BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოკონკურსი "ყველაფერი გაცილებით მარტივია", ალტა და ბოკე წარმოგიდგენთ

| |
Magdu
post May 7 2008, 22:38
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838




კომპიუტერული კომპანია ალტა (http://www.alta.com.ge) ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!

8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განათავსეთ საკონკურსო გალერეაში ნებისმიერი თემატიკის კრეატიული ფოტოსურათი, რომელიც პასუხობს სლოგანს ”ყველაფერი გაცილებით მარტივია” და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: Canon EOS 400D
II-ე ადგილი: Canon Powershot SX100 IS
III-ე ადგილი: Canon Powershot A580 IS


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Moderator.
8 ივნისს 23:59 შეწყდება ნამუშევრების მიღება და 15 ივნისამდე შესაძლებელი იქნება შეფასებების გაკეთება.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.

16 ივნისს , საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები)
პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.

კონკურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მოეწყოს კონკურსში მონაწილე ფოტოების გამოფენა (საუკეთესო 30 ფოტო).
აღნიშნული გამოფენის ორგანიზების შემთხვევაში, კონკურსის და გამოფენის სპონსორს ექნება უფლება გამოიყენოს (არა ექსკლუზიურად) ამ გამოფენაში მონაწილე დაბეჭდილი ფოტოები.

ფოტოსურატები განთასვდება სპეციალურ გალერეაში:
ფოტოკონკურსი "ყველაფერი გაცილებით მარტივია"

მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ პრიზებით.


იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება საკონკურსო ფოტოს PM-ით შეფასების მოთხოვნას და ეს დამტკიცდება, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან და დამრღვევის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

კონკურში მონაწილე ავტორების სახელები, შეფასების დასრულებამდე იქნება ანონიმური. დაუშვებელია ფოტოზე, კომენტარით ან სხვა გზით მითითება ავტორის ვინაობაზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 7 2008, 23:29
#2 

Amateur+ Amateur+
8,113


კეთილი და პატიოსანი bravo.gif

კრეატიულში ფოტო გრაფიკა იგულისხმება თუ იდეური დატვირთვა?

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post May 7 2008, 23:38
#3 
Club Founder

Administration Administration
14,588


QUOTE
იდეური დატვირთვა

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sikvdila
post May 7 2008, 23:40
#4 

Amateur+ Amateur+
4,525


ძალიან კარგი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 7 2008, 23:43
#5 

Amateur+ Amateur+
8,113


Sopho Nadareishvili მადლობა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Luichka
post May 7 2008, 23:49
#6 

Amateur+ Amateur+
11,852


გალერეაში უკვე განთავსებული ფოტოს დადება შესაძლებელია ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mariami
post May 7 2008, 23:55
#7 

Photographer Photographer
4,352


მშვენიერია smile.gif

და რამდენი ფოტოს განთავსება შეუძლიათ მონაწილეებს ???
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post May 8 2008, 00:02
#8 
be_qa

Amateur Amateur
30,001


mariami,
მგონი რომ არაა შეზღუდული smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post May 8 2008, 00:03
#9 
Club Founder

Administration Administration
14,588


mariami,
ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TATI
post May 8 2008, 00:07
#10 

Photographer Photographer
5,420


ვა როგორ მომწონს პრიზებიი DDDD.gif angel.gif


არსებული ლიმიტით განვათავსოთ ფოტოები?
smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post May 8 2008, 00:12
#11 

Amateur+ Amateur+
1,182


QUOTE
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება საკონკურსო ფოტოს PM-ით შეფასების მოთხოვნას და ეს დამტკიცდება, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან და დამრღვევის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.


ეს კაი ამბავია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mariami
post May 8 2008, 00:13
#12 

Photographer Photographer
4,352


be_qa,
Sopho Nadareishvili,
კარგია diax.gif მადლობთ smile.gif
Added @
Luichka,
ალბათ კი ..... smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post May 8 2008, 00:25
#13 

Amateur+ Amateur+
1,182


ძველი ნამუშევრებისგან შეიძლება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nicalagua
post May 8 2008, 03:41
#14 

Amateur+ Amateur+
6,149


მგონი პირველი კონკურსია ბოკეზე სადაც მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა
ხოდა ლინზებს ვლესავ უკვე DDDD.gif
თემატიკა მომეწონა, მაგრამ მასვე აცდენილი რამდენი იქნება იმაზეც მომიწევს კაიფი ამთავითვე ვატყობ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
D_A_D_A
post May 8 2008, 04:32
#15 

Amateur+ Amateur+
7,957


ნიკალაგუა DDDD.gif ცდაო ცდაო და ცდაო DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DonDiego
post May 8 2008, 08:53
#16 

Amateur Amateur
1,101


ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა...

გამარჯვება მინდა DDDD.gif...

უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა - Canon EOS 400D მინდა ...

