და პატარა რეპორტაჟი: ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცნებო მოგზაურობა. ჯერ კიდევ V კლასში ვიყავი როცა შემთხვევით ვნახე ოშკის და ოპიზის ფოტოები(რომელიღაც საკლასო წიგნში) და იმ დღიდან მათი ნახვის სურვილი გამიჩნდა, მოგვიანებით როცა უფრო ბევრი გავიგე მათ შესახებ სურვილი წყურვილად გადამექცა. ვერასდროს წარმომედგინა რომ მე მათ ვნახავდი. ეს იყო აუხდენელი ოცნება, ოცნება რომელიც ავიხდინე, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა
ტაო კლარჯეთი, 2003 წელი 2- 9 ოქტომბერი სამწუხაროა რომ უკეთესი ფოტოები ვერ ჩამოვიტანე, მაშინ არც აპარატი და არც შესაბამისი გამოცდილება მქონდა
საინტერსო იდეაა! ამ წმინდა ადგილების და ისტორიული ძეგლების სათანადო დონის ფოტოსურათები (მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არაერთი ექსპედიცია ყოფილა გასული ამ ჩვენს ძველ ტერიტორიაზე) ჩვენთან საქართველოში პრაქტიკულად არ მოიპოვება.
ეეე. მიშა საიდან ეს სურათები???? ძალიან მომეწონა ორივეს სურათები.
ვანიჩკები, რაღაც ფოტო გამოფენა რომ არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შენც ხომ არ იღებ მონაწილეობას? მოყვარულთა მიერ გადაღებული ისტორიული ძეგლების ფოტოების გამოფენაა (რომელიც საქართველოს აღარ ეკუთვნის)
ხალხნო თანამედროვე რუქები ხომ არა გაქვთ მაგ ტერიტორიების, ისე რომ ეგ ძეგლებიც იყოს აღნიშნული? პარასკევს მივდივარ 3 დღით, იმედია ბევრის ნახვას მოვასწრებ
Photo_amateur, არა, ჩემები არაა!!! ისე რამოდენიმე შეცდომა დავიჭირე მაგ გამოფენაზე ზოგ ძეგლს არეულათ აწერია სახელი!!!
amilaxvari, წასვლის სურვილი მე მაქვს, 30 კაცი უნდა შევგროვდეთ, რომ ტურისტულმა ფირმამ რეალურ ფასად წაგვიყვანოს!!! მანქანებითაც შეიძლება წასვლა, მარა სამწუხაროდ მე არ მყავს მანქანა!
ჩვენი ოფისის სასტავი მიდის ეხლა. იმ გიდმა უთხრა, რომ მინიმუმ 10 კაცი უნდა შეგროვდეს და 3 დღიან ტურს უნდა $200, სადაც შევა მგზავრობა, კვება, სასტუმრო. თუ გინდათ გამოვართმევ კონტაკტ ინფოს...