009, 01:13
#48 

Photographer Photographer
8,492


ავთანდილ აბა ავსტრიაო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jan 10 2009, 01:13
#49 

Amateur+ Amateur+
28,968


კარგით ხო ჯანდაბას ვივაჟკაცებ და მოგიყვებით ერთ ისტორიას ,ოღონდ ერთი პირობით რომ ბოლოსში არ დამისვავთ შეკითხვას "ვისზეა ეს ყველაFერი?!"

ხოდა თუ გაინტერესებთ მოგიყვებით -)))

ესეიგი ერთ მშვენიერ დღეს შემოვდივარ ბოკეზე და ვხედავ რაღაც ძაან მაგარ Fოტოს თან კომენტარებია "ვაა როგორ შეცვლილხარ,წვერი მოგიშვია,იასაო ესაო" ხოდა დავინტერესდი ვინ არის ეს ყმაწვილი ეგრევე მიპასუხეს ჩვენი თანაFორუმელი არისო ნუ ამაზე უFრო გამიხარდა ჰმ... ნეტა ვინ არის ამისთანა
ეგრევე ნიკიც დაწერეს და შევძვერი მაგის პროFაილში,საინტერესო არაFერი ეწერა,თან აქტიურიც საერთოდ არ არის და "საბაბი" რომ მიმეწერა პმ თითქმის არ იყო არა და უზომოდ მინდოდა ...მაგრამ მალე ყველაFერი დამავიწყდა -)))

გავიდა დრო..სადღაც ალბათ ერთი წელი
და ბეშქენამ გახსნა თემა ,რომ აკეთებს რაღაც აქციას "მომავალი სიღარიბის გარEშე" და ყველას გვეპატიჟებოდა,იქიდან გამომდინარე რომ აქციების დიდი მოყვარული ვარ ,რა თქმა უნდა წავედი ,წავედი და... იმ აქციაზე სცენაზე ვდგავარ მუხლმოდრეკილი Fრანის გაგას წინაშე და ვუღებ Fოტოებს და უცებ ობიექტივში მომხვდა ისევ ის,ადამიანი Fოტოდან -)) გავგიჟდი,თითქოს თავლებს არ დავუჯერე ,წამოვწიე აპოარატი და სადღაც 5 წუთი დებილივით ვუყურებდი -))) მერე უნამუსოდ Fოტოც გადავიღე და სახლში რომ მოვედი შევადარე ხომ ზუსტად ის იყო თუ მელანდება -)))

გავიდა კიდევ რაღაც პერიოდი და როგორც იქნა ძალღონე მოვიკრიბე და გადავწყვიტე მიმეწერა პმ,არ მახსოვს ზუსტად რა მივწერე მაგრამ ძალიან სულელური რომ იყო ეგ მახსოვს -)))) გავიდა სადღაც 5 წუთი და პასუხი არ მომდიოდა ვიFიქრე ალბათ არც მომწერს მაგრამ აი მე 6 წუთზე მომივიდა პასუხი და აი ზუსტად მახსოვს რომ იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო -)))(ახლა ისეთი ღიმილით ვიხსენებ ამას რომ იცოდეთ-))
მაშინ ერთი სიმღერა ძალიან მიყვარდა და სრულიად შემთხვევით ვიპოვე ნეტში მაგისი კლიპი და ლინკი მივეცი ... შენ პირველად მაჩვენე ეს კლიპიო დიდი მადლობა ძალიან მიყვარს ეს სიმღერაო
ნუ მე ამ დროს უკვე მე 7 კი არა მე 17 ცაზე ვიყავი -)))
თუმცა ამ ერთი დღით ჩვენი ურთიერთობა " ამოიწურა ... გავიდა კიდევ ნახევარი წელი -)))) ისე რამდენი ხნის ამბავია ახლა რომ ვუკვირდები ვაიმეეე -))))))))))
ხოდა
მე და ჩემი მეგობარი შევხვდით დოლიძის კუთხეში, საღამოა სადმე გვინდა წასვლა მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ ,ბოლოს ჩამოვყალიბდით და გადავწყვიტეტ წასვლა პლეხანოვზე ზღარბთან (ნოდარი82) მაგრამ... უცებ მოვიდა რაღაც ავტობუსი ნომერი არ მახსოვს მაგრამ პირობითად 87 ვეძახი -)))) ხოდა არ ვიცი რა მეტაკა უცებ მოვკიდე ჩემს მეგობარს ხელი და ჩავჯექით ამ ავტობუსში ,ჩემი დაქალი გაგიჟდა კი მაგრამ სად მიდისო იცი?! მეთქი რა ნიშვნელობა აქვს წამო სადმე ხომ მიგვიყვანს .
ჩვენს გარდა არავინ იჯდა ,შემდეგი გაჩერება Fილარმონიასთან 51 სკოლასთან აღმოჩნდა რომ ჰქონდა და ვიყურები Fანჯარაში (ავტობუსი ჯერ გაჩერებული არ არის და ისევ იმას ვხედავ-))) თვალები გადმომივარდა ,ამასობაში ავტობუსიც გაჩერდა ,ეს ბიჭიც ამოვიდა,მძღოლდ ეკითხება "ოპერამდე მიდიხართ?" მე თვალს არ ვაშორებ მიხარია რომ ერთ ავტობუსში უნდა ვიმგზავროთ სადღაც დავFრინავ უკვე -))) და უცებ თითქოს რაღაცამ ცამარტყა თავში ,ეს იყო მძღოლის პასუხი "არა" და ვხედავ როგორც ჩადის ავტობუსიდან,კარები იკეთება და ისევ დგება გაჩერებაზე ....
უცებ ვერ მივხვდი ჩემს დაქალს ვეუბნები ნახე?დაინახე? და გაკვირვებული მიყურებს ვინ უნდა დამენახა?დღეს რაღაც ვერ ხარ შენ ...
ხო ზუსტადაც რომ ვერ ვიყავი -(((
შემდეგ გაჩერებაზე ჩავედით კი არა და ჩავირბინეთ ,Fილარმონიამდეც მივედით მაგრამ იქ აღარ იყო....

