BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფორუმის იერარქია, რეგისტრირებულ წევრთა კატეგორიები

| |
Magdu
post Oct 23 2006, 15:05
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


აღნიშნულ წესებში შევიდა ცვლილებები. წარმოგიდგენთ ახალ რედაქციას:

ფორუმზე რეგისტრირებული წევრები იყოფა 6 კატეგორიად: NewComer, NewBie, Amateur, Amateur+, Photographer, Master.


1.NewComer
ლიმიტი - 3 დღეში 1 ფოტო.
გალერეის მოცულობა - 600 კილობაიტი.
ფოტოს მაქსიმალური მოცულობა - 200kb.
არ აქვს შეფასების უფლება.

2.NewBie
ლიმიტი - 3 დღეში 1 ფოტო.
გალერეის მოცულობა - 1,8 მეგაბაიტი.
ფოტოს მაქსიმალური მოცულობა - 200kb.
არ აქვს შეფასების უფლება.

3.Amateur
ლიმიტი - 3 დღეში 1 ფოტო.
გალერეის მოცულობა - 15 მეგაბაიტი.
ფოტოს მაქსიმალური მოცულობა - 200kb.
აქვს შეფასების უფლება.


4.Amateur+
ლიმიტი - 3 დღეში 2 ფოტო.
გალერეის მოცულობა - 25 მეგაბაიტი.
ფოტოს მაქსიმალური მოცულობა - 200kb.
აქვს შეფასების უფლება.

5.Photographer
ლიმიტი - 3 დღეში 3 ფოტო.
გალერეის მოცულობა - 30 მეგაბაიტი.
ფოტოს მაქსიმალური მოცულობა - 200kb.
აქვს შეფასების უფლება.


6.Master
ლიმიტი - 3 დღეში 4 ფოტო.
გალერეის მოცულობა - 40 მეგაბაიტი.
ფოტოს მაქსიმალური მოცულობა - 250kb.
აქვს შეფასების უფლება.


-------------------------------------------------------

1. დაბალი ჯგუფიდან მაღალ ჯგუფში გადასვლა (ზოგადი წესები)

დაბალი ჯგუფიდან მაღალ ჯგუფში გადასასვლელად კენჭისყრა იწარმოებს პერიოდულად რამდენიმე თვეში ერთხელ, რის შესახებაც გაკეთდება სპეციალური განცხადება.

კანდიდატის მომდევნო ჯგუფში გადაყვანა დამოკიდებულია მის ფოტოებზე, რეიტინგზე, მის მიერ სხვა ფოტოების ობიექტურად შეფასებებზე, აქტიურობაზე, რეკომენდაციებზე, ასევე სხვა ფორუმელებისა და ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენიმე თვეში ერთხელ შედგება ფარული კენჭისყრა და განიხილება კანდიდატის გადაყვანის საკითხი.

-------------------------------------------------------

2.Newcomer-დან Newbie ჯგუფში გადასვლა

ყველა ვინც დარეგისტრირდება ფორუმზე პირველად მოხვდება ამ ჯგუფში.
იმისათვის რომ NewComer-ი გადავიდეს მომდევნო ჯგუფში, საჭიროა რომ მას ჰქონდეს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ცხოვრებაში, რაც გულისხმობს მინიმუმ 50 პოსტის არსებობას. (ამა ვდროს არაფრის მთქმელი პოსტებისგან თავი შეიკავეთ, ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალში მომდენო ჯგუფში გადასვლისთვის თქვენი კანდიდატურის განხილვაში)

NewComer-ს თემების გახსნის საშუალება არ აქვთ!
-------------------------------------------------------
3.Newbie-დან Amateur ჯგუფში გადასვლა

ყველა ვინც დარეგისტრირდება ფორუმზე პირველად მოხვდება ამ ჯგუფში.
იმისათვის რომ Newbie-ი გადავიდეს მომდევნო ჯგუფში, მის გალერეაში მინიმუმ 6 ფოტო უნდა იდოს ან შევსებული უნდა ჰქონდეს 1,6 მეგაბაიტიანი ლიმიტი და ამ ყველა ფოტოს საშუალო შეფასება უნდა აღმატებოდეს 2,8 ქულას რის შემდეგაც მისი კანდიდატურა განიხილება ფარული კენჭისყრით და რეკომენდაციებით. იმ შემთხვევაში თუ Newbie-ი შეავსებს მისთვის გამოყოფილ 1 მეგაბაიტ სივრცეს და მისი არცერთი ფოტო არ იქნება 2,8 ქულაზე მეტი, ის ვერ გახდება მომდევნო ჯგუფში გადასვლის განხილვის კანდიდატი. თუ ვერ გადავა მომდევნო ჯგუფში შესაბამისად მას არ გაეზრდება საგალერეო სივრცე. ამიტომ, იმისათვის რომ შეძლოს ახალი ფოტოს ატვირთვა, მან უნდა წაშალოს გალერეიდან ძველი ფოტო(ებ)ი და მის(მათ) სანაცვლოდ ატვირთოს ახალ(ებ)ი, რათა მოხდეს ამ ფოტო(ები)ს შეფასება და თავიდან დადგეს ამ კანდიდატის მომდევნო ჯგუფში გადასვლის საკითხი. (ფოტოს წაშლისას ჩვეულებრივ იმოქმედებს ლიმიტი).

