მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა. საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)
ტოპ 100 რად ღირს საერთოდ. თუ ვცდები მე მაპატიეთ... იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))
გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა... ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...
მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,, ძალიან მარაზმია... მომიტევეთ...
დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის... მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
ბოკეზე, ისევე როგორც სხვა ვირტუალურ სოც–ქსელებში მრავლადაა ისეთი აუტანელი მოქცევები, რომელთა შესახებაც თქვენ უკვე ბრძანეთ. ყოველ ნაწერში იგრძნობა ფლიდობა და ყოველ ფოტოს კმაყოფილების სუნი ასდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება რამოდენიმე ახალგაზრდა მშრომელი ადამიანის აღმოჩენა. სწორედ ამ მიზეზით აქვს არსებობის უფლება ბოკეს. ბოკე ერთგვარი მცდელობაა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სოც–არტი განვითარდეს. სოც–არტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ჩარკვიანმა თქვა, – ვიცი ჩემი სიმღერითა და ლექსებით, ჩემი შემოქმდებით ვერავის ვერაფერს გავაგბინებ, მაგრამ ამას სხვებისთვის კი არა ჩემთვის ვაკეთებო. ეს არგუმნეტია იმისთვის, რომ აგიხსნათ სოც–არტის მნიშვნელობა. ჩემი გაგებით ბოკეც ირიბად თუ პირდაპირ ხელს უწყობს სოც–არტის განვითარებას. ეს აქ შედარებით ნელი ტემპით ხდება, რადგან ბოკეს მარკეტინგული დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც ხდება...
ახლა ამ დაძაბული ნაწილის შემდეგ, ცოტა მოვდუნდეთ და ღრმად შევისუნთქოთ. შემდეგ თანაბრად ნელ–ნელა გამოვუშვათ ჰაერი, ისე რომ კუნთები არ დაგვეჭიმოს. თუ მორჩით, განვაგრძოთ...
ახლა დამებადა კითხვა, რას ვაკეთებ მე აქ?.. ალბათ იმას, რაც მსიამოვნებს.
Lasha Palavandishvili, გეთანხმები ძალიან ბევრ რამეში გარდა ერთისა: საიტის დეგრადაცია გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა რომ ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა უბრალოდ დატოვა იგი. სად არიან ძველი მძიმე წონოსანი ბოკელები, რომლებიც ამ საიტის დაბადების მომენტიდან აქ იყვნენ? სადაა მარიამი? ეკატერინა ონიანი? შომი? ნადარეიშვილი? რუსლანი? გოგია? ნაკანი? და კიდევ ბევრი ბევრი სხვა? ის, ვინაც უნდა გაზარდოს კარგი ნამუშევრების წილი სიატზე და ვინაც უნდა გადაწონოს თავის ფოტოებით ის უგემოვნო ნამუშევრების მასა, რომლმაც წალეკა ბოკე, წავიდა ამ საიტიდან..
ის ვინც მიდის ჩათვალოს, რომ თავის წილ სივრცეს უთმობს იმ უგემოვნო მასას ჰოდა მემგონი სჯობს აქ იყო და სცადო ვინმეს ნორმალური ნამუშევრები უჩვენო ვიდრე ადგე და გახვიდე..
კეშასაც ვეთანხმები ლაშასაც : ) და ერთს დავამატებდი მარტო.
მე და სტატუსი საერთოდ არაფერშუაში ვართ ამაში კაიხანია დავრწმუნდი. ზოგიერთს ისე აქვს თავში ავარდნილი თავი მაგარი ფოტოგრაფი გონია და აჭენებს. მოსაბეზრებელია იუზერების უაზრო თარეში და ჭიის ხარება ამ საიტზე. ჩემი აზრით ადმინისტრაციამ უფრო უნდა მოუჭიროს ხელი ამ ყველაფერს და მეტი კონტროლი გაუწიოსს ხარისხს.