გავიდა კიდევ დაახლოებით 2 კვირა და Fრანის კონცერტი იყო ... ხათუნიამ მითხრა წამო წავიდეთ,როდემდე უნდა იყო ასე სულ უხასიათოდ,ტან მიზეზიც არავინ იცოდა .... კაი წავიდეთ ,მართლა როდემდე უნდა ვიჯდე სახლში ასე?!
Fრანის კონცერტის დღე...
მოზარდ მაყურებლის თეატრი მთლიანად გადავსებულია ,თვალებით ვეძებ იქნებ სადმე იყოს (ისიც არ ვიცი რატომ ვეძებ ,თუმცა ყველგან ყოველთვის ვეძებდი ...)კარები დაიკეტა,კონცერტი იწყებოდა და აი უცებ...კარები იღება და ინსტინქტურად თავი კარებისკენ შემოვატრიალე და ვხედავ რომ ის არის
აუ რა დამემართა ვერ აგიხსნით მართლა -))))
პარტერში გაიარა და აი Fილმებში როგორც ხდება ერთმანეთს რომ უყურებენ და რომ ვერ აცილებენ ვალს ასე ვიყავით...მაგრამ ეს რამოდენიმე წამი გაგრძელდა ...
საღამოს სახლში ისეთი ბედნიერი მოვედი,Fოტოები გადმოვიწერე კომპიუტერშAი და ბოკეზე ავტივრთე ერთი ...
და უცებ კომენტარი ...
" დღეს მემგონი Fრანის კონცერტზე დაგინახე ,პარტერში იჯექი,გავიარე და შემოგხედე ,მემგონი შენ იყავი თუ სწორად მახსოვს ავტობუსიდან"

ჩვენს ორს გარდა არამგონია ვინმე მიმხდარიყო ამ კომენტარს ... ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ... -))))ბავშურად ბედნიერი
აი მერე დაიწყო აქტიური ბოკეს პმობანა,რაღაც დროის მერე გადავედით იაჰოო მესსენჯერში და აი ასე გრძელდებოდა კიდევ რამოდენიმე თვე ...შეხვედრა არ გვინდოდა,ამდენ "შემთხვევით" შეხვედრის მერე დაგეგმილი შეხვედრა რაღაც არაორიგინალური " გვეჩვენებოდა,ხოდა ველოდებოდით "ბედი" როდის შეგვახვედრებდა -))) თუ შეგვახვედრებდა -)
შეგვახვედრა ,რაღაც აქციაზე მაგრამ.... -)))

