Photo_amateur, ვერ მოვიცალეთ, რომ ეს ისტორია დავწეროთ კლუბის საბჭოში და მოდერატორებში ვინცაა, ისინი არიან ამ კლუბის დამაარსებლები, მათი შრომა, ნიჭი, ენერგია და ნერვებია აქ დიდი რაოდენობით ჩაქსოვილი: http://www.boke.ge/forum/?showtopic=12
ჰაჰა, ჩემი ბოსი დაგიწუნებდათ ნამეტნავად საბჭოს შემადგენლობას, სულ კაცები ხართ... ჩვენთან ოფისში 20 თანამშრომლიდან, მარტო 5ნი არიან მამაკაცები და ჩვენი ბოსი (ასევე მამაკაცი) ამით ამაყობს...
რატომღაც მეგონა, რომ სოფო ბორდის წევრი იყო... (ისე ვსარგებლობ შემთხვევით და საჯაროდ ვუხდი მას მადლობას! ბევრჯერ დამეხმარა ამ ფორუმზე )
ეკატერინა, მაინც ვერსად ვერ ვიპოვე სად წერია როგორ დაარსდა ეს კლუბი, საიდან მოვიდა იდეა, როგორ შემოიკრიბეთ ხალხი, ა.შ. ლინკი შეგიძლია დააგდო?
Photo_amateur, სამწუხაროდ ლინკს ვერ დავდებ, ლაივში ურთიერთობიდან რაც ვიცი, აი ესაა:
ბოკეს ის ძირითადი დამაარსებლები, რომლებიც ზემოთმითითებულ ტოპიკში ნახე, ერთმანეთს იცნობდნენ ერთერთი ფოტოსაიტიდან. შარშან კი კონკურს raraavis-ის დახურვაზე ლაივში გაიცნეს ერთმანეთი. გაჩნდა ქართული ვირტუალური კლუბის შექმნის იდეა. შემდეგ დეკემბერში (2004) შეიქმნა საიტი (ფორუმი) და ფოტოგალერეა. მარტში (2005) ფორუმი და გალერეა ოფიციალურად გაეშვა.
მე პირადად აპრილში შემოვუერთდი, მას შემდეგ კი ვიზრდებით და ვიზრდებით და მალე, ზურიკელასი არ იყოს, მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით Added @ შოთა, ასეა, თუ მეშლება რამე?
e.k.a.t.e.r.i.n.a, შევასწორე კატიუშა ერთი, შენს გაზრდა-გახარებას, თუ ძაან დაკავებული არ ხარ, შექმენი შესაბამისი თემა ბოკეს ფორუმზე და ცოტა დეტალურად დავწეროთ. მგონი, ძაან აუცილებელია ამ თემის არსებობა
ისე ჩემი ბოსი კი არის მუსუსი, მაგრამ ჩვენი ოფისის "ქალებზე" ვერა... Added @ აუ ხო რა, საინტერესოა ნამდვილად... Added @ აი ამ ვებ-საიტის "შენახვას, მოვლა პატრონობას" თანხა არ სჭირდება? Added @ ინტრიგანი არ გეგონოთ, უბრალოდ ისე მაინტერესებს
რამოდენიმე დღე სახლში არ ვიყავი და ეხლა რომ ვნახე ძალიან გამიხარდა, ბოკელებო გ ა ი ხ ა რ ე თ!!!! სულ უფრო მრავალი და მრავალი გამოფენები და იმის ძალა და სურვილი, რომ იღოთ და იღოთ! მაგრები, არა, ძლიერები ხართ!