BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ლომისობა..., 2009 წელი ....

| |
DIKARKA
post Jun 12 2009, 02:11
#1 

Amateur+ Amateur+
28,968


ძალიან მინდა ქვე "ტექსტი" გავაკეთო იქამდე სანამ დავწერ რეპორტაჟს -)))

2008 წლამდე არასდროს მსმენია ამ დღესასწაულის შესახებ...კახას და ლიუს Fოტოების და არა მარტო ,იყო კიდევ ბევრი ისტორია( ერთი განსაკუთღებით დასამახსოვრებელი როგორ აჩერებდა ლიუ მთიდან ჩამოვარდნილ ქალს-))) ნახვის და მოსმენის შEმდეგ დავინტერესდი ამ დღესასწაულით .
აღმოჩნდა რომ ძალიან საინტერესოდ აღნიშნავენ.

იმისათვის რომ მოვხვდეთ ლომისის ტაძარში ,საჭიროა ჯერ მლეთაში ჩასვლა და იქიდან ზუსტად 15 კილომეტრი ( როგორც მითხრეს,პასუხს არ ვაგებ ციFრებზე ) Fეხით ასვლა ზევით მთაში,არანაირი ტრანსპორტი. არის ასევე ტრადიცია ამ მანძილის გავლა Fეხშიშველა ,თუმცა ეს მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული ,მინდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მხვდებოდა Fეხშიშველა და ხატით ხელში ....

ხოოდაა ეს ყველაFერი რომ გავიგე გადავწყვიტე რომ აუცილებლად უნდა წავიდე და გადაღEბით თუ ვერ გადავიღებ ,ვნახავ მაინც თქო რა და როგორ ხდება...
სამწუხაროდ თანამგზავრი ვერავინ ვიპოვე ,ამ იმედ გაცრუებულმა ადამიანმა გადავწყვიტე რომ მარტო უნდა წავსულიყავი მთაში -))
ამ დროს აღმოჩნდა კეთილი ადამიანი ირაკლის სახით რომელმაც გადაწყვიტა თემის გახსნა (იმდენს ვწუწუნებდი რომ იძულებული გახდა -))) იქნებ ვინმე მიდიოდესო...
ვიპოვე 2 "მოკავშირე" -))))
ცუმბუშა და სტრინგერი -)))
სად გვქონდა მაშინ ჭკუა თორე კი დავრჩებოდით სახლში -))))

მინდა გადავახტე ასვლის პროცესს ,მხოლოდ Fოტოები საკმარისია ვFიქრობ,თან არც არაFერი "განსაკუთრებული" არ ხდებოდა -)))

და აი დაღამდა...ძალიან ბევრი ხალხი გარშემო,მაგრამ ყველა უცხო,მე ტაძართან ვარ უკვე ( ბიჭები დავკარგე სადღაც გზაში,ვურეკავ მეუბნებიან რომ ჯერ კიდევ ბევრი დარჩათ ამოსასვლელი)
საააშინელი სიცივე,ტაძარში მინდა შესვლა მაგრამ მაგასაც ვერ ვახერხებ რადგან უზომოდ დიდი რიგია,რაღა დამრჩენია ჩავდექი რიგში -)))
როგორც იქნა ნახევარ საათში შევაღწიე შიგნით,ძალიან ბევრი ხალხი აი ძალიაან .ჩანთა მოვიხსენი და ჩავაბარე ერთ ქალს რადგან ყველას რატომღაც ჩემი ჩანთა უშლიდა ხელს,მე კიდევ ძალიან მინდოდა იმ ტრადიციის გადაღEბა რაც თურმე ამ ტაძარში ხდება (ეს არც ვიცოდი იქვე ყვებოდნენ)-)))

ტაძარში არსებობს ჯაჭვი,რომელიც იწონის 60 კილოგრამს ,უნდა ჩამოიკიდო კისერზე და ერთი პატარა წრე შემოარტყა ,ამბობენ რომ ცოდვებისგან განიწმინდები და ასევე გაუთხოვარი საქალბატონეები იმის გამო ატარებენ მას რომ მალე საქალბატონეები აღარ იყვნენ -)))))
მე კი მეცინება არა და იმდენი ხალხი იდგა ამ ჯაჭვის რიგში რომ...

