BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> Speedlite 430EX II, Canon-ის ახალი მაშუქი

| |
Magdu
post Jun 12 2008, 14:39
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


კომპანია Canon–მა გამოაცხადა ახალი კომპაქტური მაღალი სიმძლავრის მაშუქის Speedlite 430EX II (წამყვანი რიცხვი 43 (მ/ISO 100 105 მმ დროს)) გამოშვების შესახებ. მაშუქს გააჩნია ფართე დიფუზორი, რომელიც უზრუნველყოფს ფართეკუთხიანი ობიექტივებისათვის (14მმ–მდე) საჭირო დაფარვის კუთხეს



ოფიციალურ პრესს რელიზში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიახლე ცვლის Speedlite 430EX და გამოირჩევა ჩქარი და უხმო გადატვირთვით. ასევე სრული მართვით EOS–ის ტიპის სარკული აპარატების მენიუდან. მწარმოებლის აზრით აღნიშნული მაშუქის გამოყენებული იქნება როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალების მიერ, რომელთაც სჭირდებათ უნივერსალური მაშუქი ფართე შესაძლებლობებით.



მოწყობილობას აქვს მთელი რიგი ახალი ფუნქციები, მოხმარების დროს ის საგრძნობლად მოსახერხებელია. გადატვირთვის (გადატენვის) დრო შემცირებულია 20%–ით, ხოლო თვითონ გადატვირთვა ხორციელდება უხმოდ. ახალი მეტალის "თათი" მოდერნიზირებული კონტაქტებით უზრუნველყოფს მყარ შეერთებას კამერასთან, იმ დროს როდესაც ჩქარი შეერთებისთვის გამოიყენება დაჩქარებული მონტაჟის და მოხსნის ახალი მექანიზმი.

მანუალურ რეჟიმში გამოყენების დროს Speedlite 430EX II იძლევა ექსპოზიციის ზუსთად დაყენების შესაძლებლობას ბიჯით 1/3.

ამის გარდა EOS–ს ტიპის კამერებთან მუშაობის შემთხვევაში, ყველა პარამეტრი შეიზლება შეცვლილ იქნას თავად კამერის მენიუდან.

ეს სისტემა მთლიანად თავსებადია E-TTL II–თან, რომელიც განსაზღვრავს მანძილს გადაღების ობიექტამდე

Speedlite 430EX II ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მართვადი მოწყობილობა, მმართველი მაშუქის გამოყენებით გადაღებისას.

როგორც ცნობილია ძაბვის მცირეოდენი ცვალებადობა და მაშუქის სიკაშკაშეს შეუძლია დაარღვიოს თეთრის ბალანსი (მაგ. მიყოლებით გადაღების შემთხვევაში), აღნიშნულის კომპენსირებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც ხდება ფერის ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის გაცვლა მაშუქს და კამერას შორის, რის შემდეგაც მიღებული მონაცემები გამოიყენება ყოველი კონკრეტული კადრის თეთრის ბალანსის ოპტიმიზაციისთვის.

ეს ფუნქცია მუშაობს იმ ფოტოაპარატებთან, რომლებიც იმყოფებიან თეთრის ბალანსის ავტომატურ ან მაშუქის მიერ მართვის რეჟიმში.

EOS–ს ტიპის კამერებთან შეერთებისას, მაშუქი ავტომატურად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის "გამოსახულების მაჩვენებლით" აღჭურვილია აპარატი – სრულკადრიანი, APS-C თუ APS-H. "მაჩვენებლის" ტიპის მიხედვით ხდება მაშუქის ზუმირება, რის შედეგაცად ხდება დაფარვის კუთხის ოპტიმიზაცია და ენერგოხარჯვის შემცირება.

Speedlite 430EX II სხვა შესაძლებლობები შეიცავს სინქრონიზაციას 1 და 2 ფარდაზე, ექსპოზიციის კომპენსაციას, ასევე მომხმარებლის 9 ფუნქციის გაფართოებული ნაკრებს.



და ბოლოს, აღსანიშნავია რომ Speedlite 430EX II მაშუქისთვის გამოშვებულია ისეთი აქსესუარები როგორიცაა: კაბელი Canon OC-E3 და დამჭერი SB-E2.
OC-E3 კაბელით (აღჭურვილი დაჩქარებული ფიქსირების და მოხსნის მექანიზმით) Speedlite 430EX II შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც გადასატანი მაშუქი, რომლის დამაგრება შეიძლება მოშორებით.

დამჭერი SB-E2 სპეციალურად გამოშვებულია საქორცილო ფოტოსურათებისთვის და ფოტო კორესპონდენციებისთვის.