ერთ დღეს ვლაპარაკობდით... და იქიდან გამომდინარე რომ მე სულ მოძრაობის თეატრს დავყვებოდი ,ხან სტუდიაში გადღებები ხან ქუჩაში...მაგას კიდევ ძალიან უნდოდა მათი გადაღება ... მოძრაობის თეატრს უნდა გადაეკეტა რუსთაველის გამზირი,მეც ვუთხარი თუ გინდა წამოდი გადასაღებად,არამგონია რომ შევძლო...ნუ კაი როგორც გინდა თქო და უცებ მეუბნება,ისე რუსტაველი თუ უნდა გადაკეტონ ალბათ ნიკალასთანაც გაივლიან ხო?
კი რა თქმა უნდა ვუპასუხე...სავარაუდოდ ხმაურით გაივლიან ხო?
გაკვირვებული ვუსმენდი რას მეკითხება ?! კი რა ტქმა უნდა ხმაურით მეთქი...
ხოდა აი ნიკალასტან რომ მოხვდები,მაგის მოპირდაპირე მხარის სახურავს შეხედე თუ რამეა იქ ვიქნები ...
ძალიან გამეცინა ამაზე და წავედი დასაძინებლად.

დილით დაthუნა ამოვიდა სევოსტოპოლზე ,აპარატი ავიღე და ცავედით რუსთაველზე მოძრაობის თეატრის გადასაღებად...და აი ავღმოჩნდით ნიკალასტან და უცებ გამახსენდა იმის სიტყვები "ნიკალასთან რომ მოხვდები მოპირდაპირე მხარეს სახურავზე ამოიხედე" და აი ამ ხმაურში ამდენ ხალხში უცებ ავიხედე არ ვიცი რას ველოდი ან რატომ ავიხედე ზუსტად ვიცოდი რომ იქ არ იყო და ვერც იქნებოდა ან საიდან იქნებოდა და გაოგნებული დავრჩი როდესაც დავინახე თან აპარატით ხელში -)))) და თან ხელს მიქნევდა იქიდან
ძალიან სასაცილო იყო...ამ დღის მერე მას კარლსონი ჰქვია -)))

შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები აღარ მოვყვები,ალბათ იმიტომ რომ არც არაFერია "განსაკუთრებული" მოსაყოლი...

უბრალოდ ახლაც ქუჩაში შემთხვევით რომ ვხვდებით ერთმანეთს...თბილად ვხვდებით.... და მე უზომოდ კარგად ,თბილად და ბავშურად მახსენდება ეს ყველაFერი,მეღიმება ....

და აი ეს Fოტო ყოველთვის იქნება ჩემი ,შენი და ვუდი ალენის -)))

user posted image
user posted image

და წიგნი ისევ მე მაქვს ,წაღება თუ გინდა არ მოგერიდოს -)

და გაიღიმე ,ხომ იცი მე მიყვარს როდესაც იღიმი და არ ზიხარ საშინლად სერიოზული სახით -))))



მორჩა,იმედია ბოლომდე ვინმე მაინც წაიკითხავს-)))
Added @
CLOTILDA,


უი უკაცრავად სანამ მე ვწერდი შენ დაგიწყია თურმე... მომიტევე რომ "ჩაგეკვეხე "
-)))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anana
post Jan 10 2009, 01:15
#50 

NewBie NewBie
652


CLOTILDA,


გააგრძელე..
ოღონდ ესე ჯობია იქ...
"მე მომწონს მისი შAვი წვრილი თვალები" lol.gif


Added @
DIKARKA,


მე წავიკითხე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
CLOTILDA
post Jan 10 2009, 01:17
#51 

NewBie NewBie
330


ყველაფერი, რაც მანამდე განცდილი მქონდა ქალთან,რომელიც მიყვარდა და რაც კი ვნებათა ღელვა გადამეტანა ცხოვრებაში ერთად დამატყდა თავს და სისხლმა პირდაპირ ტვინისკენ გაიკვლია გზა და სულ ააფორიაქა ჩემი გონება...მანამდე მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა,ერთ წამში სრული გარდაქმნა განიცადა ჩემმა თავისუფლებამ,მამაკაცურმა ჟინმა და ქალის აღქმამ ჩემს წარმოდგენაში მხოლოდ ერთი სახე-ხატი შექმნა- ეს იყო მისი სახე...(ვიღაცას შეიძლება გაზვიადებულად მოეჩვენოს,მაგრამ გეტყვით ,რომ ამაზე მეტი განვიცადე,ვიდრე ამის გადმოცემა შეიძლება).იმ მომენტშივე გავყევი და მთელი რუსთაველი ჩავიარეთ,არ ვგეგმავდი გაყოლას, საერთოდ არაფერს ვგეგმავდი,თავისით ფეხებმა წამიყვანეს მასთან,რაღაცას მივყავდი,ამხელა კაცი სულ მთლად გამოვშტერდი და კონტროლი დავკარგე!