ხოდა ამ გადაღEბას გადავყევი,მაგრამ ამავდროულად გამახსენდა რომ მინდა ლინზის შეცვლა,ლინზა კდიევ ჩანთაში იდო,წავედი იმ ქალის საძებნელად ვისაც დავუტოვე ჩანთა და რა გგონიათ?!
როგორც თქვენ ნახეთ ისევე მე -))))))))))
მართლა არ მჯეროდა რომ ტაძრიდან,დღესასწაულზე შესაძლებელია ასეთი რამ მაგრამ...Fაქტი სახეზეა -))))
ჩემი ლინზა 50მმ,ზენიტი,საბუთები,Fული, ბოლოსდაბოლოს ჩემი ბოკეს მაიკაც მანდ იყო -)))))) ყველაFერი შეეწირა ,ასე რომ ირაკლი მაიკა შენზეა -P
-)))))
იმ ღამეს მერე რა ხდებოდა ტაძარში მართლა არ მახსოვს,ერთადერთი დილის 5 საათზე როდესაც დავინახე ცუმბუშა ყველაზე ბედნიერი ვიყავი მემგონი ,მერე ბესო ( სხვათაშორის მაგის ჩანთაც უკვალოდ გაქრა -))))))
დილის 6 საათი ,საშინლად წვიმს ,ცივა ,აღარაFერი აღარ გვინდა იმის გარდა რომ წავიდეთ სახლში ,შეგხვდა ლიუ ( რამ აგიყვანა ბიჭო იქ მეორედ ?-))))
ვსე მივდივართ სახლში ,მაგრამ როგორ?!
ამ წვიმაში,საშინელი ტალახი,ცივა ვიყინებით თან იმაზე ვნერვიულობ ახლა აპარატიც რომ დასველდება... რომ გაFუჭდეს ( სრული ბედნიერებისთვის ეგ მინდა კიდევ -)))))Fეხსაცმელი საშინლად სრიალებს ...
ბიჭები ჩასულები არიან უკვე და მე ვერ ვინძრევი ადგილიდან ,ისე მისრიალებს ტალახში Fეხები ,ზუსტად ვიცი ნაბიჯი რომ გადავდგა წავიქცევი...
დამემართა ნევროზი -)))))))))))
ცხოვრებაში არ მიწუწუნია ამდენი ,მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეა .
ვერაFერს ვერ აკეთებ,ადგილიდან ვერ ინძრევი,გცივა,მოდის წვიმა ,არაFრის გაკეთEბა არ შეგიძლია საერთოდ ...

ჩასვლა ბევრად რთული ჰყოFილა ამოსვლაზე და იმასაც მივხვდი რომ არასდროს წავალ მეორედ ლომისის მთაზე და კიდევ არც ერთი კადრი არ მიღირს იმ განცდას რაც 10 მაისს დილით მქონდა -))))
4 - 5 საათის შემდეგ დაახლოებით შეიძლება ცოტა მეტის ,უკვე მლეთაში ვიყავით ,ცუმბუშას უზომოდ დიდი მადლობა რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ვინც მთაში წავიდეს ისე რომ არ იცოდეს სად მიდის... -))))))

სამივეს ძალიან გვინდა რომ ეს დღე დამთავრდეს -))

"მარშუთკაში" ჩავჯექით როგორც იქნა და გვგონია რომ ყველაFერი კარგად არის და უცეებ... "პაკრიშკა" ჩაეFუშა თუ რაღაც -))))ეგ არაFEრი შეცვალა ნახევარი საათის მერე ისევ იგივე პრობლემაა -))))საბოლოოდ გამოვყევით პირველ "მარშუთკას" რომელიც თბილისისკენ მოდიოდა -)))))

ნუ აი საააშინელი "მოგზაურობა" გამოგვივიდა ,უსაშინლესი ,ახლა კი მეცინება მაგრამ აი ის 24 საათი არასდროს დამავიწყდება მართლა -))))

ხოდა ბედნიერი ვარ იმით რომ ვარ სახლში ,ჩემს ოთახში და ლეგენდარულ კითხვაზე : " მთა უFრო გირჩევნია თუ ზღვა?" ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის ვიტყვი
ზღვაააას
-)))))

Приятного Просмотра -)))))

ეს პირველი გაჩერება მლეთა


ამ წესის შესახებ დამავიწყდა მეთქვა კიდევ -)))
ბავშვები ( 12 წლამდე თუ არ ვცდები )
იქამდე სანამ მამაკაცები ავლენ მთაში,უნდა დაწვნენ მიწაზე და თითოეულმა მამაკაცმა უნდა დააბიჯოს Fეხი ,რომ დიდები გაიზარდონ და ჯამრთელები
-)))))