საიტზე არსებული „რეგისტრაციაზე რეკომენდაცია“ კვლავ ძალაშია, თუ საიტის მოქმედი წევრი (გარკვეულ სტატუსი ზევით) გაუწევს პიროვნებას რეგისტრაციის რეკომენდაციას, ის პირდაპირ დარეგისტრირდება Newbie ჯგუფში.

-------------------------------------------------------
4. Amateur ჯგუფიდან შემდეგ Amateur+ ჯგუფში გადაყვანა მოხდება საშუალოდ 2 თვეში ერთხელ.

გადაყვანა არ არის ავტომატური და მას ახორციელებს ადმინისტრაცია.

მოგეხსენებათ, რომ ბოკეზე გაშვებულია რეკომენდაციის სისტემა.

მოცემული რეკომენდაციები ადმინისტრაციისათვის წარმოადგენს კონკრეტული კანდიდატურის განხილვის საფუძველს.

ადმინისტრაცია განიხილავს, მხოლოდ იმ 10 Amateur კანდიდატს, რომელთაც ექნებათ ყველაზე მეტი რეკომენდაცია სტატუსის მომატებაზე. აქვე განიხილება იმ მომხმარებლების სტატუსები, რომელთა რეკომენდაციები სტატუსის დაკლებაზე იქნება რაოდენობრივად საფუძვლიანი.

ამავე დროს, ყურადღება მიექცევა კანდიდატის გალერეას, მისი ფოტოების საერთო დონეს, მის მიერ დაწერილ კრიტიკას (კომენტარების სარგებლიანობას) და შეფასების ქულების ობიექტურობას.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება შენიშვნების (warn) ისტორია.

რეკომენდაციის უფლებით აღჭურვილ ყველა მომხმარებელს ვთხოვთ დაგვეხმარონ ყველაზე ღირსეული კანდიდატების გამოვლენაში.

განხილვა იქნება ფარული და ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია არ დაასახელებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც რეკომენდაციების მიხედვით შევიდნენ ტოპ-10 კანდიდატში, მაგრამ არ იყვნენ გადაყვანილი შემდეგ ჯგუფში. აგრეთვე, არ მოხდება შესაბამისი მიზეზების მოყვანა.
-------------------------------------------------------

5.Amateur+ ჯგუფიდან Photographer ჯგუფში გადასვლა

Amateur+ ჯგუფიდან Photografer ჯგუფში გადასვლის საკითხი დგება ავტორის ფარული სტატისტიკის, მისი აქტიურობის, პიროვნული თვისებების, Photographer და Master -ების რეკომენდაციების საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს ადმინისტრაცია.

-------------------------------------------------------

6. მაღალი ჯგუფიდან დაბალში ჩამოქვეითება

ახალი წესების მიხედვით შესაძლებელია როგორც დაბალი ჯგუფიდან მაღალში გადასვლა, ასევე პირიქით, მაღალი ჯგუფიდან ჩამოქვეითება და უფრო დაბალ ჯგუფში გადაყვანა.
ეს პირველ რიგში ეხებათ პლაგიატებს. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს დაუმტკიცდება პლაგიატობა, არ აქვს მნიშვნეობა რომელი ჯგუფის წარმომადგენელია, ის ავტომატურად გადადის NewBie-ი ჯგუფში.

ასევე ჩამოქვეითება შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის წარმომდაგენლის, იმ შემთხვევაში თუ ის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე პირობას დაარღვევს ან აღარ შეესაბამება დაკავებულ ჯგუფს.

-------------------------------------------------------

ზევით მოყვანილი წესების გარდა ადმინისტრაცია, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, იტოვებს უფლებას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოაქვეითოს ან პირიქით, გადაიყვანოს მაღალ ჯგუფში ნებისმიერი რეგისტრირებული წევრი. წაშალოს ნებისნიერი პოსტი, თემა, ფოტო, კომენტარი.
ასევე გაუფთხილებლად და ახსნის გარეშე გააუქმოს ნებიემიერი ექაუნთი და დაითხოვოს მოდერატორი!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 6th November 2024 - 06:35

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'