მივედით საჯარო ბიბლიოთეკამდე...დღესაც არ მავიწყდება რა ნაზად მიარხევდა თეძოებს....გამაგიჟა რა!

ჰოოოო და!

შევიდა საჯარო ბიბლიოთეკაში,მე საშვი არ მქონდა მანამდე,მერე გავიკეთეDDDD.gifშევიდა და შევიდა ,სანამ არ დაკეტეს და ეგ უკანასკნელი მკითხველი არ დარჩა იქიდან არ გამოვიდა ,გავიდა კაი 4 საათი ,ამასობაში გამოვფხიზლდი და დავსახე გეგმა,რომელიც შევასრულე და ეგ ქალი ახლა ჩემი შვილების დედაა...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anana
post Jan 10 2009, 01:20
#52 

NewBie NewBie
652


CLOTILDA,


ბოდიშI დააააააააა...
რა ქვია თქვენს მეუღლეს.???
ადრე მეც დავდიოდი საჯაროში და იქნებ ვიცნობ.
საინტერესო ტიპი ჩანს, ესე საინტერესოდ რომ გაგაგიჟათ lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Jan 10 2009, 01:22
#53 

Amateur Amateur
6,513


DIKARKA,

angel.gif

:*
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Jan 10 2009, 01:26
#54 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


დინ გახსოვს მემუარებზე მეუბნებოდი? ხოდა დროა დაიწყო წერა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jan 10 2009, 01:28
#55 

Photographer Photographer
8,492


რკინის DIKARKA,-ს უსაინტერესოესი ისტორია
გმადლობთ

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Jan 10 2009, 01:30
#56 

Amateur Amateur
2,198


anana ,,საინტერესოდ გაგიჟება'' მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ....


Added @
ჰო და ჩემო კლოტილდა DDDD.gif ამ ამბავს შენ გაცილებით უფრო საინტერესოდ ყვები ხოლმე,აქ რაღაც არ გამოგივიდაეტყობა წერა შენი სტილი არააDDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jan 10 2009, 01:35
#57 

Amateur+ Amateur+
9,666


DIKARKA bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nini Mamaladze
post Jan 10 2009, 01:37
#58 

Amateur Amateur
2,028


DIKARKA,
wow blink.gif blink.gif blink.gif



CLOTILDA,
bravo.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vanikooo
post Jan 10 2009, 01:47
#59 

Amateur Amateur
1,569


ფოტოკლუბი კი არა ოდნოკლასნიკებია lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 10 2009, 01:48
#60 

Amateur+ Amateur+
4,684


დინ, ბოლომდე წავიკითხე და გულახდილობაც გამიხსენი : ))))
ჰოდა, არც მე დამისვას ვინმემ კითხვა, ვისზე იყო ლაპარაკიო.
დინ, ხვალ რომ ამ პოსტს წავიკითხავ და რომ შემრცხვება, მერე ისიც რომ შემოვა და წაიკითხავს და გამიხურებს, რატომ დაწერეო, შენ მოგხვდება იცოდე DDDD.gif