ასვლის პროცესი




ნახევარი გზა განვლილია ... ლოცვა მტაში,რათა მეორე ნახევარი მშვიდობით გავიაროთ -)



ტაძარის მივუახლოვდი



რიგი ტაძრის შესასვლელთან


ჯაჭვის ტარების ცერემონია


და ბოლოს
მინდა ვთვა რომ აი ეს "ტრადიცია" არის საზიზღრობა საყურებლად ...
გარშEმო სულ სისხლი...
"Жертвоприношение" (ქართულად მომიტევეთ მართლა არ ვიცი ეს როგორ არის -))




 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MaStErOFmAsTeRs
post Jun 12 2009, 10:01
#2 

Amateur+ Amateur+
7,000


აუ ბოლოს წინა ფოტო არის სუპერ! საღოლ ძინკა DDDD.gif კაი რეპორტაჟია : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TATI
post Jun 12 2009, 10:13
#3 

Photographer Photographer
5,420


ეს ფოტო (დანით) კარგი კადრია სრულ ინFოს იძლევა გარემოზე.

ერთხელ საფულე ამომაცალეს ტაძარში. ნათლობაზე ვიყავი და ჩანთა ხის სკამზე დავდე კედელთან (გვერდზე ვიდექი, ვიღებდი...) უსიამოვნო გრძნობაა, მესმის. ალბათ გეტყოდნენ რას ენდე უცხო ქალსო. არადა ელესიაში? მერე რა, იმდენნაირი ადამიანი არსებობს რას გაიგებ. ეგ ფილმებში ეშინიათ ვერცხლის წყლის ვამპირებს :P
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post Jun 12 2009, 11:12
#4 

Amateur+ Amateur+
1,182


ბოლოს წინა რა სასტიკი ფოტოა DDDD.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gottfried Lenz off
post Jun 12 2009, 11:17
#5 

Photographer Photographer
1,124


მერვე და მეცხრე ძალიან კარგია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nini
post Jun 12 2009, 12:52
#6 

Amateur Amateur
4,014


ლოლ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif ვიხალისე რეპორტაჟზე არადა ძალიან მაინტერესებს არასდროს არ ვყოფილვარ დიკარკამ კიდე ხალისი დამიკარგა
და ვინმე იყო წელს?? angel.gif angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Jun 12 2009, 13:30
#7 

Amateur Amateur
15,132


რა გემრიელი მოყოლა იცი ხოლმე : )

ძალიან მინდოდა მეც წასვლა sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jun 12 2009, 13:32
#8 

Amateur+ Amateur+
3,330


ხვალ დავასკანერებ ფოტოებსდა გავაგრზელებ რეპორტაჟს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Jun 12 2009, 14:39
#9 

Amateur Amateur
6,513


აიიი ასეთი მოყოლით კიდევ უფრო გამიჩნდა მანდ წასვლის სურვილი.. აიი ძააალიანნნნნ!!!
მეც მინდოდდააა და მომავალ წელს ყველანაირად ვეცდებიიი არ გამოვტოვოო!!!!
საღოლლ დინ!!! კარგიი რეპორტაჟიააა !!
და ფოტოებიიი კაცი დანით და ბიჭი დროშით, შავთეთრი.. საღოლლ!!!!!!


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Jun 12 2009, 16:33
#10 

Amateur+ Amateur+
5,674


ვახ რა ექსტრემი ყოფილა, დასანნია რომ ვერ წამოვედიი, აუ რას ვიხალისებდით, მარა აი მსხვერპლშეწირვის დანახვაზე ცემს მოსულიერებას მოუნდებოდით 2 საათი, ღმერთმანი blink.gif blink.gif blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
stringer
post Jun 12 2009, 20:21
#11 

Amateur Amateur
3,660


ყოჩაღ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofo Uznadze
post Jun 12 2009, 21:05
#12 

Amateur Amateur
10,118


ძალიან ვიხალისე DDDD.gif მაგარი დრო გაგიტარებიათ DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jun 12 2009, 21:45
#13 

Amateur Amateur
1,281


უი შე ბეჩავო DDDD.gif

ხალხს რომ რაღაცებს პარავდნენ გაგონილი მქონდა, ეგ რა არი ერთს ჩაეძინა და ფეხსაცმელები აწაპნეს DDDD.gif

მერე რაღაცაში გიცვლიან თურმე DDDD.gif

კარგად გადარჩენილხარ, კიდევ კარგი ვინმე ველურმა ვაჟკაცმა არ მოგიტაცა ცხენით DDDD.gif