5-ივე კომენტარს ვეთანხმები !!! როდესაც პირველად დავრეგისტრირდი და ფოტოების ატვირთვა დავიწყე, მაშინ ჩემთვის პირადად ბოკე იყო ჟანსაღი კრიტიკის და რაღაც ახლის სწავლის წყარო რაც ძალიან მახარებდა.. ახლა ყველას ფეხზე კიდია შენი ჯანსაღი კრიტიკაც და რაიმე ახლის სწავლაც, მთავარია რო ფოტოს "დ/ფ" ეწეროს......................
სამწუხაროა მაგრამ ყველაფერი შეგნებაზეა დამოკიდებული, გარდა ამისა ძალიან ძნელია მაგ: მისცე კონკრეტული რჩევა ზოგად კითხვაზე "როგორ გადავიღო პორტრეტი" თუ არ იცი რა ტექნიკით იღებს, რა სპეც ეფექტები აქვს, ვის იღებს, როგორი ხასიათი აქვს ობიექტს, თუმცა, ფორუმებზე ხშირად მინახავს კარგი პროფესიონალური რჩევები. მაგრამ აქ საქმეს ართულებს საიტის ფორმატი - რჩევებს ძალიან ხშირად მოჰყვება არათუ კრიტიკა, არამედ სრულიად დაუსაბუთებელი საწინააღმდეგო მოსაზრებები, რაც საბოლოოდ საკმაოდ უსიამოვნოდ მთავრდება. ალბათ დამეთანხმებით იმაშიც რომ, ფოტოსურათის კარგად გადაღებასა და სურათის კარგად პროგრამულ დამუშავებას შორის უზარმაზარი სხვაობაა ფოტოშოფისტობა კი ფოტოგრაფობა ნამდვილად არ არის (იდეალურია როცა ორივე გეხერხება) შევეგუოთ აბა რა ვქნათ???????????????? Added @ Avtandil Mamulia, ავთო სტატუსი ვინც ნამდვილად იცის გადაღება მე მგონი არა სჭირდება ასი წელი.
ლაშა, განა რეალური ცხოვრება რამეთი განსხვავდება იმისგან, რაც ბოკეზე ხდება? განა ცხოვრებაში იგივე იერარქიულ კიბეზე აძრომას არ ცდილობს ადამიანი? ნებისმიერი საშუალებით. რატომ გვგონია, რომ ბოკე რაიმეთი უკეთესი უნდა იყოს?
ბოკე მიყვარდა და მიყვარს. ბოკე მაღიზიანებდა ერთ დროს, რადგან დავინახე შუღლი და პირფერობა. მაგრამ ბოკე მაინც მიყვარს, რადგან ცხოვრება მიყვარს.
ბოკეს დეგრადაცია ადრეც აქტუალური საკითხი იყო (წაკითხული მაქვს ძველი ტოპიკები) და მუდამ ასე იქნება. არავითარი დეგრადაცია! თაობები მიდიან და მოდიან. ნაყარ-ნუყარს დინება წაიღებს და რჩეულთა სახელი დარჩება.
რა შეუძლია ადმინიტრაცია? ალბათ ის, რომ ცოტა ზემოთ აწიოს "პლანკა" (საუკეთესოთა, დ/ფ-ს, ტოპ50-ის და ტოპ100-ის კრიტერიუმები). ვისაც ზემოთ ხტომა სურს, ცოტა მეტად გაისარჯოს, რომ თავისი ნამუშევარი ნაცნობ-მეგობრების გარდა სხვასაც მოაწონოს.