ჰოდა იყო ასე... ერთ დღეს ერთ მივიწყებულ ფორუმზე შევედი და PM დამხვდა, არაფერი, მარტო ყვავილების ჩუქების სმაილი. ახალი დარეგისტრირებული ნიკი იყო და ჩავთვალე, ვინმე ძველია-თქო. მადლობა, მაგრამ რით დავიმსახურე-მეთქი, იმიტომ, რომ ასეთი კარგი ხარო, თუ რაღაც ასეთი იყო, ზუსტად არ მახსოვს, რა სიტყვებით. მერე ცოტა ხანს ვიპიემეთ, ხუმრობით, ირონიით და იუმორით. მე კიდევ მიყვარს ასეთი საუბარი, ჰოდა ისიც რომ კარგად ამყვა, შევყევით, ალბათ ამიტომ მივეცი სკაიპის ID, ლოგიკურად არ უნდა მიმეცა. ჰოდა... დავიმატე და ჰოი საოცრებავ DDDD.gif ავატარიც ვიცანი და ნიკიც. იმანაც შე ბოკელოო. მოკლედ ყველაფერი ელვის სიწრაფით განვითარდა, ირონია გაქრა და ეს ორი ზრდასრული ადამიანი თინეიჯერულ ოცნებებში გადაეშვა. ძალიან სახიფათო იყო. ვხვდებოდი, მაგრამ რეალობაში ვერ გადმომქონდა. ერთ ღამით გადმოვიდა და ზის ჯინჯერი ღამის ოთხ საათზე სკაიპში, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდის, ეს მართალია სკაიპში არ ჩანს, მაგრამ მე ხომ ვიცი და ამაზე კიდევ ცალკე მეშლება ნერვები. სკაიპში მარტო ტექსტი იწერება: რატომ შემოვედი საერთოდ იმ დღეს ფორუმზე, რატომ მომწერე პმ, რატომ დაგამატე სკაიპში, როგორ მოხდა, რომ აქამდე შევტოპეთ, ხომ ვიცი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება... მოკლედ ისტერიკააა რა... DDDD.gif ხმა არ გამცე-მეთქი, სკაიპიდან გავვარდი და ტელეფონიც გამოვრთე. რა თქმა უნდა ნახევარ საათში ისევ ჩავრთე, იმიტომ, რომ ვიცოდი რამეს მომწერდა და მე ძალიან მინდოდა წამეკითხა ის, რაც ამ შიშებს გამიქრობდა. ასეთი რაღაც წავიკითხე, მაგრამ მე ისევ მეტირება და ისევ საპნის ოპერის ტექსტებს ვაშანშალებ, რომ იმდენად ჩემია, რომ გაიცრიცოს, ვერ გავუძლებ და რომ მირჩევნია ყველაფერი ასე დარჩეს. მდა... მოკლედ მეორე დილით ჩემს სახლთან ახლოს აქვს საქმე და მეუბნება დილით გნახავო, მე ცოცხალი თავით არ ვთანხმდები, იმიტომ, რომ საცაა გათენდება, მე კიდევ მთელი დღეები მუშაობის და მერე მთელი ღამეები მასთან ლაპარაკის გამო ისეთი გატიალებული ვარ, სულაც არ მინდა ასეთი მნახოს. DDDD.gif DDDD.gif
საბოლოოდ იმაზე ვთანხმდებით, რომ საღამოს ვნახავ. ვნახე, ფილარმონიასთან შევხვდით და რუსთაველი ფეხით ჩავიარეთ, ძალიან ციოდა, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივედით (დიუმას ცენტრი საჯარო ბიბლიოთეკასთან), გზაში პირველი შეხვედრის უხერხულობა გაქრა, მთელი გზა ერთმანეთს ვუყურებდით და უკვე ფურცელაძის ქუჩასთან ვითომ შემთხვევით ერთმანეთსაც ვეხლებოდით. დიუმას ცენტრთან რომ მოვთავსდით, უკვე ჩახუტებულები ვცდილობდით ერთმანეთი გაგვეთბო. მერე ძალიან უბერავდა იქ და ბიბლიოთეკის კიბეებზე გადავსხედით DDDD.gif ჰოდა, ვიცი, რომ ახლა გეცინებათ, მაგრამ არა უშავს :P ასეც ხდება ხოლმე : ) ჰოოოდა, კიდევ იყო ერთი ძალიან სასაცილო ეპიზოდი იქ, მაგრამ არ მოვყვები, ჩემია მარტო :P მერე რუსთაველში შევედით DDDD.gif გავთბით და სახლში ერთი ავტობუსით წამოვედით... სახლში რომ მოვედით, ისევ სკაიპში შევედით და სასიკვდილოდ ვიჩხუბეთ DDDD.gif ნუ მკითხავთ რატომ. მერე შევრიგდით და კიდევ ვიჩხუბეთ, მერე ისევ შევრიგდით და ისევ ვიჩხუბეთ, მერე აღარ ვიჩხუბეთ, მაგრამ ყველაფერი დავასრულეთ... ჰოდა ახლა?.. ახლა არაფერი... ახლა წვიმს : ) და ჩვენს ქოხში სანთლები ჩამწვარია... : )

არ დამილევია, ისე ვყვები :P
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th November 2024 - 04:04

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'