BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ლომისობა..., 2009 წელი ....

| |
DIKARKA
post Jun 12 2009, 02:11
#31 

Amateur+ Amateur+
28,968


ძალიან მინდა ქვე "ტექსტი" გავაკეთო იქამდე სანამ დავწერ რეპორტაჟს -)))

2008 წლამდე არასდროს მსმენია ამ დღესასწაულის შესახებ...კახას და ლიუს Fოტოების და არა მარტო ,იყო კიდევ ბევრი ისტორია( ერთი განსაკუთღებით დასამახსოვრებელი როგორ აჩერებდა ლიუ მთიდან ჩამოვარდნილ ქალს-))) ნახვის და მოსმენის შEმდეგ დავინტერესდი ამ დღესასწაულით .
აღმოჩნდა რომ ძალიან საინტერესოდ აღნიშნავენ.

იმისათვის რომ მოვხვდეთ ლომისის ტაძარში ,საჭიროა ჯერ მლეთაში ჩასვლა და იქიდან ზუსტად 15 კილომეტრი ( როგორც მითხრეს,პასუხს არ ვაგებ ციFრებზე ) Fეხით ასვლა ზევით მთაში,არანაირი ტრანსპორტი. არის ასევე ტრადიცია ამ მანძილის გავლა Fეხშიშველა ,თუმცა ეს მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული ,მინდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მხვდებოდა Fეხშიშველა და ხატით ხელში ....

ხოოდაა ეს ყველაFერი რომ გავიგე გადავწყვიტე რომ აუცილებლად უნდა წავიდე და გადაღEბით თუ ვერ გადავიღებ ,ვნახავ მაინც თქო რა და როგორ ხდება...
სამწუხაროდ თანამგზავრი ვერავინ ვიპოვე ,ამ იმედ გაცრუებულმა ადამიანმა გადავწყვიტე რომ მარტო უნდა წავსულიყავი მთაში -))
ამ დროს აღმოჩნდა კეთილი ადამიანი ირაკლის სახით რომელმაც გადაწყვიტა თემის გახსნა (იმდენს ვწუწუნებდი რომ იძულებული გახდა -))) იქნებ ვინმე მიდიოდესო...
ვიპოვე 2 "მოკავშირე" -))))
ცუმბუშა და სტრინგერი -)))
სად გვქონდა მაშინ ჭკუა თორე კი დავრჩებოდით სახლში -))))

მინდა გადავახტე ასვლის პროცესს ,მხოლოდ Fოტოები საკმარისია ვFიქრობ,თან არც არაFერი "განსაკუთრებული" არ ხდებოდა -)))

და აი დაღამდა...ძალიან ბევრი ხალხი გარშემო,მაგრამ ყველა უცხო,მე ტაძართან ვარ უკვე ( ბიჭები დავკარგე სადღაც გზაში,ვურეკავ მეუბნებიან რომ ჯერ კიდევ ბევრი დარჩათ ამოსასვლელი)
საააშინელი სიცივე,ტაძარში მინდა შესვლა მაგრამ მაგასაც ვერ ვახერხებ რადგან უზომოდ დიდი რიგია,რაღა დამრჩენია ჩავდექი რიგში -)))
როგორც იქნა ნახევარ საათში შევაღწიე შიგნით,ძალიან ბევრი ხალხი აი ძალიაან .ჩანთა მოვიხსენი და ჩავაბარე ერთ ქალს რადგან ყველას რატომღაც ჩემი ჩანთა უშლიდა ხელს,მე კიდევ ძალიან მინდოდა იმ ტრადიციის გადაღEბა რაც თურმე ამ ტაძარში ხდება (ეს არც ვიცოდი იქვე ყვებოდნენ)-)))

ტაძარში არსებობს ჯაჭვი,რომელიც იწონის 60 კილოგრამს ,უნდა ჩამოიკიდო კისერზე და ერთი პატარა წრე შემოარტყა ,ამბობენ რომ ცოდვებისგან განიწმინდები და ასევე გაუთხოვარი საქალბატონეები იმის გამო ატარებენ მას რომ მალე საქალბატონეები აღარ იყვნენ -)))))
მე კი მეცინება არა და იმდენი ხალხი იდგა ამ ჯაჭვის რიგში რომ...

