ენთუზიასტების ჯგუფი მუშაობს პროექტზე თბილისის მცირე ხელოვნების ნიმუშთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. დღეისათვის უკვე გადაღებული და დაარქივებულია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობების ფასადები და მათი უნიკალური დეკორტიული დეტალები. მიმდინარეობს გადაღება სოლოლაკის რამოდენიმე ქუჩაზე. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დეკორატიული ნიმუშები ყოველდღიურად ნადგურდება. სანამ გვიან არაა გვინდა რაც შეიძლება მეტის გადაღება და დაფიქსირება მოვასწროთ. ვისაც გაქვთ სურვილი შეიარაღდით თქვენი ფოტოპარატებით და შემოგვიერთდით
მადლობთ კეთილო ხალხო შეხვედრის ადგილი უცვლელია მიხარია რომ ყველანი ხართ "ზა" . მოცლას რაც შეეხება - ჩვენ ყველას თვისი საქმე გვაქვს გარდა ქუჩებში ფოტოაპარატით ხეტიალისა, მოდით შევხვდეთ და იქნებ თვითეულმა ჩვენი პატარა დოზა გავინაწილოთ, , თუ არადა მორალურ მხარდაჭერას მაინც დიდად ვაფასებ
ეს არ არის ორგანიზაცია, ჯერჯერობით მოხალისეების საინიციატივო ჯგუფია.. ფოტოები შეინახება მონაცემთა ბაზაში, რომელიც, ვფიქრობ უნდა გდაეცეს თბილისის ისტორიის მუზეუმს ან იმ სხვა ორგანიზაციას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის განახლება, ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. გამოფენას მოვამზადებთ, თუმცა სად გამოიფინება ჯერ არ ვიცი, გააჩნია მასალას
rusca san, ეგრე ზოგაგდად საუბრით საქმე არ კეთდება, კონკრეტული გეგმა უნდა ჩამოაყალიბო და იმის მიხედვით შეკრიბო ხალხი თორემ რას და რატომ აკეთებთ ჯერ თქვენ ვერ გაგირკვევით და მე რო მოვიდე რამეს გამაგებინებთ?
QUOTE
ეს არ არის ორგანიზაცია, ჯერჯერობით მოხალისეების საინიციატივო ჯგუფია..
ვინ არის ჯგუფის ხელმძღვანელი?
QUOTE
ფოტოები შეინახება მონაცემთა ბაზაში,
რა სახის ბაზაში სად ვისთან?
QUOTE
ვფიქრობ უნდა გდაეცეს
ჯობდა ჯერ მოგეფიქრებინა რას და როგორ აპირებთ.
QUOTE
თბილისის ისტორიის მუზეუმს ან იმ სხვა ორგანიზაციას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება,
ვინ არიან ეს დაინტერესებული პირები? და ჩვენ რა დაინტერესება გვაქვს ამ საქმეში?
QUOTE
ინფორმაციის განახლება, ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ.
გავრცელება რისი საშვალებით? პრესა მასმედია თუ რამე სხვა, სად ვავრცელებთ ?
QUOTE
გამოფენას მოვამზადებთ, თუმცა სად გამოიფინება ჯერ არ ვიცი, გააჩნია მასალას
ჰოოო ესე ზოგადი მიდგომით არაფერი გამოვა უნდა ჩამოყალიბდეთ.
საინტერესო იქნება თუკი ჩვენი იდეა - მონაცემთა ბაზა განთავსდეს მუზეუმში
ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა და იმაზე შორს არ მიდის "ვიდრე მე მინდა"... თანახმაა საერთოდ მუზეუმი? თუ ეს ფოტოების გადაღების შემდეგ უნდა გაირკვეს?
მუზეუმთან დაკავშირებით კიდევ არის დასაზუსტებელი დეტალები, მაგრამ სამინისტროსთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. მათ აქვს საინფორმაციო სისტემები, სადაც ეს ბაზაც განთავსდება. პრინციპში წინამძღვრიშვილის ქუჩის მაგალითზე შექმნილი ვერსია საკმაოდ მობილური იყო.