რეპორტჯი უფლისციხედიან, პირველ რიგში გადმოწერეთ ეს ვიდეო, რომელიც pantazi-ამ გადაიღო დაა დაამონტაჟა კიდევაც, მე პირადად ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე, სამახსოვრო კადრებია VIDEO
ჰო კიდევ მადლობა შოთას რომ არა ის, ალბათ ეს ფორუმიც არ იარსებებდა და ჩვენც ვერ მოვახერხებდით ერთმანეთის გაცნობას და შეკრებას ესეც ჩვენი კლუბის პრეზიდენტი თავის მეუღლესთან ერთად:
უფლისციხეში წასვლის იდეა sabai-ს ეკუთვნოდა, მაგრამ თვითონ სად გაქრა დღემდე უცნობია ჩემთვის, მოკლედ მუდმივად მაოცებს ხალხი....
ესეიგი ქართველების გადამდები სენი, დაგვიანება მეც გადამედო და ამჯერადაც დავაგვიანე, ჯერ კიდევ შუა ძილში ვიყავი, როცა არჩიგიო დილის 8-ის ნახევარზე, ავტოსადგურზე "მარშუტკას" ეძებდა როდესაც მივედი არჩიგიოს უკვე მოეყვანა მარშუტკა და ხალხი მე მიცდიდა, ბულიამ ჩემი დაგვიანების რეკორდი მოხსნა და 10 საათისთვის მოვიდა შევგროვდით 14 კაცამდე დაახლოებით . ავკრიბეთ ფული და ნაწილი პროდუქტების შესაძენად წავიდა, ნაწილი კიდევ მარშუტკასთან დავრჩით... დარჩენილებმა დავიწყეთ ფიქრი ვინ გაგვეღვიძებინა იმ დილაუთენია და კიდევ ვინ წაგვეყვანა თან, პირველი შომი გამახსენდა, მარა ვერ გავბედე დამერეკა და გამეღვიძებინა, მაინც დედისერთა ვარ და შარს მოვერიდე ბოლოს აკაკიარჩს ეყო გამბედაობა დაერეკა და გაეღვიძებინა, რამოდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა მოვახერხეთ შომის გაღვიძებაც, რომელიც წამოსვლაზეც დაგვთანმხდა და რო არა შომი ალბათ ასეთ მაგარ დროს ვერც გავატარებდით
შევიძინეთ ყველა საჭირო პროდუქტი და უფლისციხისკენ გავემართეთ, მგზავრობის მომენტები და სხვა დანარჩენიც, ზემოთ მოცემულ ვიდეოშია გადაღებული
თითქმის ყველა ვიყავით ნამყოფი სკოლიდან უფლისციხეში, მაგრამ არცერთს არ გვახსოვდა
ესეც უფლისციხე, მართლაც ულამაზესი ადგილია
ესეც ციხის ტერიტორიაზე არსებული ნანგრევები:
აგერ უკვე ფანტაზია ვიდეოს იღებს
აქ კი მე და შომი ვსაუბრობთ
დამთვალიერებლები და ტურისტები იყვნენ უამრავი, ცოტა ვიპაპარაცე, არამგონია ამ გოგოს ეწყინოს ფოტოსატზე მოხვედრა, თუმცა ვინ იცის...
ასე გამოვიყურებოდით შორიდან, არჩიგიო სად აფოფხდა ამის გადასაღებად აღარ მახსოვს:
ამის შემდეგ ნაწილმა ხალხმა გადავწყვიტეთ იქვე არსებული ნაგრევები შემოგვეარა და დაგვეთვალიერებინა, ნაწილმა დარჩენა ამჯობინა იმ მიზეზით რომ დაეზარათ ან ზოგს კიდევ უამრავჯერ ჰქონდა ნანახი და შესაბამისად მობეზრებულიც ჰქონდა უკვე....
პირველ რიგში მონასტერში შევედით:
აგერ პანტაზიაც თავისი კამერით, უკანა ფონზე კიდევ ანუბისი:
ესეც ბალი
შემდეგ გზა უფრო ზევით გავაგრძელეთ, ესეც ხედი ძველი ქალაქის ნანგრევებზე
ჰო, ეს ყველაზე საინტერესო კადრებია მთავარია რომ ცდილობს რაღაცას, ისიც ჩემი დიდი თხოვნის შემდეგ:
აქ კიდევ ძველი ქალაქის ნანგრევებს გადაჰყურებს ჩაფიქრებული ბაკო
შემდეგ ქვევით ჩასვლა გადავწყვიტეთ, რაგდაგნ აღმოჩნდა რომ უკვე ყველას მოგვშიებოდა.... ქვევით ჩამოსულებმა აღმოვაჩინეთ რომ რამოდენიმე კაცი დაგვკლებოდა და ხელმეორედ მომიწია ზევით ასვლა მათ ჩამოსაყვანად, ერთი პარტია რომ ვიპოვე და ჩამოვიყვნანე, ახლა აღმოჩნდა რომ შოთა და ლიაც სადღაც დაკარგულიყვნენ, ხელს არ შევუშლიდი მაგრამ ადგილმდებარეობის შეცვლას ვაპირებდით და შეიძლებოდა ვეღარ მოეგნოთ თან ტელეფონებიც არ იჭერდა... მესამედ მომიწია ზევით ასვლა მათ მოსაძებნად, კარგა ხანს ვეძე და რომ არა შტატივი არლბათ ვერც ვიპოვიდი ერთ-ერთ მთაზე შტატივს მოვკარი თვალი რომლის გვერდითაც შოთა და ლიაც ვიპოვე
ამასობაში შომი დასდევდა არჩიგიოს დასაჭერად, ვერც წარმოვიდგენდი შომი თუ ასე ირბენდა
საბოლოოდ მაინც მოახერხა დაჭერა:
რას ერჩოდნენ არ ვიცი მარა...