მისი საშუალებით შესაძლებელია მაშუქის კამერის გვერდით დამაგრება. ასეთი მიდგომით ხდება არაბუნებრივი ჩრდილების მოსორება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ობიექტის ერთ მხარეს საპორტრეტე ორიენტაციითს გადაღების შემთხვევაში (მაშუქის კამერის თავზე დამაგრების შემთხვევაში).

Canon OC-E3 კაბელი შედის კომპლექტში, ხოლო დამჭერი SB-E2 შეძენა შეიძლება დამატებით

ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sikvdila
post Jun 12 2008, 15:01
#2 

Amateur+ Amateur+
4,525


ფასი რა აქვს ბუნების ამ საოცრებას, არ წერია ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Ghughunishvili
post Jun 12 2008, 23:57
#3 

Amateur+ Amateur+
3,091


აუ მაგარი. მინდა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jun 13 2008, 01:18
#4 

Amateur+ Amateur+
11,513


აუ დიდი მადლობა მაგდუ მსგავსი იმფორმაციებისთვის
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Jun 16 2008, 22:51
#5 

Master Master
2,310


420 EX ჯერჯერობით ისე კარგად იქცევა, რომ პაწა ხანს იყოს კიდევ..მითუმეტეს რომ თითქმის არ ვიყენებ DDDD.gif . .

ისე, კარგი ვინმე ჩანს ეს ჯეელი. რამდენიმე სასარგელო ფუნქცია დაამატა ქენონმა - მატრიცის ზომაზე მოჯენა და 14მმ-ზე გაწელვა კაია, თამამ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Jun 16 2008, 22:56
#6 

Amateur+ Amateur+
3,033


QUOTE
ისე, კარგი ვინმე ჩანს ეს ჯეელი. რამდენიმე სასარგელო ფუნქცია დაამატა ქენონმა - მატრიცის ზომაზე მოჯენა და 14მმ-ზე გაწელვა კაია, თამამ.

თან High Speedის სინქრონის ღილაკი აქვს თუ არ ვცდები wub.gif

კარი რამეა, რადროს ვიყიდე ფლეში......
Added @
QUOTE
ისე, კარგი ვინმე ჩანს ეს ჯეელი. რამდენიმე სასარგელო ფუნქცია დაამატა ქენონმა - მატრიცის ზომაზე მოჯენა და 14მმ-ზე გაწელვა კაია, თამამ.

თან High Speedის სინქრონის ღილაკი აქვს თუ არ ვცდები wub.gif

კარი რამეა, რადროს ვიყიდე ფლეში......
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
flyer
post Jun 18 2008, 11:58
#7 

Amateur+ Amateur+
2,608


GrigolS,
QUOTE
თან High Speedის სინქრონის ღილაკი აქვს თუ არ ვცდები

"ძველ" 430-საც აქვს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post Jun 18 2008, 14:08
#8 

Master Master
7,645


სუსტი ბლიცია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Jun 18 2008, 16:14
#9 

Amateur+ Amateur+
3,033


flyer,
არ აქვს, ზუსტად ვიცი, ახლობელს აქვს და მსგავსი ნავაროტები რომ ქონდეს აქამდე "მომყიდიდა" DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
flyer
post Jun 19 2008, 18:35
#10 

Amateur+ Amateur+
2,608


GrigolS,
QUOTE
რ აქვს, ზუსტად ვიცი, ახლობელს აქვს

მეც მაქვს და ვიყენებ ხოლმე smile.gif
Added @
http://www.dpreview.com/news/0508/05082206canon430ex.asp
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
flyer
post Jun 19 2008, 18:47
#11 

Amateur+ Amateur+
2,608


user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Jun 19 2008, 19:11
#12 

Amateur+ Amateur+
3,033


flyer,
უფ, არადა უკვე იმ ტიპს ვურეკავდი DDDD.gif

ეგ თვითონ ფლეშის განათების პერიოდია, ჩემსას მაგალითად 1/700 აქვს. მაგრამ 1/1000ზე მაგ ფლეშIთ გადაიღებ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
flyer
post Jun 19 2008, 19:15
#13 

Amateur+ Amateur+
2,608


GrigolS,
1/1000-ზეა გადაღებული.
პა დეფაულტუ კამერას აქვს მაქსიმალური სინკი 1/250.
ჰაისპიდზე თუ გინდა 1/8000 გადაიღე smile.gif
Added @
როგორც ვხვდები ძალიან ბევრ მცირე იმპულსს უშვებს და იმიტომ არ გამოდის "კიბეების" ეფექტი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Jun 19 2008, 19:26
#14 

Amateur+ Amateur+
3,033


flyer,
ზნატჩიტ ვურეკავ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Sep 29 2009, 17:44
#15 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


ისე ამას რამდენ ჩაჩხაკუნებაზეაქვს გარანტია?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 15th November 2024 - 14:36

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'