კი, მთლიანად დღე უნდა ასახოს, ნაპირიდანაც უნდა გადაიღოს მოკლედ მთელი ექსკურსია უნდა გადაიღოს.
tsumbusha,
მხოლოდ მსრურველებმა გამომეხმაურეთ მეთქი, არ ჩანს ეს წარწერა? 100 ლარი ერთ დღეში მე მგონი არ უნდა იყოს ცოტა, ნუ ეტყობა თქვენ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძააალიან ბევრი მდიდარი ფოტოგრაფია.
ცოტა ძნელად წარმოვიდგინე ერთმა ფოტოგრაფმა როგორ უნდა გადაიღოს ნაპირიდან მთელი ჯომარდობის პროცესი. ერთ ადგილას შეიძლებაჩაუსაფრდე ან სტარტი გადაიღო ან ფინიში. ნავზე ჩქარა მე ხო არ ვირბენ? იმედია მაგაზე არ იქნება პრობლემა...... ) მთელი დღე რო უნდა გადაიღო გასაგებია, მაგრამ რამე მოთხოვნები გაქვთ? მინიმუმ რამდენი ფოტო ან მსგავსი
მართალია ლუზერი 100 ლარი ძაან ცოტა როა ფაქტია ეგ! მარა თუ მაქსიმუმ 10სურათი უნდათ არ ვიცი......... ყველა ვარიანტში რამდენი ნორმალური სურათი ჭირდებათ უნდა იყოს მოთხოვნაში
მოკლედ გეგმა ასეთია, უნდა გადაიღოთ მთლიანად დღე, ნუ ლოგიკურია მდინარეზე დაშვებისას ნავს ფეხით ვერ გაეკიდები და კისერს ვერ მოიმტვრევ, მაგრამ უნდა ასახო როგორ სხდებიან ნავში, ეშვებიან და ა.შ.
რაც შეეხება თანხას, ეს არის უკვე ფიქსირებული რაოდენობა ფოტოგრაფის ანაზღაურებისა როგორც მე მითხრეს. 10 და 20 ფოტო არაა საკმარისი მთელი დღე უნდა "აჩხაკუნო" და რაც გამოვა ის რაოდენობა უნდა გადაუგზავნო კომპანიას.
პ.ს. კარგად მესმის, რომ ფოტოგრაფია მარტივი საქმე არ არის, იმაშიც გეთანხმებით რომ , ფოტოგრაფებს არ აფასებენ, მარტო ფოტოგრაფებს კი არა ამ ქვეყანაში არავის არ აფასებენ, მაგრამ ჩვენ ჰომ ამაზე არ ვსაუბრობთ, თემა ძალიან კონკრეტულია თუ გინდათ და მაგ დროისთვის სხვა შეკვეთებზე კალთებს არ გახევენ შემეხმიანეთ.
მთელი დღე აჩხაკუნო მასე არ არის....... სად 100 ფოტოს გადაღება და დამუშავება და სად დავუშვად 800 ის საორიენტაციოდ უნდა იყოს პირობებში კადრების რაოდენობა. რამე ქვედა ზღვარი მაინც.......
სად ვკვდებიიით. რაღაც ტილიან 100ლარს უხდიან ფოტოგრაფს და კიდე მოთხოგვნებიაქვთ ეს ასე ის ისე....
ეეე ჩვენ ასე ვერ შევალთ ევროპაში Added @ იმასდ მაინც ნუ წერთ რომ ფოტოგრაფი გჭირდებათ. დაწერეთ რომ გვესაჭიროება ადამიანი ვინც გადაგვიღებს ფოტოებს,რადგან არც ერთი "ფოტოგრაფი" მასეთი პირობებით არ წამოვა გადასაღებად.
ბრესონი ამბობდა "მე არ ვარ ფოტოგვრაფი მე ვარ ადამიანი ვინს ფოტოაპარატს იყენებსო."..დამატებით კომენტარი ზედმეტია ამასთან დაკავშირებით.
და თუ არ მოგწონთ პირობები გაიარეთ , ასეთი რთულია?
ევროპაში კიდევ იმიტომ არ შევალთ შრომას რომ ვთაკილობთ და სირაქლემას პოზიციაში ვართ...
თემას გამოეხმაურონ ისინი, ვისაც ამბიციები არ აწუხებს სტატუსთან და სახელწოდებებთან დაკავშირებით და ვისაც ერთ დღეში 100 ლარის (არც მეტი არც ნაკლების) გამომუშავება უნდა!
ასეთი რთულია ამის გაგება?
პ.ს. გასაგებია რომ დაბალი თანხაა, მაგრამ ჰომ არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ თუნდაც ფირის შესაძენათ, ან ძველი ფოტოაპოარატის, ან ხსვა რამის რა ვიცი....