ხოდა ამ გადაღEბას გადავყევი,მაგრამ ამავდროულად გამახსენდა რომ მინდა ლინზის შეცვლა,ლინზა კდიევ ჩანთაში იდო,წავედი იმ ქალის საძებნელად ვისაც დავუტოვე ჩანთა და რა გგონიათ?!
როგორც თქვენ ნახეთ ისევე მე -))))))))))
მართლა არ მჯეროდა რომ ტაძრიდან,დღესასწაულზე შესაძლებელია ასეთი რამ მაგრამ...Fაქტი სახეზეა -))))
ჩემი ლინზა 50მმ,ზენიტი,საბუთები,Fული, ბოლოსდაბოლოს ჩემი ბოკეს მაიკაც მანდ იყო -)))))) ყველაFერი შეეწირა ,ასე რომ ირაკლი მაიკა შენზეა -P
-)))))
იმ ღამეს მერე რა ხდებოდა ტაძარში მართლა არ მახსოვს,ერთადერთი დილის 5 საათზე როდესაც დავინახე ცუმბუშა ყველაზე ბედნიერი ვიყავი მემგონი ,მერე ბესო ( სხვათაშორის მაგის ჩანთაც უკვალოდ გაქრა -))))))
დილის 6 საათი ,საშინლად წვიმს ,ცივა ,აღარაFერი აღარ გვინდა იმის გარდა რომ წავიდეთ სახლში ,შეგხვდა ლიუ ( რამ აგიყვანა ბიჭო იქ მეორედ ?-))))
ვსე მივდივართ სახლში ,მაგრამ როგორ?!
ამ წვიმაში,საშინელი ტალახი,ცივა ვიყინებით თან იმაზე ვნერვიულობ ახლა აპარატიც რომ დასველდება... რომ გაFუჭდეს ( სრული ბედნიერებისთვის ეგ მინდა კიდევ -)))))Fეხსაცმელი საშინლად სრიალებს ...
ბიჭები ჩასულები არიან უკვე და მე ვერ ვინძრევი ადგილიდან ,ისე მისრიალებს ტალახში Fეხები ,ზუსტად ვიცი ნაბიჯი რომ გადავდგა წავიქცევი...
დამემართა ნევროზი -)))))))))))
ცხოვრებაში არ მიწუწუნია ამდენი ,მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეა .
ვერაFერს ვერ აკეთებ,ადგილიდან ვერ ინძრევი,გცივა,მოდის წვიმა ,არაFრის გაკეთEბა არ შეგიძლია საერთოდ ...

ჩასვლა ბევრად რთული ჰყოFილა ამოსვლაზე და იმასაც მივხვდი რომ არასდროს წავალ მეორედ ლომისის მთაზე და კიდევ არც ერთი კადრი არ მიღირს იმ განცდას რაც 10 მაისს დილით მქონდა -))))
4 - 5 საათის შემდეგ დაახლოებით შეიძლება ცოტა მეტის ,უკვე მლეთაში ვიყავით ,ცუმბუშას უზომოდ დიდი მადლობა რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ვინც მთაში წავიდეს ისე რომ არ იცოდეს სად მიდის... -))))))

სამივეს ძალიან გვინდა რომ ეს დღე დამთავრდეს -))

"მარშუთკაში" ჩავჯექით როგორც იქნა და გვგონია რომ ყველაFერი კარგად არის და უცეებ... "პაკრიშკა" ჩაეFუშა თუ რაღაც -))))ეგ არაFEრი შეცვალა ნახევარი საათის მერე ისევ იგივე პრობლემაა -))))საბოლოოდ გამოვყევით პირველ "მარშუთკას" რომელიც თბილისისკენ მოდიოდა -)))))

