bhphotovideo BH ვაძლევ რეკომენდაციას. თუ გამოიყენებ onex.ge-ს, შიდა შიპინგში დაზოგავ, მაღაზიაც და საწყობიც ნიორკში მდებარეობს. მიტანას ერთი დღე უნდა და გზაში შესაბამისად ცოტა ხანი იმყოფება.
დიდი მადლობა ძმებო რჩევებისთვის,მაგრამ არასოდეს არაფერი ჩამომიტანია და არც მაგ პროცედურის არაფერი მესმის იქნებ ვინმემ მომეხმაროთ და პატივისცემა ჩემზე იყოს ან იქნებ ოფიციალურად ჩამოაქვს ვინმეს და მომსახურებისას იღებს.
usa2georgia-ს არ გირჩევ, ბევრი შემთხვევა ვიცი მობილურები გატეხილი რომ ჩამოსულა. როგორც გავარკვიე ამანათებს ერთად რომ შეაგროვებენ მერე მოცულობის შემცირების მიზნით ვაკუუმით პრესავენ. მათი დაზღვევაც არაფრად არ გამოადგა ნაცნობს როცა დაზიანებული ყუთით გატეხილი მობილური ჩამოუვიდა. მარტო ტრანსპორტირების ფული დაუბრუნეს.
ხო რაც შეეხება გამოცდილებას გამომიწერია უამრავი რამე ადორამადან და ეგეც სანდოა ნამდვილად.