როინაშვილის 2 ვე ტომი მაქ და მისი ყველა სურათებიც რამდენადაც ვიც ი ალექსანდრე როინაშვილი 1846 1898 წლებში მოღვაწეობდა და ხარება და გოგიაში რანაირადაა ვერ მივხვდი??
მე შემიძლია გითხრათ სიმონ კილაძეზე რომ 1917 წელს დაიბადა ქალაქ კრასნოდარში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგ გამოაგდეს უნივერსიტეტიდან და სწავლა გააგრძელა ტაშკენტში. მონაწილეობდა მე- 2 მსოფლიო ომში . იგი მუშაობდა გაზეთ"ზარია ვოსტოკას" უშტატო ფოტო ჟურნალისტად . მან ჩამოაყალიბა ფოტო კლუბი "საქართველო" მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასა და კონკურსში. რიგა-ლიტვის საერთაშორისო ფოტოკონკურსის პრიზიორი. ჩეხოსლოვაკიაში აიღო მთავარი პრიზი საუკეთესო მხატვრული ფოტოსთვის. სარეთაშორისო ორგანიზაციის "world photo"-ს წევრი საერთაშორისო ფოტოკონკურსის "ფოტოგრაფია 150 წლისაა" პრიზიორი იყო..... 1997 წელს გარდაიცვალა თბილისში. ხო კიდე ალექსანდრე როინიშვილის სახელობის პრიზი მიენიჭა ქართული ფოტოხელოვნების განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.........................
დიმიტრი შევარდნაძე დაიბადა 1885 წელს სწავლობდა მიუნხენის აკადემიაში სწორედ აქ დაიწყო ფოტოგრაფირება. თბილისში დაბრუნდა და მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. 1929 წ გააფორმა ოპერა "აბესალომი და ეთერი" ქართულ ფრესკების სტილში. ასევე გააფორმა დადგმები "ვინ არის დამნაშავე" "ჯანყი გურიაში" და სხვა. ასევე ქართულ კინომატგრაფიაში ფილმი"ელისო" 1937წელს დ. შევარდნაძე იყო რეპრესირებული და მისი არქივის გადარჩენა შეძლეს უახოესმა მეგობრებმა ქეთი მაღალაშვილმა, მამილაშვილმა და ქეთევან ჭელიძემ. შემორჩენილია დ. შევარდნაძის მიერ გერმანიასა და საქართველოში გადაღებული 100-მდე ნეგატივი დ. შევარდნაძის ფოტოები ინახება ქეთევან ყიფშიძესთან.
ალექსანდრე როინიშვილი დაიბადა 1846 წ. 1887 წ ა. როინიშვილმა შექმნა მოძრავი მუზეუმი და იგი წაიღო ასტრახანში და პეტერბურგში . ა. როინიშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების შექმნის . იგი გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. 1905 წ ფოტოსახელოსნო ა.როინიშვილის ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში . 1916 წ დ. ერმაკოვი გარდაიცვალა და ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით ერმაკოვის და როინიშვილის ნეგატივების ჩათვლით შEიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიუნმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთად.........................................