ნუ აი საააშინელი "მოგზაურობა" გამოგვივიდა ,უსაშინლესი ,ახლა კი მეცინება მაგრამ აი ის 24 საათი არასდროს დამავიწყდება მართლა -))))

ხოდა ბედნიერი ვარ იმით რომ ვარ სახლში ,ჩემს ოთახში და ლეგენდარულ კითხვაზე : " მთა უFრო გირჩევნია თუ ზღვა?" ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის ვიტყვი
ზღვაააას
-)))))

Приятного Просмотра -)))))

ეს პირველი გაჩერება მლეთა


ამ წესის შესახებ დამავიწყდა მეთქვა კიდევ -)))
ბავშვები ( 12 წლამდე თუ არ ვცდები )
იქამდე სანამ მამაკაცები ავლენ მთაში,უნდა დაწვნენ მიწაზე და თითოეულმა მამაკაცმა უნდა დააბიჯოს Fეხი ,რომ დიდები გაიზარდონ და ჯამრთელები
-)))))


ასვლის პროცესი




ნახევარი გზა განვლილია ... ლოცვა მტაში,რათა მეორე ნახევარი მშვიდობით გავიაროთ -)



ტაძარის მივუახლოვდი



რიგი ტაძრის შესასვლელთან


ჯაჭვის ტარების ცერემონია


და ბოლოს
მინდა ვთვა რომ აი ეს "ტრადიცია" არის საზიზღრობა საყურებლად ...
გარშEმო სულ სისხლი...
"Жертвоприношение" (ქართულად მომიტევეთ მართლა არ ვიცი ეს როგორ არის -))




