1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ჯინჯერი აქაა : ))))) მარა ფოტოს ვერ დებს და მაგდუ, შენს ნამუსზე იყოს ბანი მომენატრეთ : ( პირველი ეს თემა მომხვდა (რა გასაკვირია, წითელი ქვია) და რომ არ დამეპოსტა აბა როგორ იქნებოდა.. : ))
ოკუპაციის მუზეუმში სხვა, უფრო საინტერესო წითელი ფერებიც არის, დარწმუნებული ვარ უკეთესი კადრები გექნება გადაღებული )) თბილისში არ ვარ არცერთ მუზეუმში ნამყოფი იმდენჯერ რამდენჯერაც მანდ ))))
ყველას ცალ-ცალკე არ ჩამოვყვები, თითქმის ყველა ფოტოში იყო რაღაც კარგი, თუმცა 2 ფოტოს გამოვარჩევდი, ჯინჯერის რათქმაუნდა და ფიკუსას. ხოდა აი ეხლა ვფიქრობ, რომელი უნდა ავარჩიო, ორივე ძალიან მომწონს
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე, რომ ფიკუსას ფოტო ძალიან მომწონს, მაგრამ თემის სათაურთან ჯინჯერის ფოტოს უფრო მეტი კავშირი აქვს, თან მაგ სერიას, რომ ვათვალიერებ მაჟრიალებს ხოლმე, გამაცანით ვინმემ მოდელი :P
ნინო გილოცავ თემაში გამარჯვებას, სამშობლოში დაბრუნებას და დაასახელე შემდეგი თემა ))