ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არავინ აღარ განავრცო ეს თემა. ავიღებ ჩემს თავზე ამ საქმეს და ჩამოვწერ უამრავ იუზერს მაღალი სტატუსებით. მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ, რა დამსახურებისათვის მიიღეს ეს სტატუსები და რამდენად ლოგიკურია უფუნქციო და არააქტიურ იუზერებზე მსგავსი სტატუსების დანაწილება და გაფლანგვა:
Photographer: ANUKA archigio chaba dat21 erekle GOREC Gottfried Lenz off Gruzinus_Vulgaris Kikala kotetbeli Liza Niniashvili mariami N-JIO n.n.n Nika Pkhakadze Nikala Olegito pantazia - შემოდის ხოლმე საიტზე, არ აფასებს, ფოტოს არ დებს, არ აკომენტარებს. Photoanima Photo_amateur qonguri Rasta sabai Sebastian Shota Megrelishvili TABASCO tabu Tato Unc
Amateur+ 7day alienoty beshqena BZIK Cyb devil fani GrigolS Guka_David Gilmour InvisibleM Irakli Medoshvili kakhabera Kamikadze keto kitesa krea Lasha Ghughunishvili lika Maia Chkhaidze Mia MRme Nata NeoArt nicalagua nikka nikusha Nikusha23 Nino Tabutsadze November Rain oshkhe Otar Ratiani riko sandriko Sebastiao_Salgado Sikvdila Sophie Berdzenishvili squee Tarkhan Gasviani toma vaxtanga vaxxx zurikela _vato_
Moderator Moderator Moderator-1 Moderator-2 Moderator-3 Moderator-4 Moderator-5 Moderator-6 Moderator-7 Moderator-8
(ძალიან ბევრი იუზერი ამოვშალე ამ სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მახსოვს 2 წლის წინ იყენებდნენ ამ სტატუსებს, თორე სია გაცილებით ბევრია.)
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: მეც და ბევრ სხვასაც რატომღაც სასწაულად გამიჭირდა რაღაც სტატუსის მიღება, მაშინ როდესაც უამრავია, ვისაც არც კი უნახავს ეს სტატუსები რომ მიიღო ან, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი აქვთ, 2 წელი გავიდა და არც კი გამოუყენებიათ. უამრავი ამატეური მეგულება ამ საიტზე ვისა არასოდეს უნახავს ეს ნიკები ანტებული ბოკეზე. მეც კი ბევრი მათგანი არასოდეს მინახავს აქტიურ ფაზაში, არადა 2007 წლიდან ამ საიტზე ვარ !
უნდა გადახალისდეს საიტი,, ასე არ შეიძლება.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! ფოტოგრაფი იმიტომ იღებს ფოტოს, რომ ჰყავდეს მნახველი, თქვენ ფოტოების გახსნაც გეზარებათ და თან ამ დროს აქტიური საიტი გინდათ. ახალმოსულებს არაფრად არ აგდებთ, გეგონება თქვენ ეგრევე პროფესიონალურად დაიწყეთ გადაღება. თუ არ მოინდებთ, არაფერიც არ შეიცვლება ამ საიტზე. მე მინდა, რომ შეიცვლოს უკეთესობისკენ და თქვენც სცადეთ.
მართალია მე დიდიხანია აღარაფერი დამიდია და ნუ პრონციპში გადაღებითაც აღარაფერი გადამიღია მას შემდეგ რაც აპარატი გავყიდე,მაგრამ შენ რატომ გაწუხებს ეს ყველაფერი ვერ მივხვდი : )))))))) არჯობია ამ ენერგიის ხარჯვას რაც ამაზე ფიქრს და წერას მოანდომე ისევ და ისევ რამე გადაგეღო? : )) (საწყენად არ ვამბობ)
MRme, შენს კომენტარშივე ჩანს, რომ საერთოდ გალერეასაც არ ათვალიერებ, თორემ ნახავდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იუზერი ისევ მე ვარ და მუდმივად ვტვირთავ ახალ-ახალ სურათებს.
