BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
8 გვერდი < 1 2 3 4 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ღია წერილი მოდერატორებს, არ წეროთ ქართულად ლათინური ასოებით

| |
GURU LI
post Apr 19 2006, 03:50
#31 

NewBie NewBie
108


ნაციონალიზმმა ერთხელ უკვე შეიწირა დიდებული ქვეყანა და ამ მოტივით დაიწყეს "არიელებმა"მეორე მსოფლიო ომი გემახსოვრება მაგი ამბავი შენ. ამიტომ ცოტაოდენ სიფრთხილე ჭირდება ამ ყველაფერს ამას ვამბობ მე. მაინცდამაინც კომუნისტების მოგონილი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაიხსენე ჰიტლერი და მისი დოქტრინა, მისი მოძღვრება არიული რასის შესახებ აი სადამდე მიიყვანა მაშინ გერმანია ნაციონალურმა იდეებმა. მე მაპატიე მარა სულაც არ გავდა ეს ყველაფერი პატრიოტიზმს ამიტომ ვამბობ რომ გიყვარდეს საკუთარი სულაც არ ნიშნავს იყო ნაცისტიsmile.gif არადა მას შემდეგ ამ ცნებას მოჩვენებასავით თან სდევს ეს ნეგატივი

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 03:56
#32 
Club Founder

Master Master
14,574


ჭირიმე თქვენი, კაი დისკუსიაა
მე ერთი ვიცი, ნაციონალიზმი ჩემთვის სხვის ჩაგვრას არ ნიშნავს
ჩემთვის ეს პატრიოტიზმია
სხვა ერების კაცებს ვაფასეფ თუ ისინიც ასე უყურებენ საქმეს და თავისის წარმოჩენა უნდათ
ოღონ არა სხვისი ჩაგვრით და სხვის ხარჯზე.
აბა ტკბილი ძილი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GURU LI
post Apr 19 2006, 03:59
#33 

NewBie NewBie
108


იცოცხლეთ და იხარეთ

ჩვენ მთავარია შევინარჩუნოთ და ამას რას დავარქმევთ მეათე ხარისხოვანი საქმეა.
ღმერთმა არ მოგაკლოთ ქართული სიმღერის მადლი!!!

ძილი ნებისა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Apr 19 2006, 09:57
#34 

Photographer Photographer
8,572


მდააააააა ..... ნუ ერთი სიტყვით დამერხა ხოოო...
მოიცა და მე მსიამოვნებს არაქართულად წერა ?
ნუ ჩემ კომპიუტერს ზუსტად ვიცი არაფერი ეშველება (ფოტოშოპსაც სხვა კომპიუტერში ვხმარობ) ამიტომ თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია დამცხეთ ბანი მაშინ!!!

ვისაც ერთხელ მაინც უნახია ჩემი კომპიუტერი ამას არ მომთხოვდა...
ნუ ბევრჟერ ვცადე მაგრამ ვერ ვქენი...
აქ როგორც ხედავთ ვწერ ქართულად მაგრამ გალერეაში ვერა !!!!


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Apr 19 2006, 10:19
#35 
Club Founder

Administration Administration
8,485


archigio,
თავიდან ჩვენც ეგრე ვიყავით. აქ ვწკრიფავდით ტექსტს და მერე გალერეაში ვაკოპირებდით biggrin.gif

98 აღარ მიყენია თორე გამოსავალს ნაღად მოვძებნიდი. მაგი კი არა და პოკეტ პისის დავაწერინე ქართულად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 10:36
#36 

Photographer Photographer
1,559


დედა რა იყო ეს?!?!?!
ჩემი წუხანდელი გამოსვლა მაქვს მხედველობაში... ეტყობა სუფრიდან გამომყვაsmile.gif))
თუმცა არაფერზე ვიხევ უკან smile.gif
GURU LI - სასიმოვნო იყო გაბაასება შენთან. მხოლოდ გთხოვ, რომ ნაციონალიზმს ნაციზმთან ნუ აიგივებ. შევთანხმდით? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Apr 19 2006, 10:58
#37 
Club Founder