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
battery is low
post Jun 12 2009, 21:47
#14 

Amateur Amateur
3,139


კარგად გადარჩენილხარ, კიდევ კარგი ვინმე ველურმა ვაჟკაცმა არ მოგიტაცა ცხენით


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Oto Gordeladze
post Jun 12 2009, 23:37
#15 

Amateur+ Amateur+
4,138


ძალიან კარგი რეპორტაჟია... საინტერესო შესავლით DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LilacWine
post Jun 13 2009, 00:01
#16 

Photographer Photographer
3,940


ამ ბოლო დროს ვამჩნევ რა მაზოხისტურ ტენდენციებს საკუთარ თავში, ამ ისტორიის მერე უფრო დამაინტერესა ლომისობამ.. ოდა როგორც უკვე აღინიშნა ბოლოს წინა ფოტო ძალიან მაგარიაო.. და ის დროშიანი სადისტი კაცი კიდე, ბოვშებს რო უნგრევს ძვლებს..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Jun 13 2009, 02:49
#17 

Amateur Amateur
6,513


QUOTE
ამ ბოლო დროს ვამჩნევ რა მაზოხისტურ ტენდენციებს საკუთარ თავში, ამ ისტორიის მერე უფრო დამაინტერესა ლომისობამ.. ოდა როგორც უკვე აღინიშნა ბოლოს წინა ფოტო ძალიან მაგარიაო.. და ის დროშიანი სადისტი კაცი კიდე, ბოვშებს რო უნგრევს ძვლებს..


მეც მანდ ვარ .... )))))))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jun 13 2009, 11:29
#18 

Amateur+ Amateur+
28,968


tsumbusha,
stringer,

არაFერი გაქვთ თქვენ მოსაყოლი ? gavcitldi2.gif angel.gif
-)))))
Fოტოები დადეეთ
-P
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jun 13 2009, 12:17
#19 

Amateur+ Amateur+
3,330


დიკ ფოტოებს რო დავდებ თანმოვყვები smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jun 13 2009, 14:00
#20 

Amateur+ Amateur+
28,968


http://www.dikarka.ge/index.php?a=images&lang=en&cid=192

აი აქ არის ლომისობის Fოტოები და ნახეთ თუ გინდათ angel.gif
-)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Jun 13 2009, 14:15
#21 

Amateur Amateur
11,533


რა მაგარია! კარგია ასეთი თავგადასავლები! ძაან მიყვარს!

მეც ბევრი გადამხდენა მაგრამ შენგან განსხვავებით სიამოვნებით ვიხსენებ smile.gif

გმადლობ რეპირტაჟისთვის
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lama
post Jun 13 2009, 14:48
#22 

Amateur Amateur
6,485


DIKARKA,
გაიხარე ძალიან კარგი აღწერა და ფოტო კადრებია smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Jun 13 2009, 17:21
#23 

Amateur+ Amateur+
9,217


QUOTE
ჩემი ლინზა 50მმ,ზენიტი,საბუთები,Fული, ბოლოსდაბოლოს ჩემი ბოკეს მაიკაც მანდ იყო -))))))
-)))))

მე ამას ვერ გადავიტანდი blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Jun 13 2009, 18:02
#24 

Amateur Amateur
15,132


10 ივნისს გოგო DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jun 13 2009, 18:11
#25 
Unregistered





მაშ რა გეგონათ ლომისაში წასვლა

როგორ გამომრჩა sad.gif(((((((((((((((((((((((((((((( გადაუტანიათ 18ში ველოდებოდი
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Jun 13 2009, 18:44
#26 

Amateur Amateur
15,132


ეს კაცი მეც ვნახე შარშან smile.gif

და კახას ლომისობის ფოტოზეცაა თუ არ ვცდები smile.gif





 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Atanas
post Jun 14 2009, 02:08
#27 

NewBie NewBie
427


rolleyes.gif საკმაოდ საინტერესო რეპორტაჯია..
ტუმცა მე ვერ გავიმეტებ ვერასოდეს ლომისისათვის ჩანთას და ლინზას lol.gif


tsa tsa.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
xako11
post Jun 14 2009, 10:56
#28 

Amateur Amateur
910


ყოშმარი blink.gif

ნეტ სლოვ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
battery is low
post Jun 14 2009, 12:25
#29 

