12 წლის ვიყავი ზენიტით გადაღება რომ მასწავლეს, მაგრამ აპარატი ყოფილა გაფუჭებული და მალევე მივანებე თავი. ის აპარატი ახლაც შენახული მაქვს. :-)) 15 წლისამ ვიყიდე ახალი მაგრამ ამ ზაფხულამდე max 2 ფირი მქონოდა გადაღებული. აწი ვნახოთ რას ვიზამ :-))
12ი წლის წინ ჩემი პირველი ხელფასით ზენიტი ვიყიდე ინტუიტიურად მუშაობა მალევე გახუნდა.
2წლის წინ საფუძვლიანად შესწავლის სურვილმა ყველაფერი გადაფარა, ბევრი გავიგე, შეყვარებაც მოვასწარი .
გადაღებას ვიწყებ დღეიდან, ამ წამს სანამ ამას ვწერ ველოდები ახალ აპარატს რომელიც გუშინ ჩამომივიდა NYდან და ეხლა უნდა მომიტანონ... ასე რომ, ათვლას აქედან ვიწყებ : )
ჰოოო თქვე ნიჭიერებო თქვენა... დევნაში ვერასოდეს ვიყავი ყოჩაღი და თუ გამოდის გამოდის თუ არადა... გატაცებით კი - ბალღობიდან, დიდი ინტერვალებით ეხლა დრო მზღუდავს და ე.წ. მატ სახსარი (ვრემია-ძენგი) ტაკ შტო პო ლიუბიწელსკი დავსდევ თავისუფალ დროს on my own
იმის მერე ბევრი დრო გავიდა: 1) 4 თვე უბრალო მოკვდავი ფოტოგრაფი ვიყავი 2) შემდეგ 1 წელი და რაღაც თვეები დიდი ზენიტიძე გავხდი 3) ეხლა უკვე გენიალური ნიკონიძე ვარ რასაც სულ მალე განახებთ და დაგიმტკიცებთ (არ გემუქრებით )
10 წლის ვიყავი ფედე_5 რო მაჩუქეს და კაი ხანი ვაჩხაკუნებდი პირის გარეშე თან მატყუებდნენ დევ ფირიო და პოზიორობდნენ კიდევაც.მაგრამეს ერთი წელია რაც დავიწყე შედარებით ზერიოზულად მაგრამ ეხლა ვდგავ პირველ და პატარა ნაბიჯებს
მე დავიწყე სადღაც 3 წლის წინ ისე მანამდეც ვიღებდი მარა მარტო ძველებურ მანქანებს(ბავშვური გატაცება იყო) მანქანები ახლაც მიყვარს მარა ახლა სხვა რაღაცეებსაც ვიღებ
3 წლის წინ ძაან საინტერესო მიზეზით დავიწყე გადაღება გოგოს გულისთვის გადავწყვიტე თბილისის ქუჩებში ხეტიალი შუა დეკემბერში და მასთან ერთად ფოტოების გადაღება... სახლში მქონდა KIEV 10 და ამოვქექე ეს კამერა სადღაციდან... ფირიც ჩავდე მარა აღმოვაჩინე რომ ფირი არ მიქონდა რა უნდა მექნა? შეთანხმებული გვქონდა უკვე დღე და საათი გადასაღებად გასვლისთვის... არა და მასთან შეხვედრა ძაან მინდოდა და არ მინდოდა ამ კამერისთვის ეს შეხვედრა გადამედო გადავწყვიტე არაფერი მეთქვა ავიკიდე ჩემი კიევი რომელშიც ფაქტიურად ფირი არ მედო და წავედი შეხვედრაზე... კარგად მახსოვს, იმ დღეს ალბათ ყველაზე მეტად შემცივდა ცხოვრებაში... მაგრამ ღირდა შეციება... 22 დეკემბერი იყო... 2003 წელი... ქარი ქროდა... მაგრამ მთელი დღე დავაბიჯებდით სიხარულით ძველი თბილისის ქუჩებში და ვიღებდით მე ჩემი უფირო კიევით და ის თავის ზენიტ ეტ-თი(როგორც აღმოჩნდა ისიც გაფუჭებული ყოფილა) ხო და მერე მართლა ვიღებდით რაღაცეებს
მერე ის გოგო მალევე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და ფოტოგრაფია დამრჩა ასე ჩემეულად და საყვარელ საქმედ... 2 წლის წინ Canon EOS 50E მიფეშქაშეს და ამან საერთოდ გასაღრმავა ფოტოგრაფია ჩემში
და 2 კვირაა უკვე ფოტოგრაფ დიზაინერად ვმუშაობ ფოტოსამყაროს ქსელში(ჰობი პროფესიათ ვაქციე რა ) მოკლედ რომ გითხრათ მე უკამეროდ ვეღარ ვჩერდები და რამდენად ვარ ფოტოგრაფი ეგ არ ვიცი, რადგანაც ფოტოგრაფიაზე მართლა არაფერი წამიკითხავს რაც ვიცი პრაქტკით და მეგობრებისგან(გუჯა, შოთ, ნიკა, კოტე, ეკა და ა.შ) ამ ხალხისგან ვისწავლე..
ახლა უკვე მეც მეკითხება ზოგი რაღAცას რაც ძაან მიხარია..
აუუუუუუუ რამდენი მიწერია რა მჭირს ეს? რაა? არ მეზარებოდა???!!! არა რა სიყვარულით ვწერე ამდენი თორე...