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 8 2008, 12:19
#17 
Club Founder

Administration Administration
4,838


კონკურში მონაწილე ავტორების სახელები, შეფასების დასრულებამდე იქნება ანონიმური. დაუშვებელია ფოტოზე, კომენტარით ან სხვა გზით მითითება ავტორის ვინაობაზე.
Added @
Luichka,
QUOTE
გალერეაში უკვე განთავსებული ფოტოს დადება შესაძლებელია ?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურათი არ არის ცნობადი (დადებულია დიდი ხნის წინ და ა.შ.) ამ შემთხვევაში უნდა წაიშალოს ადრე დადებული

ავტორების ვინაობა ანონიმურია, სურათი არ უნდა იყოს ცნობადი (სტილზე არ მაქვს საუბარი)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Barry
post May 8 2008, 12:32
#18 

Photographer Photographer
4,912


უნდა გადაიღო, როგორ ანგრევს სვანი კედელს თავით, როცა გვერდით კარებია DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 8 2008, 12:42
#19 
Club Founder

Administration Administration
4,838


Barry,
ნუ ართულებ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 8 2008, 14:56
#20 
Club Founder

Administration Administration
4,838


1. ამ კონკურსის პირობები გადაწყვეტილია და ამაზე მორჩა საუბარი. (მომავალში შეიძლება სხვა პირობები იყოს სხვა კონკურსებზე)
2. ეს თემა არის საინფორმაციო თემა კონკურსის შესახებ.
3. თუ რამე მოსაზრებები და რეკომენდაციები გაქვთ მომავალში ჩასატარებელ კონკურსებზე, გახსენით ცალკე თემა და რეკომენდაციები დაწერეთ.
4. არ არის ვინმესთვის ეს პირობები მისაღები? გონია, რომ "დაიჩაგრება" - ნუ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.

დავიღალე უკვე იმით, რომ ვცდილობთ რაღაცა გავაკეთოთ და უარყოფითი ემოციის მეტი არაფერი მოდის საპასუხოდ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 8 2008, 18:22
#21 
Club Founder

Administration Administration
4,838


იმის გათვალიასწინებით, რომ არ კითხულობთ ზ/დაწერილს.

კერძოდ ამ თემის დანიშნულებას. თემა იხურება. ოფტოპიკები იშლება.


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვიმეორებ:

1. ამ კონკურსის პირობები გადაწყვეტილია და ამაზე მორჩა საუბარი. (მომავალში შეიძლება სხვა პირობები იყოს სხვა კონკურსებზე)
2. ეს თემა არის საინფორმაციო თემა კონკურსის შესახებ.
3. თუ რამე მოსაზრებები და რეკომენდაციები გაქვთ მომავალში ჩასატარებელ კონკურსებზე, გახსენით ცალკე თემა და რეკომენდაციები დაწერეთ.
4. არ არის ვინმესთვის ეს პირობები მისაღები? გონია, რომ "დაიჩაგრება" - ნუ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 9 2008, 00:13
#22 
Club Founder

Administration Administration
4,838


8 ივნისს 23:59 შეწყდა საკონკურსო ნამუშევრების მიღება და ჩაირთო შეფასება.
სურათების შეფასება შესაძლებელი იქნება 15 ივნისის ჩათვლით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 10 2008, 18:59
#23 
Club Founder

Administration Administration
4,838


ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ საკონკურსო გალერეაში. დრო არც თუ ისე ბევრი დარჩა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 16 2008, 00:05
#24 
Club Founder

Administration Administration
4,838


შეწყდა ფოტოსურათების შეფასება.
ხვალ დასახელდება გამარჯვებული ფოტოები (ქულებით) და მათი ავტორები
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 16 2008, 11:47
#25 
Club Founder

Administration Administration
4,838


ფოტოკონკურსი "ყველაფერი გაცილებით მარტივია"-ს გამარჯვებულები არიან:

1 ადგილი
Sikvdila
ფოტოს შეფასება - 3.92

http://www.boke.ge/forum/?img=95678

2 ადგილი
niciko
ფოტოს შეფასება - 3.85

http://www.boke.ge/forum/?img=92407

3 ადგილი
User-Nikala
ფოტოს შეფასება - 3.83

http://www.boke.ge/forum/?img=93843


ვულოცავ გამარჯვებულებს.


-----------------------------
დავამატებ მცირეოდენ სტატისტიკურ მონაცემებს

სულ კონკურსის გალერეაში ამ მომენტისთვის არის – 197 ფოტო სურათი.

ჩვენმა მომხმარებლების მიერ დაწერილი 5 რაოდენბა არის 1180
საიდანაც მხატვრულობაში დაიწერა 603, ხოლო ტექნიკაში 577

მომხამრებლების მიერ დაწერილი 5-5 რაოდენობა (მხოლოდ 5–5 და არა სხვადახვა) არის 573


ჩვენმა მომხმარებლების მიერ დაწერილი 0 რაოდენბა არის 894
საიდანაც მხატვრულობაში დაიწერა 438, ხოლო ტექნიკაში 456

მომხმარებლების მიერ დაწერილი 0–0 ების რაოდენობა (მხოლოდ 0–0 და არა სხვადახვა) არის 423 ცალი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 20th November 2024 - 05:24

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'