piba, გეთანხმები, მესმის ლაშასიც, ასეთ სიტუაციებში გამოსავალი პრაქტიკულად არ არის, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანების პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე იფიქრებს და კარუსელი ისევ ხელახლა დატრიალდება. გარდა ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებისა (მ. შ. ფოტორგაფიასთანაც) ჩვენ არ გაგვაჩნია გარკვეული ტრადიციები. ტერმინოლოგიაც კი არა გვაქვს ბოლომდე შემუშავებული- შეთანხმებული. ამ საიტის შექმნაც ალბათ ამასთან იყო დაკავშირებული , ყოველ შემთხვევაში ბოკეს წესები და ,,ძველი ბოკეს" (მაპატიეთ ამ შედარებაზე) დამოკიდებულებები ამაზე მეტყველებს, ფოტოგრაფია მასიურ სახეს ეხლა იღებს, ბევრი ''ავტომატით" გადაღებული რამოდენიმე სურათით უკვე ფოტოგრაფობს და თუ კიდევ რამოდენიმე ''შეფასების დამწერი შინაურიც'' ყავს, უკვე აქეთ გასწავლის და სტატუსით განსაზღვრავს შენთან და შენს სურათებთან ურთიერთობას. ადრე ტრამვაით დავდიოდით ერთმანეთთან ფირის სანახავად და სურათის დასაბეჭდად, ეხლა ინტერნეტია (სხვადასხვა ხასიათის ადამიანებით) ტრამვაის მაგიერ... და მსგავსი შეურაცმყოფელი ელემენტები, კაცმა გულთან არ უნდა მიიტანო ახლოს.
ავთო სტატუსი იმისთვის გაქვს რომ ფოტოები დადო უფრო ხშირად, შედარებით მათთან ვისაც შენზე დაბალი სტატუსი აქვს )))
ასეთი თემა არაერთი გახსნილი და საშველი, გელასი არ იყოს რა არის? გავაუქმოთ შეფასება? _ კიბატონო, მაგრამ ასე სულ ეკარგება აზრი, ხალისი.. ადმინისტრაციამ რა ქნას????? როგორ გააკონტროლოს მეგობარ ნაცნობები??
მაშინ უნდა მოვიწვიოთ ჟიური, რომელიც აარჩევს ფოტოებს, განიხილავს, გააკრიტიკებს............. ეს კი მზეზე ნაყინის ჭამის ტოლფასია ამ ეტაპზე ბოკესთვის )
ადმინისტრაციამ რა ქნას????? როგორ გააკონტროლოს მეგობარ ნაცნობები??
ვერასოდეს გააკონტროლებს
მაშინ უნდა მოვიწვიოთ ჟიური, რომელიც აარჩევს ფოტოებს, განიხილავს, გააკრიტიკებს უფასო აღარაფერია ამ ქვეყნიერებაზე არამგონია მოხალისეები ბევრნი იყვნენ,და მითუმეტეს გაიხსენე ქართული კონკურსები,და იგივე დაქირავებული ჟიური,ყველა იმას იძახდა ქოლგაზე რომ ჟიური სუბიექტური იყო ასე რომ საშველი არ გვაქ
ადრე შეიძლება უფრო მკაცრადაც აფასებდნენ ხოლმე ფოტოებს, 15 წლის ბავშვს გულს მიკლავდნენ ხოლმე მაგრამ სამაგიეროდ, ჯანსაღი კრიტიკა იყო და ამ ყველაფერს ვითვალისწინებდი.. სწორედ ის ხალხი, ვინც კეშამ ჩამოთვალა.. ეგენი რომ არა, ალბათ ისიც არ მეცოდინებოდა რაც ახლა ვიცი.. გემოვნების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშეს..
ახლაც დიდი "სიმკაცრეა", ნულების ორომტრიალი, მაგრამ ვაი, რომ ტვინიკოსა იუზერები იმისთვის აგდებენ ფოტოებს რომ თავისი დ/ფ გახდეს )))
სასაცილოა ეს ყველაფერი.. ფოტოს შენი სიამოვნებისთვის უნდა ირებდე და არა რომელიმე საიტზე მაღალი შეფასებისათვის.
მე ახალბედა ვარ და ნამდვილად არ მაქვს გადასარევი ფოტოები, მაგრამ მეც მინდა გამოვხატო ჩემი აზრი..... ლაშა ფალავანდიშვილს ვეთანხმები რომ საუკეთესო ფოტოებში ნამდვილად იგრძნობა ნაცნობობა და ზოგიერთი ისეთი ფოტოც არის, რომელიც არ იმსახურებს საუკეთესოებში მოხვედრას...
