აგერ დავწერ ზემოთ ხსენებული ლინკის ქართულ ვარიანტს, ( მოკლედ).
ბოკე ანუ "BO-KE " წარმოიშვა სიტყვებისგან "Bo" Bone-დან და "Ke" Kenneth-იდან. Bone ნიშნავს რაიმე საგანზე მნიშვნელობის მინიჭებას, ხაზგასმას. ხოლო Kenneth ნიშნავს ისეთ სივრცეს რომელიც გარკვევით არ ჩანს, ბუნდოვანია, ანუ ფოტოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ- სივრცის ის არიალი რომელიც ფუკუსში არ არის და ბუნდოვანია.
აგერ მოვიყვან პატარა მაგალითს სურათის სახით.
ალბათ ხვდებით, რომ მოქმედება და ხაზგასმა გადატანილია ხის ტოტებზე, მთების გაბუნდოვნრბის ხარჯზე.

ძაან ლამაზი სახელია, მაგრად მომწონს.
რამხელა ახსნა ქონია კაცო ამას ნაღდად ვერ ვიფიქრებდი.
კლუბს სახელი ვინ მოუფიქრა? წავიკითხე, რამდენს მსჯელობდით სახელზე და ლოგოზე იქნებ ვინმემ დაწეროს მოკლე ისტორია, кто стоит у его истоков, ანუ სულ თავიდან - როგორ გაჩნდა იდეა, "გლავარების კამანდა" როგორ შეიკრიბა, მიზეზ-მიზან-პრინციპებიან-იდეებიანად
მოგესალმებით ყველას! წუხელ "ვიპოვე" ეს საიტი და სიამოვნებით დავრეგისტრირდი არ მინდა თავი კამათის მოყვარულად გაგაცნოთ, მაგრამ მსურს გამოვთქვა ის რაც მე ვიცი ამ ტერმინის შესახებ. "BOKEH" იაპონური წარმოშობის სიტყვაა. მისი ზუსტი შესატყვისი არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით "არაამქვეყნიურ სილამაზეს" ნიშნავს. საერთოდ ეს ტერმინი ფოტოგრაფიაში დაინერგა, როგორც ოპტიკის (ობიექტივების) არამატერიალური მახასიათებელი. ესე იგი, ფიზიკურ მახასიათებლებთან ერთად გამოიყენებდნენ ობიექტივის "მხატვრულობის" შეფასებისათვის. იგი ფონის ნახატის სილამაზეზე მიანიშნებდა. ფაქტიურად სუბიექტური, მაგრამ თვალნათელი "მახასიათებელი" სწრაფად დაინერგა ფოტოგრაფიულ სლენგში და ბოლოს დამკვიდრდა როგორც სრულფასოვანი ტერმინი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ვერავის მოუგონია მისთვის შეფასების რაიმე კრიტერიუმი. BOKE ან მოგწონს, ან არა.... მე ჩვენი BOKE მომწონს
e.k.a.t.e.r.i.n.a. ჩაფიქრებული მქონდა ერთი ჩემი ფოტოს "ჩუქება" პირველი ქალბატონისათვის, რომელიც აქ კეთილი სიტყვით გამომეხმაურებოდა. შენ ის დაიმსახურე და რა ცუდია, რომ თურმე მხოლოდ 72 საათის მერე შევძლებ ამას!