Administration Administration
8,485


kakha,
მე წავშალე. იმიტო რო რაღაც ცუდად მომხვდა თვალში. გუჯა მართლა არ ხუმრობს და ამ წესს შემოვიღებთ და მერე მართლა ბანენებს დავადებთ ხალხს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha
post Apr 19 2006, 11:03
#38 

Master Master
1,682


პროტესტი მოხსნილია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Natura
post Apr 19 2006, 12:06
#39 

Amateur Amateur
1,546


QUOTE(Bidzia Babua @ Apr 19 2006, 10:36)
დედა რა იყო ეს?!?!?!
ჩემი წუხანდელი გამოსვლა მაქვს მხედველობაში... ეტყობა სუფრიდან გამომყვაsmile.gif))
თუმცა არაფერზე ვიხევ უკან smile.gif
GURU LI - სასიმოვნო იყო გაბაასება შენთან. მხოლოდ გთხოვ, რომ ნაციონალიზმს ნაციზმთან ნუ აიგივებ. შევთანხმდით? smile.gif
*



დილამშვიდობისა, თუ შუადღისა უკვეsmile.gif ახლა მოვედი და წვიკითხე მთელი თემა და ბატონო ბიძია ბაბუა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი წუხანდელი გამოსვლა, საერთოდაც თქვენი და გურულის გაბაასება, იმდენად არაჩვეულებრივი, იყო და ჩემი მოკრძალებული აზრით საჭირო ყველასთვის, რომ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთsmile.gif ხშირად გამოიყოლეთ ხოლმე ეგ განწყობა სუფრიდანsmile.gif

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ გუჯა როგორც ყოველთვის მართალი და დროულიაsmile.gif ქართულად უნდა ვწეროთ, აბა რა უნდა ვქნათsmile.gif და ცოტა გამართვასაც თუ შევეცდებით ჩვენი ქართულის, ხომ მთლად უკეთესი... მე რაღა უნდა ვთქვა ახლა, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ... უბრალოდ, ვერ მოვითმინე აღფრთოვანება არ გამომეხატა თქვენ გამოsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 12:21
#40 

Photographer Photographer
1,559


Natura

კარგი, ნუ გამაწითლეsmile.gif

ყველას ვთხოვ ერთ რამეს - თქვენობით ნუ მომმართავთ თორემ ნიკს შევიცვლიsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Natura
post Apr 19 2006, 12:26
#41 

Amateur Amateur
1,546


არის, ბატონო ბიძია ბაბუაsmile.gif უბრალოდ, თქვენობითი ფორმა ხანდახან ჩემთვის, მეტი მოწიწების და ამაღლებული განწყობის გამოხატვის ფორმაცააsmile.gif

ჰოდა, გუჯა განსაკუთრებული მადლობა შენsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Apr 19 2006, 12:33
#42 
Unregistered





მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, თქვენის ნებართვით...

ვერასოდეს იქნება ნამდვილი კოსმოპოლიტი ის, ვინც პატრიოტი არ არის, და პირიქით.... რადგან თუ ადამიანს შენი არ გიყვარს, სხვისასაც ვერ სცემ პატივს.... თუ შენს მშობლებს არ სცემ პატივს, თუ შენი ოჯახის ფასი არ იცი, ვერასოდეს დააფასებ სხვისას....
და პირიქით, თუ სხვის მიერ საკუთარის სიყვარული ვერ გაიგე და დააფასე, შენი პატრიოტიზმიც მხოლოოდ ფსევდოა და მეტი არაფერი....


