ფოტოკლუბი ბოკე ოფიციალური პარტნიორის "ფოტოცენტრის" და თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის (მოზარდ მაყურებლის თეატრი) მხარდაჭერით აწყობს 2008 წლის იანვრის საუკეთესო ფოტოების 4 დღიან გამოფენას!
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ის ავტორები, რომელთა ფოტოსურათები არსებული შეფასების სისტემის ფარგლებში შევიდნენ 2008 წლის იანვრის თვის საუკეთესო 50-ეულში.
15 თებერვალი, 18:00 - გამოფენის გახსნა. 16, 17 თებერვალი, 17:00–21:00: გამოფენა. 18 თებერვალი 21:00: გამოფენის დახურვა.
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 99/1 (მოზარდ მაყურებლის თეატრი)
შეიტანეთ თქვენს განრიგში და ყველას გელოდებით ბოკეს 2008 წლის იანვრის თვის საუკეთესო 50-ეულის გამოფენაზე!
P.S. მონაწილე ფოტოების, ანუ - იანვრის თვის საუკეთესო ფოტოების ხილვა გალერეაში შესაძლებელი იქნება 16 თებერვლიდან.
კლუბის ადმინისტრაციის გეგმებით, გამოფენები იქნება სისტემატიური (ყოველთვიური). მთავარია, კლუბის მონაწილეებმა იაქტიურონ და დროულად მოგვაწოდონ საბეჭდი ფაილები.
კლუბის ადმინისტრაციის გეგმებით, გამოფენები იქნება სისტემატიური (ყოველთვიური). მთავარია, კლუბის მონაწილეებმა იაქტიურონ და დროულად მოგვაწოდონ საბეჭდი ფაილები.