აქ უკვე საჭმელად მიდიან, მე კი ამ დროს ისევ ხალხს დავეძებ
როგორც იქნა ყველას შეკრება მოვახერხე და ის იყო გამიხარდა, მეც მოვახერხებ ჭამას თქო:
ჩასული არ ვიყავი და ფეხბურთის სათამაშოდ წამიყვანეს, ვინ გაცალა ჭამა... იქვე ჩვენს გვერდით, მე-10 კლასელი ბავშვები იყვენ ჩამოსულები ეკსკურსიაზე და იმათ ვეთამაშეთ ფეხბურთი და 5:1 გავიმარჯვეთ!
ბევრი კი ვიყვირე თავიდან, მაცალეთ მშია ჯერ ჭამა და მერე ფეხბურთი თქო მაგრამ შომმა და აკაკიმ რომ ჩამავლეს ხელი გაჩუმება ვამჯობინე
აგერ იმ თამაშის გმირიც, თუმცა ყველამ კარგად ითამაშა
აქ უკვე შომი გაიჭრა წინ ბურთით და გოლის გატანაც მოახერხა:
ესეც აკაკი ბურთით:
ისევ და ისევ არჩიგიო
-------
თამაშის დამთავრების შემდეგ, როგორც იქნა ცოტა ვჭამე, მერე მწვადის შეწვაც გადავწყვიტეთ.
მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის მსგავსიც კი არაფერი იყო რომ მწვადი შეგვეწვა და შეშის ყიდვაც მოგვიწია... მოგვყიდეს ნედლი, სველი შეშა რომელსაც ცეცხლი არ ეკიდებოდა, იმდენად სველი იყო მწვადის გარეშე ვრჩებოდით და მდინარისკენ წავედი შეშის საძებნელად, გზად ვერაფერი ვნახე, ხის მსგავსიც არაფერი ეგდო, სპეციალურად იყო აკრეფილი შეშა რომ გაყიდვოდათ... ის უყო უკან დაბრუნებას ვაპირებდი რომ დავინახე იქვე მცხოვრები გლეხი შეშას ჭრიდა ცოტა შეშა ვთხოვე, ავუხსნი რომ სველი შეშა მოგვყიდეს და მშივრები ვრჩებოდით... იმ გლეხის მადლობლები უნდა ვიყოთ იმ დღეს რომ მწვადის ჭამა მოვახერხეთ
აქ კი უკვე მე ვწვავ მწვადს:
ჰო უკმაყოფილო არავინ დარჩენილა ყველას ძალიან მოეყონა:
ეს კი უკვე ჩვენ აპარატებით, მომდევნო ფოტოებს უკომენტაროდ დავდებ
7-საათისთვის წასასვლელად დავიწყეთ მომზადება, დაახლოებით 8 საათისთვის როგორც იქნა ყველანი მარშუტკაში მოვგროვდით და თბილისისკენ გამოვემართეთ, რამოდენიმეჯერ გორში გზა აგვებნა და ქალაქს წრეებს ვურტყავდით, ბოლოს როგორც იქნა გზა გამოვიკვლიეთ, ამის შემდეგ რა ხდებოდა უკვე ბუნდოვნად მახსოვს, მე და რებეკას წინ გვეძინა, ჩვენს უკან ელენესაც ჩასძინებოდა, დანარცენები კი მარშუტკაშიც აგრძელებდნენ ქეიფს... ის დღე ისე მოვილიეთ რომ არავის გახსენებია თბილისობა დღეს თბილისის სადღეგრძელო დაელია არადა ბუნდოვნად მახსოვს მარშუტკის მძროლი და მარშუტკა ცალ-ცალკე ადღეგრძელეს სადღეგრძელოები რომ გამოელიათ
თბილისში ჩამოსულებმა ზოგმა სახინკლეში გადაწყვიტა წასვლა და როგორც აღმოჩნდა თითქმის მთელი ღამე იქ გაუტარებიათ, მე კი ის ღამე სამსახურში გავათენე