მითუმეტეს თუ აქტიური ხარ საერთოდ რატო გინდება სტატუსებზე წერო : ))))) ყოველთვის ყველაზე ღრმად "მეხატა" სტატუსი .ვიღებდი იმას რაც მინდოდა რო გადამეღო და ვდებდი. get relax man -_-
ამას არ ვგლოვობ ამდენი ხანია. თუ გვკიდია ყველას დავიკიდოთ ბოლომდე და აღარც სტატუსები გვჭირდება, თუ არ გვკიდია ვიაქტიუროთ. მხოლოდ ყიდვა გაყიდვისთვის თუ ფუნქციონირებს ეს ფორუმი მაშინ მე მკიდი. ასე რომ ჯობია ეს სტატუსები რომ აქვთ მიცხობილი მოუშორებელი ტალახივით, გავუწიოთ დახმარება და ჩამოვაშოროთ. და ვინც აქტიურია და ღირსია იმას მივცეთ. თუ არადა ბოლომდე დავიკიდოთ ყველამ და ვიყოთ ისე როგორც ვართ.
პ.ს. მადლობა კეშა რომ ვიღაცეების არსებობა შემახსენე. ზოგიერთი ნიკი რომ არ მენახა ეხლა არც არასდროს გამახსენდებოდა მათი არსებობა
ახლა მაინც მიხვდებით ვისაც გაინტერესებთ რა დღეში ყოფილან საიტის მესვეურები თავის დროზე
კარგია რომ გაწუხებთ ეს საკითხები. ერთს გეტყვით, ჩვენი დღე და ღამე აქ ჯდომით იყო ის რაც იყო, (აქტიურობაც, აურზაურიც, ინტერესიც). თუ გინდატ იგივე ინტერესი გაჩნდეს დაივიწყეთ დაღლილობა და ცუდი ხასიათი, მეტი დრო გამოუყავიტ ბოკეს თან მთელი დღის განმავლობაში და სულ რაღაც 10-15 კაცი ამის გამკეთებელი საკმარისი იქნება რომ ყველაფერი გამოცოცხლდეს და ძველებური ჟრიამული ატყდეს აქ. დამიჯერეთ ყველა საიტს ხალხი ქმნის და ხალხივე უდგამს სულს.
რაც შეეხება სტატუსებს ეგ ხომ საერთოდ სასაცილოც აღარ არის კარგა ხანია.
ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ განვითარების გეგმა შეიმუშაოთ, გამოიტანოთ სასჯავროზე, ავწონ დავწონოთ ყველამ ერთად და ჩემი თავიც გენაცვალოთ ყველაფერში დაგიწერთ მხარს.
შეგიძლიათ? გააკეთეთ! აქ საუბარი არ იქნება საკმარისი? შეიკრიბეთ და დაილაპარაკეთ. მეც საჭიროდ ჩამთვლით? ცემი თავი გენაცვალოთ.
(თავის დროზე ჩვენ არავინ არ დაგვდგომია გვერდით, სწორეთ რომ 10-15 კაცი იყო და ... მას მერე ბარე 8წელიც გავიდა)
Mე დიდი ხანია სურატი არ ამიტვირთAვს რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ვისაც არ მოსწონს ჩემი სტტუსი შEგიძლიათ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დამიკლოთ, არაა პრობლემა, ოღონდ წინასწარ დამიკავშირდით რომ გული არ გამისკდეს ნერვიულობით
Mikheil Samkharadze, Mაგას არც აქვს მიშა მმიშვნელობა ვწერივარ თუ არა. ჩემთვის პირადად სტატუსი მე10 ხარისხოვანია გინდ ბოკეზე დ. Gინდ ფოტოსაიტზე და ეგ დავაფიქსირე, ასევე ვურჩევ სხვებს. Dაიკიდეთ სტატუსი და შეფასებები და უბრალოდ სიამოვნებისთბის გაფაიღეთ მე ძალიან მწყდება გული რომ ცხოვრების ამ Eტაპზე გადასაღებად ნამდვილად არ Mცალია
სტატუსი დარმუნებული ვარ მიშასაც კიდია.. უბრალოდ რა მომენტია იცით? სტატუსი რომ გაქვს მაღალი უფრო მეტ ფოტოს დადების საშიალება გაქვს... და ერთგვარი წახალისებაცაა რომ ხალხი და საიტი შენს შემოქმედებას აფასებს და პატივს სცემს )))
Amateur ებზე არ არის აქ ლაპარაკი, შესაბამისად არც ჩემზე მაგრამ მაინც დავწერ
