ეხლა ტანკთან როგორ აღმოვჩნდით იმ ისტორიას მოგიყვებით უცებ ბევრი დრო არ მაქვს და...
მოკლედ, ის ისტორია ხომ მოვყევი ხე რომ ვაპოზირე და მარშუტკა და მე ერთი სიჩქარით რომ მივქროდით... ხოდა მარშუტკა რომ გავაჩერე და წამოვედით ყველა ერთად, ბედნიერები... ხოდა გაგრძელება ისტორიის ტანკზე გამახსენდა რა ავედით მარშუტკაში და თავიდან ადგილები იყოოო... გაგვიხარდა, იასნა დავსხედით გავფართოვდით და 15 წუთში ნახევარი აჭარა იმ მარშუტკაში აღმოჩნდა ეგ არაფერი... მივდივარ და კი ვიცით რომ გობრონეთში უნდა გავაჩეროთ მაგრამ ეს გობრონეთი სადაა რავიცით ეხლა ანუ ზევით ვიყავით და მერე ქვემოთ მოვდიოდით, ანუ უკან რა, ბათუმის მიმართულებით ბათUმისვე მარშუტკით ხოდა ვთქვი რომ გობრონეთთან გაგვიჩერეთ მეთქი და ვიღაც ქალი გამოხტა, მე ვიცი სადაც გინდათ რომ ჩამოხვიდეთო, ნეტა რა იცოდა ეხლა სად ჩავდიოდით... ხოდა ჩვენც ეხლა იცისო და მივენდეთ ამ ქალის (ქალურ ინტუიციას ) ხოდა აშკარად ვგრძნობთ შინაგანად რომ ბევრს მივდივართ... ვახ მეთქი იქიდან ამდენი არ გვივლია და ეხლა რა ხდება? ხოდა ბავშვებმაც მართლაო და აააააააააუუუუუუ თურმე გაუტევია მარშუტკააააააააააას და სადღაა შენი გობრონეთი ჩაგვიყვანა ლამის ბათუმამდე მივხვდით რომ შარში ვართ რა გინდა რო ქნა? გავიხედეთ და ტანკი აუ ავტეხეთ ყვირილი ეს ტანკი ჩვენ არ გვახსოვსოოოოოოოოო ისაო ესაო და მოკლედ გავაჩერებინეთ მძღოლს და ჩამოვედით, აუ როგორ მინდოდა ის ქალი მეცემააააა... ხოდა ნუ მეტი რაღა დაგვრჩენოდა ტანკით უნდა გავრთობილიყავით : D ირაკლი კი გაერთო : D ვფიქრობდით მარშუტკა გავაჩეროთ და ეხლა უკან წავიდეთო, მაგრამ გადავწყვიტეთ ბარემ აქამდე (ეს "აქამდე" რა სოფელი იყო აი თუ ვიცოდე რა : DDD) მოვსულვართ და გადავიღოთო... და დავაწექით ფეხით ზევით სადღაც... ვიღაც დეიდებმა ყავაზე დაგვპატიჟეს, დიკარკას სახეზე ფერი აღარ ედო, ანანო როგორც ყოველთვის ლაპარაკობდა, ირაკლის, ესაა და ტანკზე ვიჯექიო, თავი პირველი კაცი ეგონა და მე როგორც ყოველთვის ამ ყველაფერზე მაგრად ვკაიფობდი : DDDD ხოდა ამ დეიდებმა შეგვიპატიჟეს და რომ ვუთხარით გობრონეთში ვართო, ხელი გაიშვირეს მთისკენ და "რაღაც ბუზისოდენა" რომ ჩანდა კი გაგვისკდა გული მაგრამ რას ვუშველოდით ?
ასე გავცდით გობრონეთს და მივიკარგეთ კინაღამ
ეს ის საბედისწერო დღე იყო, კინაღამ მგლებმა რომ შეგვჭამეს შუაღამეს ტყეში
ყველაზე მაგარი ის იყო, სუხო რომ გვირეკავდა წუთი წუთზე, - სად ხართ? - ტყეში - ხოდა რა ადგილააააას?