ნოლების დაწერას ვერ ვხვდები კიდევ მე პირადად! მე არასოდეს დამიწერია და მიმაჩნია რომ ძალიან უაზრობაა!.. 0 რომ დაუწერ რა? არც არაფერი! არ ჯობს დაუწერო რამე რჩევა და რეკომენდაცია?
ძალიან ბევრს დავწერდი, მაგრამ მეზარება. მითუმეტეს უკვე ფოტოს გადაღებაც, სხვისი ფოტოების შეფასებაც, გარჩევაც და აი სუყველაფერი მეზარება. მე ვეღარაფერს ვსწავლობ საიტზე. ძველები სადღა არიან... სამაგიეროდ ამპარტავნი სლისგაზრდილი პროფესორების ბუმია : )))
რამაზ მერე ბევრჯერ სწორედ ეუბნებიან მაგას რადგან ცუდად ასკანერებენ საქართველოში ძააან ფოტო ლაბორატორიებში ამიტომ ფოტოშოპით უნდა გაუსწორო რავც კარგად ვერ დაასკანერეს რა არის ამაში არასწორი?
ფირის ფოტოს დამუშავება არ ჭირდება?? რა ფირით იღებთ მეც მასწავლეთ
ჩემი აზრით უნდა მოხდეს გადახარისხება. ისეთ ფოტოგრაფებს რომლებიც თითქმის არ შემოდიან უნდა მოეხსნათ სტატუსი : ) და უნდა გადახალისდნენ ისეთი აქტიური ფოტოგრაფები როგორიც მაგალითად მე ვარ
აქტიურები რომ წაახალისეს და აუწიეს სტატუსი აი მანდ დაერხა ბოკეს,რაის წახალისება ღადაობთ? ზოგიერთი ყველა ფოტოზე 5/5 ან თვალის ჩაკვრებს წერდა,ვაიდა ქულა დამირბუნეთ უკან გიფასებთო,მერე პმ-ებში ტვინს ჭამდნენ ...
შემოსვლის დღიდან ვითხოვ ანიკას აუწიონ სტატუსი,ვიცი ბევრი არ დამეთანხმება,მარა ახალგამომცხვარი ამატეურ + ების ფონზე,ეკუთვნის ანიკას სტატუსი... მეგობარი მეგობარს ეპირფერება,და კაიას უწერს როცა ფოტო არ მოსწონს,უცხოს რაღა უნდა მოთხოვო?
მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა ექცეოდეს იუზერის აქტიურობას ყურადღება. და მით უმეტეს აქტიურობა არ უნდა აისახოს სტატუსზე, სტატუსი მხოლოდ ხარისხის მიხედვით უნდა მატულობდეს და კლებულობდეს. PM ებს რაც შეეხება რაც ბოკეზე ვარ 1 თუ 2 პმ მივიღე შეფასების თხოვნით.
-აქ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც არავითარი განათლება არ აქვს ამ სფეროში ე.წ. თვითნასავლი ხელოვანი ხალხია ან არც თვითნასწავლია და ეხლა ცდილობს ამ სფეროში გათვიცნობიერებას. (მაგალითი თავად ვარ) მათ სჭირდებათ პროფესიონალების დახმარება ბოკეს დანიშნულებაში მგონი ეს დახმარებაც შედის გარკვეულწილად არა? ამაში ვინმე შემეწინააღმგედება? (რადგან არსებობს ე.წ. ფორუმი ესეიგი ზემოთ ხსენებული დანიშნულებაც აქვს ბოკეს.. ) აქტიური ფორუმია საჭირო და სად არის აქტიური ფორუმი? ამაში ყველაა დამნაშავე ადექით დაა გააქტიურდით ფორუმზე განიხილეთ სხვადასხვა ფოტოები, რა აქვს ამა და ამ ფოტოს ცუდი როგორ უდნა გადაეღო უკეთესად , რა შეიძლებოდა და რა არა... ოღნდ თავი შეიკავონ არაპროფესიონალებმა, მათ უბრალოდ მიიღონ რჩევები..