ადრე თითქმის მთელი დღე მქონდა ჩართული ბოკე, ნუ როცა სახლში ვიყავი და კომპიუტერთან მიმიწვდებოდა ხელი ფოტოებსაც ვტვირთავდი სიამოვნებით. მაშინაც იყო რა თქმა უნდა იგივე "პაპსავიკობა" მაგრამ საღი აზრი მაინც ჭარბობდა. არ ქონდა დიდი მნიშვნელობა ფოტო "ღირებულებას" მთავარია გიცნობდნენ, ეს ცოტა ინტერესს უკარგავს თნდაც მაგ სტატუსს არც დრო მაქვს, არც კამერა და არც ინტერესი, უბრალოდ დიდი სიყვარული და კარგი მოგონებები გამაჩნია ამ საიტის მიმართ ახლა უბრალოდ განტვირთვისთვის ხანდახან შემოვდივარ, მართალია ფოტოებსაც იშვიათად ვიღებ, მაგრამ რაც მიყვარდა ისევ მიყვარს
მარტო შინთვის თუა გათიშული არ ვიცი. ხან და ხან ხდება სერვერზე რაღაც პრობლემები მაგრამ სწორდება უმოკლეს დროში, ჩვენთან კიარა ტვიტერს და ფეისბუკს მოსდის ავარიები. ვფიქრობ ეგ ყველაზე ბოლო მიზეზია რომლის მოყვანაც შეიძლებოდა, ახლა თუ "პრიჩინაზე"ა საქმე მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამ თემას. მარტივი დასკვნა გააკეთე: ცუდი საიტი ცუდი ადმინისტრაცია თავის იუზერებით და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვა საიტებიც არის და აქ რა დამკარგვია.მორჩა პრობლემები , აიწყობ უდარდელ ცხოვრებას.
კარგი თემაა... მე არაფერი მეთქმის ჩემს სტატუსზე. მაგრამ არის კარკვეული ნაწილი, რომელიც უდავოდ იმსახურებს უფრო მაღალ სტატუსს. ამ უკანასკნელს თუ აზრი არ აქვს, რისთვისაა ? ვფიქრობ. საკმაოდ კარგი სტიმულია მაღალი სტატუსი... საიტს პრობლემები აქვს ხოლმე, მაგას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ისეც არა, როგორც ჭალომ თქვა. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რათა გამოცოცხლდეს საიტი
მემგონი საერთოდ ვერ მიხვდით რატომ გავხსენი ეს თემა: იქნებ, უფრო მეტი დაინახოთ, ვიდრე ყურით მოთრეული "სტატუსზე წუწუნი"? ჩემი სტატუსი აბსოლუტურად მაკმაყოფილებს და არ გავკადნიერდები, ამაზე მეტი მოვითხოვო, თუ გალერეის ლიმიტი არ შემზღუდავს.
ვიღებ ძალიან ბევრს, კარგი/ნორმალური ფოტოებიც გამომდის ხანდახან, სიამოვნებასაც ვიღებ. მაგრამ იმედია ყველა ვთანხმდებით, რომ ფოტოგრაფი, რაც არ უნდა კარგად იღებდეს, მას სჭირდება მნახველი და ამიტომ ვტვირთავთ ფოტოებს საიტებზე. ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს საიტი და გვინდა, რომ აქ გვყავდეს დამთვალიერებელი, ვითხოვთ სულ მცირე რამეს. ადამიანი რომ 2-3 წელი საიტზე გყავს და არაა ცუდი ფოტოგრაფი, მას სტიმული სჭირდება. ამ ადამიანს წყინს, რომ ხედავს ვირაცას, ვინც 6 თვის წინ შემოვიდა საიტზე და უცებ მიაკერეს მწვანე ფერი. ბევრმა წაშალა გალერეა და საერთოდ აღარ შემოდიან. ეს არის მენჯმენტის არარსებობის ბრალი. ერთი იუზერის თავზე ხელის გადასმით, არ უნდა დაკარგო ათი მომხმარებელი. ვინც ამდენს ვერ ხვდება, საერთოდ ნუ გამოეხმაურება ამ თემას რა!
სწორედ მაგის გამო ჩამოვწერე ის გრძელი სია არააქტიური წევრების, რომლებსაც არეფრში არგიათ ეგ სტატუსები, მიეცით მას, ვინც არის საიტზე, ვინც საიტს აცოცხლებს, შემფასებლებიც იქნებიან, დღის ფოტოც ხშირად გამოიცვლება და საერთოდ უფრო მიჯაჭვულები იქნებიან საიტზე, ვიდრე აქამდე იყვნენ. მე თუ აღარ მინდა ეს ბოკე და საერთოდ არ შემოვსულვარ 3 წელია, რა ჭირად მარგია ეს სტატუსი, საფლავში წავიღებ თუ გადავდნობ?? მემკვიდრეობით გადაეცემა კაცო??