ეს ყველაფერი გუშინდელი კამათის გამო ტერმინზე, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი თუ ნაციზმი.... ალბათ ყველაზე კარგი პასუხი ამ ყველაფერზე ვაჟას აქვს, და ახსენეს კიდევაც უკვე....
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Apr 19 2006, 12:40
#43 

Amateur+ Amateur+
5,922


ტაკ, ერთი-ორ სიტყვას მეც გეტყვით, თუ კითხვა არ გეზარებათbiggrin.gif

ის, რომ ეს ქართული Fორუმია და ქართული შრიFტით უნდა დაიწეროს, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.
მაგრამ აქ საუბარი იყო ნაციონალიზმზე, ნაციზმზე, კოსმოპოლიტიზმზე და ა. შ. მართლა რა საჭიროა ამდენი იზმ-ი, მართალია გუჯა და ვსიოsmile.gif
იმ ტრადიციებს, ბიძია-ბაბუა და გურუ-ლი რომ საუბრობდნენ, მიხედვა, გამდიდრება და განვითარება უნდა, თორემ გაიყინება და ნელ-ნელა გადავა ჩვევაში, წარმოიდგინეთ ერთ წამს, იგივე - ჩვევაში გადასული სუფრაbiggrin.gif smile_116.gif
ეს პროცესი უნდა იყოს მოძრავი ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც ყოველწამს იზრდება, იხვეწება, რთულდება, იძენს და კარგავს, მთავარია პრინციპი იყოს ერთიsmile_116.gif მთავარია, "პლანკა" არ დავარდეს, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. აქედან მოდის მერე ხალხის კულტურა (შინაგანიც და შეძენილიც).
სხვისას რომ გაუთავებლად ვლანძღავთ, ეგ არ მომწონს, თორემ ქართული სიმღერაც მიყვარს და ხინკალიცbiggrin.gif

P.S. მე დისკუსიაში არ ვერთვები, უბრალოდ საკუთარი აზრი გამოვთქვი!!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 12:57
#44 

Photographer Photographer
1,559


e.k.a.t.e.r.i.n.a
&
Nino Tabutsadze

უმნიცები ხართ თქვენა smile.gif
იმედს ვიტოვებ რომ ყველა ახალგაზრდას თქვენსავით სწორად ესმის, მხოლოდ ხანდახან უფროსების გასაჯავრებლად თუ "გაიჯაზებენ" ხოლმეsmile_116.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GURU LI
post Apr 19 2006, 13:11
#45 

NewBie NewBie
108


ხო და თუ ასეა აბა დღეიდან დავიცვათ ყველამ ჩვენი წილი ტრადიცია და ყველაფერს ეშველება.
ქართულად წერის ამბავი რამდენადაც ვხვდები გადაწყვეტილია.
ეს ერთი და სხვა მრავალი მეგობრებოsmile.gif

ბიძია ბაბუა!
იმედია ეს ჩვენი მეგობრობის საწინდარია!
სასიამოვნო იყო გუშინ შენთან მუსაიფი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Apr 19 2006, 13:17
#46 

Master Master
2,310


ვენაცვალე ვაჟას! შეუდარებელია! (რეზო ინანიშვილის ჩანახატებიდან მახსოვს, რუსი პოეტის საღამოზე, იღლიაში ვაჟას კრებულამოჩრილს რომ დაინახავენ და "ოი, ვიცით ეგ პოეტი!"-ო, რომ ეტყვიან.. ესე ამთავრებს: "ეგ პოეტი" მეწყინა"..) პოეტი კი არა რა ვიცი რა ჰქვია ვაჟას, უუუხხ! smile.gif