Amateur Amateur
3,139


[quote=batukela,Jun 13 2009, 18:44]ეს კაცი მეც ვნახე შარშან smile.gif

და კახას ლომისობის ფოტოზეცაა თუ არ ვცდები smile.gif



მეც მახსოვს ეს კაცი ყოველ წელს დადის angel.gif

იმდენად დიდი სიამოვნებაა რომ არაფერია ჩანთის და ზოგადა რაიმეს დაკარგვა : ) (ჩ/ა)

მე არასდროს გამიგია მსგავსი ისტორიები მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი ხდება ..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jun 14 2009, 14:42
#30 

Amateur+ Amateur+
3,330


მაშ ასე ცოტას მოვყვები როგორ მოვხვდი ლომისობაზე, სრულიად შემტხვევით ღამის პირველ საათზე გავიგე, რომ მეორე დღEს იყო ლომისობა, დიკარკამ მე მივდივარ წამოდიო და შემდეგ მე ბესოს დავუკავშირდი და გადაწყდა წასვლამეორე დღეს სამი საათისთვის, მე და ბესომ სულ არ ვიცოდით სად ავდიოდით გვეგონა მარშუტკა იქამდე მივიდოდა lol.gif ვიყიდეთ არყები კოკაკოლები, ნაბეღლავები საჭმელები მოკლედ ჩანთა გავავსეთ და კი გახდა ერთი 40 კილო, დიკარკამ ჩანთით რო დაგვინახა დაგვცინა გგონიათ მაგას აიტანთ იქოო, ნუ ცვენ არ შევიმცნიეთ ვიფიქრეთ რას არ ავიტანდით, მაგრამ ავიტანდით კი არა გზადაგზა ვყრიდით რაც შიგ გვეწტო, საბოლოოდ ძლივს ავათრიეთ ერთი ხუთი საათის თრევის შემდეგ და იქ მოგვპარეს ეს სიმწრიდ ნათრევი ჩანთა DDDD.gif კაი კი ავედით მაგრამ მერე ? ღამეა ცივა მაგრად მე თხლად ვარ დაიწტყო წვიმა, დიკარკა ეკლესიაში სუ არც გაუგია გარედ წვიმდა თუ არა smile.gif მაგრამ მე და ბესო ხან ვის ქოლგის ქვეშ ვძვრებოდით ხან ვისი პარკის ქვეშ, თან გვაგდებდნენ გადით აქედანო DDDD.gif ბოლოს მაგრად დავსველდით ცოტა დავლიეთ მაგრამ არც მაგან გვიშველა, როგორც იქნა მეც შევედი თავაძრში და გათენდა ბესო გარედ დარჩა რისი მიზეზი ეხლაც ვერ გავიგე DDDD.gif ბოლოს როგორც იქნა გათღEნდა დიკარკა სუ თAვის ჩანთაზე ლაპარაკობდა როგორ დაკარკა smile.gif (ისე მეც დიდად დამწყდა 50მმ იანზე გული DDDD.gif) მგონია რო ყველაფერი მორჩა ვსო ეხლა ჩავალთ წყნარად გვეშველა, მაგრამ რა გეშველა შე ვაგლახო ეხლა იწყება თურმე ამოსვლას ვინ ჩივის ჩამოსვლა უარესი იყო თან წვიმდა მაგრა, თან დიკარკას ფეხი უცურავდა და ამ ყველაფერზე უარესი მისი წუწუნი იყო აღარ მინდა აქ ვრჩები ვსო და ასე შემდეგ smile.gif ბოლოს ცურვა ცურვიდ ჩამოვედით დაღლილები, ზომბებივით დავდიოდით ძლივს მივაღწიეთ მარშუტკამდე და გვეღირსა ჩვენი ნანატრი თბილისიც.

პ.ს. ხო მე და ბესო კინაღამ მთელმა ხევმა გაგვლახა ერთი კადრის გამო, ნასვამები გაგვეჭიმნენ რას ქვია უღებ ქალსო და ძლივს გამოვიპარეთ მე და ბესო თორემ კიდევ იქ უნდა ვიყოთ დღესაც სადმე ხევში გადაყრილები

ხო ფოტოები გადაღEბული ქენონ ეოს 1, 24-70მმ 2.8, ხო ფიერბი შავთეთრი კინოფირი და ფუჯი x-tra400- ით (ვის რაში აინტერესებს მაგრამ მაინც


მე და ბესომ დალევა ად ჭამა რო გადავწყვიტეთ უცებ ძროხის დაკვლა შევნიშნეთ ჩვენს გვერძე და ესევე მივარდით




 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 5th November 2024 - 10:07

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'