ერთ-ერთი მთავარი თემა არის მოდერაციის არარსებობა საიტზე: მიეცით ვინმეს ეს მოდერატორის იუზერი, ვისაც ექნება სურვილი და დრო. რა გახდა საიტზე ერთი მოდერატორი?
error404, შენ რომ დღემდე ამატეური იყო და მე მასტერი, რომელიც აშკარად ვერ ვიღებ შენზე უკეტესად დამიჯერე გაგიტყდებოდა და გაგიჩნდებოდა დაუფასებლობის შეგრძნება. დაფასება და წახალისება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. არ სეიძლება სეფარდებითი სამართლიანობა.
ეს პოსტი ჩემთვის არ დამიწერია, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს !! სადაა ლოგიკა? ჩემმა დამ რომ ფეისბუქზე პოსტი დაწერა და 240 კომენტარი დაიწერა და ყველა რომ შემოცვივდა ბოკეზე, ჩემს დას თავისთვის კი არ გაუკეთებია ეგ!!
სტატუსების გაფლანგვა ? პურს გთხოვს რომელიმე ამ უიზერთაგანი, ხელფას უხდი თუ რა ?
პირადად მე ვხედავ ჩემს სახელს ამ სიაში და მინდა გითხრათ რომ თამამად შეგიძლიათ ჩამომიქვეითოთ რადგან უფუნქციო და არააქტიური იუზერი ვარ : ))) პლიუს ამას იმ ასაკში აღარ ვარ საიტზე სტატუსი ბევრს ნიშნავდეს ჩემთვის.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! -----
ამაზე მინდა გითხრა რომ ხუთი და ექვსი წლის წინ როდესაც ვაქტიურობდით და კვირა არ გადიოდა ფოტო არ გადაგვეღო ან კომენტარი არ დაგვეწერა ვიყავით სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. ახლა სხვა პრიორიტეტები გვაქვს ცხოვრებაში.
ყველა ადამიანს თავისი სტატუსი აქვს ცხოვრებაში, აქ რა ექნება ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არაქვს. ზოგი ამატეურია და იმ ფოტოგრაპზე უკეთ იღებს მთელი რიგი რეფორმები და რეკონსტრუქციები რო უნდა ამ საიტს ნათელია
მე კიდევ მხოლოდ ფორუმში ვაკტიურობ... გალერას 1ხელ დავათვალიერებ, ვისაც შესაფასებელი აქვს იმას ვუფასებ და გადმოვდივარ ფორუმში... იმის გამო რომ 3 დღეში 1ხელ ვდებ ფოტოს, ხანდახან მავიწყდება ფოტო რო მაქვს ასატვირთი და ყოფილა შემთხვევები როცა თვეზე მეტიც იყო გასული გალერეაში რო არ ვიყავი მოკლედ მე მინდა ლიმიტის გაზრდა
P.S ჩემი აზრით გალერეაში ლიმიტები უნდა შემცირდეს... რა ამბავია მაგის დედა ვატირე 3 დღე
რადგან ყველა ვთანხმდებიტ (მეტნაკლებად), რომ საიტზე არის რაღაცები გამოსასწორებელი, მოვიფიქროთ, დავსხდეთ, ვისაც ეცლება ადმინისტრაციიდან და ვისაც სურვილი ექნება ზოგადად შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. კარგი შეკრებაც გამოვა და იმედია ნაყოფიერიც იქნება
გადაიღეთ, ატვირთეთ, შეაფასეთ, გაუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება, დაუსვით კითხვები, იაქტიურეთ და გექნებათ ესოდენ საოცნებო სტატუსები. დღეს სეიძლება უმრავლესობა აღარ აქტიურობს, მაგრამ მაშინ, როცა მიიღეს ეს სტატუსები, ფაქტიურად მეორე სახლი იყო ბოკე. ერთი სული მქონდა ლიმიტის დრო როდის გავიდოდა რომ ახალი ფოტო ამეტვირთა. მე პირადად ჩემს სტატუსს ვაჩუქებ ვისაც უნდა, ნაკლებად მნიშვნელოვანია სახელის ქვემოთ რა მეწერება.