ეს თემა რატოა უყურადღებოდ? უშუალო ორგანიზატორებმა დაწერონ რა მდგომარეობაა, ხალხი გეგმავს გასვლას და შესაბამისად ყველა თავის გეგმას კორექტირებას უკეთებს ისე არ მოხდეს, რომ ვერც აქ და ვერც სხვა რამე შეძლონ უიკენდზე
არაა ძვირი არანაირად. როცა ასეთი ასე ვთქვათ ტურისტული პაკეტით მიდიხარ, ძვირი კი არა, ძალიან იაფია. გაარკვიეთ აბა რა ღირს ასეთი ტურები. 20 დღე 200 ლარი ყაზბეგში. გასაგებია, რომ ხალხი დასასვენებლად და აგვისტოსთვის ემზადება, მაგრამ ნაყოფიერი დასვენებისათვის ამაზე კარგი შანსი რა გინდათ. ბოლოს და ბოლოს 15 დღის ნაცვლად, რომ 12 დღით წახვიდე ქობულეთში, იმის ფასად, რომ მანამდე ყაზბეგი მოიარო და ეს ყველაფერი ნახო შეიგრძნო, მგონი ღირს რა... არ ვიცი, რა არის ამაში დასაფიქრებელი, თუ ვინმეს რამე განსაკუთრებული არ უშლის ხელს.
რამდენიმე დღის წინ ადიდდა მდინარე ჩხერი და დააზიანა ადგილობრივი წყალგაყვანილობა.
ყაზბეგი უწყლოდაა დარჩენილი.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები...
ალბათ დამეთანხმებით, რომ 30 კაცის კვება მაშინ როდესაც მოსახლეობა წყალს ზიდავს წყაროდან რთული საქმეა, სანიტარულ კვანძებზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომაც, ორგანიზატორებმა საჭიროდ ჩათვალეს ლაშქრობის გადადება. დიდი იმედ გვაქვს, რომ დაახლოებით 10 აგვისტომდე მოესწრება.