ბექ თუ აუარ შიპს: გუჯა და ბიძია ბაბუა, ცხადია "გავაჯაზე", რადგან ისეთი მქუხარე გამოსვლა ჰქონდა გუჯას, ვიგრძენი, თემის აქტუალობიდან და გუჯას ავტორიტეტიდან გამომდინარე, პარტია ერთხმად დაუჭერდა მხარს და მე, როგორც პლურალიზმის თავგადაკლული მობალენჩიკე, "ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერ"-ის გამზიარებელი, შევეცადე შემესრულებინა (ფუი!)ეშმაკის ადუკანტის როლი biggrin.gif ... ლაითად რასაკვირველია, რადგან მეც, ისევე როგორც ყველა თქვენგანს, მირჩევნია ქართულად დაწერილი წავიკითხო ამ ფორუმზე. თუმცა, ვფიქრობ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სანამ დაივორნება ლათინური შრიფტისთვის, გვითხრას: გადაულახავ და ფორსმაჟორულ პრობლემებთანაა ეს დაკავშირებული, თუ ერთი ადგილის გატოკების ოსტრა-ნაციონალური ფენომენის მორიგი გამოვლინებაა.. მე მაგალითად ვმუშაობდი ადრე ერთ სამსახურში და იქ, დედიშენის შვილი იყავ და რამე დაგეყენებინა კომპზე! დრაივერი არა, ბუღლამა! აგკიდებდნენ სამსახურებრივ ბან-ს.. ჰოდა მოკლედ ჰქონდეს რა ადამიანს ახსნა-განმარტების უფლება.. სულ ესაა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 13:23
#47 
Club Founder

Master Master
14,574


Bidzia Babua,
რა თქმა უნდა მასეა, აქვთ ახალგაზრდებას ამბოხის, წინაარმდეგობის გაწევის ჭია
ჩვენც გვქონდა და ძაანაც პატივს ვცემ, მაგათ ვენაცვალე. მაგენის იმედი მაქ აბა მე აწი რისი გამკეთებელი ვარ?

archigio,
შენი პრობლემა მოგვარებულია, წაიკითხე ლოლსკის და ჩემი საუბარი წინა გვერზე და შენც ისე მოიქეცი. smile_116.gif

kakha,
რა პროტესტი ?

lolski,
ხოხო ერთი ტესტიორი არ გვკმაროდა
ახლა შენც შეუერთდი ხო? smile_060.gif smile_060.gif

Natura,
შენ მადლობა შენი ჭირიმა და ყველას თქვენ!!

Nino Tabutsadze,
ნინიჩკა, ვერასდროს ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან ხალხს რომელიც ილანძღება, მიზეზით თუ უმიზეზოთ. სხვისი ლანძღვა რას გარგებს რო? ყველას თAვის გზაზე გაუმარჯოს, მე კიდე თუ რამეტი შევძლებ დავეხმარები.
სამწუხაროთ ერთი ასეთი მამაძაღლი გამოთქმა დაჩემდა ქართველებს (ყველას არა, ღმერთმა დაგვიფაროს) "რა გლახა ხალხი ვართ ჩვენ ქართველებიო"
ხოდა ერთ ბობოლა თანამდებობის პირს კი შეუბრუნე სუფრაში - შენ თუ ხარ გლახა გამოსწორდითქვა და ჩვენ კიდე თავი დაგვანებე ნუ გვლანძღავთქვა.
გაშრა, მაგრამ სამწუხაროტ ვერაფერი ვერ გაიგო.
ხოდა ზუსტადაც მინდა რომ კარგები ვიყოთ, საკუთარ თავს პატივი ვცეთ და სხვაც დავაფასოთ!
გაიხარეთ ხალხო!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Apr 19 2006, 13:34
#48 
Unregistered





QUOTE
თუმცა, ვფიქრობ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სანამ დაივორნება ლათინური შრიფტისთვის, გვითხრას: გადაულახავ და ფორსმაჟორულ პრობლემებთანაა ეს დაკავშირებული, თუ ერთი ადგილის გატოკების ოსტრა-ნაციონალური ფენომენის მორიგი გამოვლინებაა..

უმრავლეს შემთხვევაში მეორე უფროა....