 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
DIKARKA   ლომისობა...   Jun 12 2009, 02:11
MaStErOFmAsTeRs   აუ ბოლოს წინა ფოტო არის სუპერ! საღოლ ...   Jun 12 2009, 10:01
TATI   ეს ფოტო (დანით) კარგი კადრია სრულ ინFოს ...   Jun 12 2009, 10:13
dave   ბოლოს წინა რა სასტიკი ფოტოა :D   Jun 12 2009, 11:12
Gottfried Lenz off   მერვე და მეცხრე ძალიან კარგია   Jun 12 2009, 11:17
nini   ლოლ :D :D :D ვიხალისე რეპორტაჟზე არადა ძა...   Jun 12 2009, 12:52
batukela   რა გემრიელი მოყოლა იცი ხოლმე : ) ძალიან...   Jun 12 2009, 13:30
tsumbusha   ხვალ დავასკანერებ ფოტოებსდა გავაგრზ...   Jun 12 2009, 13:32
anika-zeppelin   აიიი ასეთი მოყოლით კიდევ უფრო გამიჩნ...   Jun 12 2009, 14:39
Rebecca   ვახ რა ექსტრემი ყოფილა, დასანნია რომ ვ...   Jun 12 2009, 16:33
stringer   ყოჩაღ   Jun 12 2009, 20:21
Sofo Uznadze   ძალიან ვიხალისე :D მაგარი დრო გაგიტარე...   Jun 12 2009, 21:05
Kapo   უი შე ბეჩავო :D ხალხს რომ რაღაცებს პარა...   Jun 12 2009, 21:45
battery is low   კარგად გადარჩენილხარ, კიდევ კარგი ვი...   Jun 12 2009, 21:47
Oto Gordeladze   ძალიან კარგი რეპორტაჟია... საინტერესო ...   Jun 12 2009, 23:37
LilacWine   ამ ბოლო დროს ვამჩნევ რა მაზოხისტურ ტე...   Jun 13 2009, 00:01
anika-zeppelin   მეც მანდ ვარ .... )))))))))))   Jun 13 2009, 02:49
DIKARKA   tsumbusha, stringer, არაFერი გაქვთ თქვენ მოსაყოლი ?...   Jun 13 2009, 11:29
tsumbusha   დიკ ფოტოებს რო დავდებ თანმოვყვები :)   Jun 13 2009, 12:17
DIKARKA   http://www.dikarka.ge/index.php?a=images&lang=en&cid=192 აი აქ არის ლომის...   Jun 13 2009, 14:00
Sofio Gokhelashvili   რა მაგარია! კარგია ასეთი თავგადასავ...   Jun 13 2009, 14:15
lama   DIKARKA, გაიხარე ძალიან კარგი აღწერა და ფო...   Jun 13 2009, 14:48
rimanely   მე ამას ვერ გადავიტანდი :blink:   Jun 13 2009, 17:21
batukela   10 ივნისს გოგო :D   Jun 13 2009, 18:02
kakha kakhiani   მაშ რა გეგონათ ლომისაში წასვლა როგორ ...   Jun 13 2009, 18:11
batukela   ეს კაცი მეც ვნახე შარშან :) და კახას ლო...   Jun 13 2009, 18:44
battery is low   [quote=batukela,Jun 13 2009, 18:44]ეს კაცი მეც ვნახე შარშან ...   Jun 14 2009, 12:25
Atanas   :rolleyes: საკმაოდ საინტერესო რეპორტაჯია.. ტ...   Jun 14 2009, 02:08
xako11   ყოშმარი :blink: ნეტ სლოვ   Jun 14 2009, 10:56
tsumbusha   მაშ ასე ცოტას მოვყვები როგორ მოვხვდი ...   Jun 14 2009, 14:42
tsumbusha   როდესაც გადავიღEთ დაბლა დავადექიტ გზ...   Jun 14 2009, 14:57
tsumbusha   გზად მე და ბესომ ძაან დავიღალეთ და ჩვე...   Jun 14 2009, 15:16
kakha kakhiani   აუ რეები გავმაზე   Jun 14 2009, 22:25
DIKARKA   tsumbusha, -* ბევრი ძაან მომეწონაა ბიჭო ის Fოტ...   Jun 14 2009, 22:28
tsumbusha   აბა გამახსენე რომელი რო გადავუღე არ მ...   Jun 14 2009, 22:35
DIKARKA   აჰა -)) ეგ როგოტ მაინტერესებდა იცი?! -P   Jun 14 2009, 22:41
TATI   tsumbusha, მაგრა მომეწონა შენი ფოტოები. ზოგი...   Jun 15 2009, 13:52
tsumbusha   TATI მადლობა გაიხარე :)   Jun 15 2009, 14:08
Peso   tsumbusha ყოჩაღ!!! ძალიან კარგი კადრები...   Jun 15 2009, 15:57
tsumbusha   Peso გაიხარე :)   Jun 15 2009, 17:28
Giorgi Dadiani   tsumbusha მაგარი ბრუტალ არის მაგრამ კარგად ...   Jun 16 2009, 16:07
rimanely   tsumbusha, ბრავოოოოოოოოო :ბრავოსმაილი: სისხ...   Jun 16 2009, 22:26
anika-zeppelin   tsumbusha, :bravo:   Jun 17 2009, 00:28
limo   კაი ეკსტრემალური 24 საათი :D კადრები კი ...   Jun 20 2009, 23:41
tsumbusha   limo მადლობა გამომივიდა როგორ გამივარდ...   Jun 20 2009, 23:46
Oto Gordeladze   ყოჩაღ!!!   Jun 21 2009, 00:02
unicho   უმრავლესობა ძალიან ძლიერი კადრებია...   Jun 21 2009, 00:32
error404   კარგი კადრებია, რა გინდათ, მოგინანიებ...   Jun 21 2009, 08:50
DIKARKA   error404, ;( ;( -))))   Jun 21 2009, 12:42


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 29th June 2024 - 02:10

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'