BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> დაუვიწყარი მომენტები, თემა № 96

| |
Nika Gabedava
post May 18 2011, 19:24
#1 

Photographer Photographer
7,669


წესები :
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.
2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.

ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!

ამ კვირის თემაა: დაუვიწყარი მომენტები

წარმატებები ყველას!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 19 2011, 18:34
#2 

Amateur Amateur
1,507



stringer ჩემს გულში იჯექი? DDDD.gif
აბა შვილის შეძენაზე მეტად დაუვიწყარი მომენტი რა უნდა იყოოს...

ესეც ჩემი წეროს ჩამოყვანილი DDDD.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
levani7
post May 22 2011, 13:22
#3 

Amateur+ Amateur+
5,587


user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post May 22 2011, 14:56
#4 

Amateur Amateur
15,132


user posted image


wub.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakho33
post May 23 2011, 16:33
#5 

Amateur Amateur
310


საქართველო 1 - 0 ხორვატია
user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 23 2011, 21:33
#6 

Amateur+ Amateur+
8,113


...


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
D_A_D_A
post May 25 2011, 12:59
#7 

Amateur+ Amateur+
7,957


დაუვიწყარი მომენტები რატომღაც სულ დადებითთან ასოცირდება, არადა რამდენი უარყოფითია რომელსაც ვერაფრით ვერ წაშლი მეხსიერებიდან და სულ გახსოვს, მაგრამ რატომღაც მათ დაფიქსირება-გადაღებას არავინ ცდილობს ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, ალბათ იმიტომ რომ დავიწყების იმედი აქვთ. სრადა ხშირად უარყოფითი უფრო გამახსოვრდება ვიდრე დადებითI, ან რავიცი, შეიძლება მე ვარ ბოღმა : ))))))) პ.ს. ფოტო ისე, კონკურს გარეშე user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Gabedava
post May 28 2011, 00:33
#8 

Photographer Photographer
7,669


ჩემთვის ძალიან რთულია არჩევნის გაკეთება ამდენი კარგი ფოტოდან
ყველა ძალიან მომეწონა
განსაკუთრებით დადასი თავისი ტექსტიანად
მაგრამ ჩემ მიერ შემოთავაზებულ სათაურში რამდენად ჯდება ესა თუ ის ფოტო არ ვიცი

დადამ რაც თქვა ასი პროცენტით ვეთანხმები , მაგრამ რატომღაც მინდოდა უფრო ხალისიანი ფოტოებით დატვირთულიყო ეს თემა , რადგან ცუდი მოგონებები ჩემი აზრით ზუსტადაც რო მივიწყებას იმსახურებს , კარგი და დაუვიწყარი კი დამახსოვრებას და სხვებისთვის გაზიარებას

besos,
მშვენიერია , მაგრამ უფრო საალბომე ფოტოს გავს ვიდრე მხატვრულს , ჩემი აზრით. ბავშვზე არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა რომ უსაყვარლესია
levani7,
როგორც ფოტო მომწონს , მაგრამ მომენტი სადაა დაჭერილი ნამდვილად ვერ ვხვდები და ალბათ მე ვცდები
თუმცა თუ ვცდები თქვენი არჩეული ვარ ამ კვირის "ჟიურად" და ეს ერთხელ მეპატიება : )
batukela,
ძალიან ლაამზი ადამიანის ასევე ლამაზი ფოტოა , თუმცა მგონი სიცილი უფრო ყოველდღიური მომენტია ვიდრე დაუვიწყარი
და არავის ვუსურვებ ვინმეს სიცილი მხოლოდ მოგონებად დარჩეს
vakho33,
ეს თამაში ქართველებისთვის ნამდვილად დაუვიწყარია , მაგრამ ფოტოები არანაირ ინფორმაციას მაწვდის ხორვატიაზე
არც ხორვატიის დროშა , არც ხორვატიელი ფეხბურთელი
მხოლოდ ქართველი ქომაგები და სტადიონი
მხოლოდ თქვენ მიერ დაწერილი ზედა ტექსტი და "ხორვატია"-ს მაგივრად თავისუფლად შეიძლებოდა "ესპანეთი" ან თუნდაც "საფრანგეთი" ჩაგეწერათ , რადგან ინფორმაცია მოწინააღმდეგე გუნდზე არანაირი არ გვაქვს...
პ.ს. ფოტოები მომწონს
Nikoloz Mameishvili,
თქვენი ფოტო ძალიან მომეწონა და დაბადების დღე , ძველ , საყვარელ ან/და მივიწყებულ მეგობრებთან შეხვედრა , ფოტოების გადაღება და ამ დღის კარგად დამახსოვრება მართლაც შეიძლება დაუვიწყარ მომენტად ჩაითვალოს , მოკლედ ჩემი რჩეული ფოტოს ავტორი თქვენ ხართ
D_A_D_A,
თქვენი ფოტოს შესახებ მაღლა უკვე დავწერე
დიდი მადლობა ასევე ყურადღებისთვის


იმედია ცოტათი მაინც სამართლიანი ვიყავი
მადლობა ყველას!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 28 2011, 06:31
#9 

Amateur Amateur
1,507


Nikke Gabedava

რა თქმა უნდა, მე უბრალოდ მონაწილეობისთვის ცავაგდე ეს ფოტო, ტორემ სრულიად ვიზიარებ შენს აზრს ფოტოსტან დაკავშირებით. smile.gif

კარგი არჩევანია

ველი შემდეგი კვირის თემას
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 28 2011, 15:18
#10 

Amateur+ Amateur+
8,113


გმადლობთ smile.gif

მოვიფიქრებ და გავხსნი თემას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakho33
post May 28 2011, 17:53
#11 

Amateur Amateur
310


Nikke Gabedava,
გეთანხმები აბსოლუტურად... ძალიან კარგი არჩევანია, Nikoloz Mameishvili ძალიან კაი ფოტოა, მომეწონა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
D_A_D_A
post May 28 2011, 22:27
#12 

Amateur+ Amateur+
7,957


ნიკა, რა ვიცი, მგონი ცხოვრებაში რაც გვემართება არაფერი იმსახურებს დავიწყებას, ასე მგონია რატომღაც : ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th November 2024 - 22:37

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'