თავის ნაწერს ხომ არავინ კითხულობს, ამიტომ თავის შეწუხება არავის უნდა, აბა გადახედე ამ თემას, უკვე რამდენმა გააკეთა რაც შესაძლებელი და შეუძლებელი იყო..... ე.ი. ამ შემთხვევაში ბანის ინსტიტუტმა მშვენივრად იმოქმედა........

გამონაკლისებზე რა თქმა უნდა არავინ გადაირევა, აბა ეხლა ამსტერმდამის ინტერნეტკაფის ადამკუკუს დროინდელი კომპიუტერიდან რომ რამდენიმე პოსტი დავწერე, იმის გამო რომ ვინმეს ბანი დაედო, ხომ მოვკლავდი smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif

პ.ს. ისა და, ტაბასკო სადაა, როგორ აკლდება ამ ამბავს? smile_116.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 13:43
#49 
Club Founder

Master Master
14,574


Raulito,
პრიბამბასას ვეხუტუნე, მე რო პლურალიზმის წინააღმდეგ ვყოფილიყავი, კი იცი შენ რასაც გავაკეთებდი,
წერილებს კიარ მივწერდი მოდერატორებს, ჩოუჯდებოდით სახინკლეში, ვთხოვდი და წესებში დიდი ასოთი შევიტანდი ცვლილებებს, ან სულ ცოტა მოდერების განყოფილებაში გავხსნიდი თემას.
გამოხმაურებესბს ეტყობა, ვის აქვს პრობლემები სუფთა ტექნიკური და აქვე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის საშუალებები. ვისაც ტვინში აქ პრობლემა ის არც შემოსულა, ან თუ შემოვიდა ჩაიცინა და ვაი თქვენს პატროსო ასე თქვა გულში, ხმაც არ ამოუღია. sad.gif.
მე სიტყვას გაძლევთ, სანამ აქ ის ხალხია ვინც ეს საქმე წამოიკიდა მხრებზე არავინ არ დაიჩაგრება, დასჯით კიდე დაისჯება დამსახურების მიხედვით.
თუ ამ სიტყვის შესრულება არ ძალმიძს, მაშინ საერთოდ აზრს კარგავს ჩემი აქ ყოფნა და ყველა ჩემი სიტყვა ტყული ლაი ლაია და მეტი რაფერი.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ikushka
post Apr 19 2006, 14:59
#50 

Amateur Amateur
1,179


me ar getanxmebit B.Guja, imitom rom me mikenia Opera, da Exploreri chedavs xshirad da imitom me ar vxmarob. Jer erti am brosers ar ukendeba qartuli klaviatura, meore imit kargia rom akvs tavisi download-eri. Tan mivechvia ukve. Da mesame ar chedavs!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 15:04
#51 
Club Founder

Master Master
14,574


ikushka,
ახლა კი ტყუი biggrin.gif
იმიტომ რომ ოპერას ქართული კლავიატურაც უყენდება და საერთოდ თAვიდან ბოლომდე გაქართულებულია!!!!!!!!!!!!!!!!!
ხოდა აწი ადგები ნეტსკეიპს დააყენებ და იქნები ბედნიერი smile_116.gif

IKI,
შენ კიდე ბანს მიიღებ სპორტული აფერისტობისთვის smile_116.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ikushka
post Apr 19 2006, 15:07
#52 

Amateur Amateur
1,179


B. Guja, Netscape ukve daberda, ra dros aris ???tkven goniat ar chedavs?? dzaan tsdebit.

B. Guja, a chem vam meshaut latinskie bukvi? smile.gif
russkie bukvi je ne meshaut smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Apr 19 2006, 15:12
#53 
Unregistered





ikushka,
QUOTE
me ar getanxmebit B.Guja, imitom rom me mikenia Opera, da Exploreri chedavs xshirad da imitom me ar vxmarob. Jer erti am brosers ar ukendeba qartuli klaviatura, meore imit kargia rom akvs tavisi download-eri. Tan mivechvia ukve. Da mesame ar chedavs!

