ჩვენი სახსრებით თუ დავბეჭდავთ დარბაზის მოძიება (უფასოდ) პრობლემა არ უნდა იყოს. ასივე ფოტოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენა, რომ დაერქვას და ვისაც რამდენი უნდა იმდენი ფოტო დაბეჭდოს (თუ ყველა ასეულში მოხვედრილ ფოტოს ვერ გაწვდება) მაშინ შესაძლებელია გაკეთება.
შემოვდივარ წინადადებით: ) ასე მგონია რომ პომპეზურობაზე განსაკუთრებულობაზე და არ ვიცი ზოგადად ამბიციებზე უარი რომ ვთქვათ, ოღონდ ღირსების შენარჩუნების ფარგლებში ვფიქრობ რომ: 1. შევატყობინოთ ასეულის ავტორებს რომ არსებობენ ასეულში. 2. ყველამ თავისი ასეულში მოხვედრილი ფოტო დაბეჭდეს ისე როგორც უნდა. თვითონ აირჩიოს ზომა, მასალა უნდა ჩარჩო+პასპარტუ თუ საერთოდ არ უნდა თუ ტექნიკა ბეჭდვის. 3. გასაგებია და ლოგიკურად დასაშვებია რომ ასივე ავტორი არ გამოჩნდება. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით რომ ის დანაკლისი რაც ინება მათი ნამუშევრების ნაცვლად ჩამოვკიდოთ ფოტო ქაღალდზე დაბეჭდილი წარწერა (დაახლოებით ასეთი შინაარსით) გილოცავთ თქვენთვის ადგილი თავისუფალია. 4. რაც შეეხება სად იქნება, მე მგონი რაც უფრო არა ოფიციალურ ადგილზე ჩატარდება, მით უფრო ცოცხალი გამოვა და თავისუფალი რაღაც შემუშავებული ეტიკეტისგან. მაგაკითად ცარიელ ერთ ოთახიან სახლში სადმე გლდანში, მინდორში ანდაც სადარბაზოში. რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ ერთამენთს ისევ შევხდეთ! დანარჩენი მერე ადგილზე.: )