მე დავაყენე 1 კვირის წინ ოპერა რიგი მიზეზების გამო. მანამდე ექსპლორერში ვწერდი. და ოპერში მეც შრიფტის პრობლემა შემექმნა.

მაგრამ ეხლა ჩემი შრიფტი ქართულად ჩაანს? - ჩანს.... ე.ი. შესაძლებელი ყოფილაsmile_116.gif

ნიკას დრაივერი რატომღაც ჩემს კომპზე არ დაყენდა და მაგდუმ მიშველა. თუმცა ეხლა იმ ფოლდერს რატომღაც აქ ვერ ვტვირთავ
unsure.gif
Added @
QUOTE
russkie bukvi je ne meshaut

ბიჯო, რუსული და ინგლისური სიტყვებიც ქართულად წერეთო, მაგას ვინ გეუბნებათ biggrin.gif


Added @
ikushka,
უი სორრი, თუ შენ გოგო ხარ? smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
ikushka
post Apr 19 2006, 15:13
#54 

Amateur Amateur
1,179


to e.k.a.t.e.r.i.n.a, xo martali xar, Nikas driverebi chemtanats ver dakenda smile.gif

ara katsi var katsi

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 15:14
#55 
Club Founder

Master Master
14,574


ikushka,
ლატინურით დაწერე მარა უცხო ენაზე როცა გინდა რამე დაწერო

რუსულით დაწერე როცა რუსულათ წერ

ქართულით ქართულად!

მე არც ერთი ენის აკრძალვა არ მომითხოვია!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Apr 19 2006, 15:22
#56 
Unregistered





ikushka,
მე მგონი სასაცილო არაფერია და აგდებული პოსტები არ გვინდა, ოკ?
შესულია უკვე ძალაში და თუკი ადგილი აქვს არა რეალურ პრობლემებს წერასთან დაკავშირებით, არამედ იმას, რაც რაულიტომ წინა პოსტებში ახსენა, მაშინ უფრო ხანგრძლივ ბანსაც მიიღებთ, ვიდრე ქართული დრაივერის დაყენებას დასჭირდება.......
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
TABASCO
post Apr 19 2006, 15:48
#57 

Photographer Photographer
696


ვინც იყენებთ FireFox-ს და ქართულად წერის პრობლემა გაქვთ, გათიშეთ ხოლმე ფორუმის ქართული სკრიპტი (ანუ „პწიჩკა“ მოხსენით ამ ფუნქციას: „ქართული კლავიატურა (ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით...)), და თვითონ კომპიუტერში გადაიყვანეთ კლავიატურა ქართულზე ანუ KA-ზე. ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ გექნებათ. და დრაივერების დაყენებას მართლა სულ 2 წუთი უნდა. თუ არ ვცდები, ნიკამ გახსნა თემა ამასთან დაკავშირებით და იმ თემაში მეც დავამატე სხვადასხვა ტიპის დრაივერები, მათ შორის HTML დოკუმენტიც, რომელიც კონვერტაციას აკეთებს. აი, ის თემაც.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Apr 19 2006, 15:55
#58 

Photographer Photographer
8,572


უკვე დავიბენი! აგერ ვიწერ ნეტსცაიპია ტუ რაცხა ჟანდაბაა 82 % ზეა და თუ ამანაც არ იმუშავა თვი მექნება გასასაღებელი!!!!

unsure.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TABASCO
post Apr 19 2006, 15:57
#59 

Photographer Photographer
696


აი, HTML კონვერტერი

ამ საიტიდან ეს ფაილი გადმოტვირთეთ: Georgian Unicode Converter.rar პირველი ფაილი კი არის MS Word-ის Macro.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Apr 19 2006, 16:01
#60 

Photographer Photographer
8,572


ეგ რაგააა !!!???/ KA დაიწერება ქვევიტ>??????
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 15th November 2024 - 07:10

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'