არ მინდა გული გაგიცრუოთ ამ თემაზე მარა ჩემი აზროთ ნორმალური და საღად მოაზროვნე ფოტოგრაფი რომელმაც თავისი ფოტოს ფასი იცის და თავისი შრომისაც აგრეთვე არ წამოვა ამ წინადადებაზე.
ეგ როგორი ამბავია იცი? ამასწინათ გაზეთში იყო განცხადება ვიღებ ქორწილებს პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ და პროფესიონალი აპარატით, canon powershot SX რაღაცა იყო ზუსტად აღარ მახსოვს 12 აქვს ზუმიო
პ.ს თემის ავტორებს ნუ გიკვირთ ასე რომ ვწერთ რომ ცოტაა თანხა ძნელია არ ღირს და ასე შემდეგ, იმიტომ ვწერთ რომ ხმაც რომ არ ამოვიღოთ კიდევ უფრო გააუფასურებენ და ხმას რომ ვიღებთ ამით შეიძლება მიხვდნენ რამდენადაა განსხვავება, ფოტოგრაფსა და "ჩხაკუნას" შორის.
ტანში მბურძგლავს ამ სიტყვას რომ ხმარობენ, "აჩხაკუნე" შენი რა მიდის რესურსი გაქვს უუუუუFFFFF.
გეთანხმები, მეც არ მიყვარს ეგ სიტყვა, ამიტომაც ჩავსვი ბრჭყალებში, მოკლედ სხვა რაღაც ვიგულისხმე.
გეთანხმებით, რომ ანაზღაურება არ არის სოლიდური, ისეთი როგორიც გეკადრებათ, მაგრამ ესაა რაც არის, გინდათ გინდათ არ გინდათ ჰოდა გავიგეთ უკვე
მეც გადამიღია მსგავსი ღონისძიებები და ვიცი როგორი რთულია, მაგრამ თუ შემოთავაზებაზე უარს ვამბობდი რაიმე მიზეზის გამო , ეს იმიტომ რომ არ მაწყობდა შენიშვნების კასკადი არ დამიყრია თავზე.
ბრესონმა ისიც განმარტა რო მე არ ვარ ფოტოგრაფი რადგან ჩემი საქმიანობისთვის ფულს არ ვიღებო, ფოტოგრაფია ის ვინც ამით ცხოვორობს და სამსახურია მისთვისო. შესაბამისად ესე რო გაგერძელებინა აჯობებდა. ფოტოგრაფი რომელიც ამით ცხოვრობს დამისთვის შემოსავლის წყაროა ეს 100 ლარად ნაღდად არ წამოვა......
ისე იან საუდეკმა ასე თქვა როგორც კი ვისწავლი ფოტოების გადაღებას მაშინვე დავანებებ ფოტოგრაფიას თავსო.
ახლა საქმე რაშია, ძალიან ძალიან ბევრს რომ ჰკითხო რა არის საჭირო ამ გადაღებისთვისო ეჭვი მეპარება სწორი პასუხი მიიღო, რა თქმა უნდა ვინც ამ საქმეში ჩახედული არ არის. ჯომართობა ექსტრიმია, შესაბამისად ფოტოგრაფსაც იგივე პირობებში უწევს მუშაობა. ეს ექსრიმი ფოტოგრაფისთვის კი არანაკლებ რისკს ნიშნავს ვიდრე იმათთვის ვისთვისაც ექსტრიმი ჰობია ან ადრენალინის დამატებითი პორცია. ეს რისკი არა მარტო მისი ფიზიკური რისკია (დაიფაროს ღმერთმა და სადმე "კისერი" მოიტეხოს) არამედ მისი ტექნიქისთვის რაც დამიჯერედ ძალიან ძვირია! ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ შეკვეთას როდესაც იღებ არ გამოდის პასუხი უი ასე იყო და ისე მოხდაო, შეკვეთა შეკვეთაა და აუცილებლად უნდა შესრულდეს ხარისხიანად( ვაი კამერა გამეჭედაო რო თქვა ახლა ფოტოებისთვის თAვიდან ხო არ გამართAვენ დაშვებას, ქორწილს დ.ა.შ.). ეგ სტუდიაშია მარტივი. შესაბამიშად მინიმუმ 2 კამერა და 3ლინზა მაინც უნდა გქონდეთ თან(ამას თრევა არ უნდა?) და ეს ყველაფერი რისკის ქვეშ უნდა იყვეს. "რასაც გადაიღებ ის გადმომიგზავნე" - ესეც საქმეში ჩაუხედავი კაცის სიტყვებია, რას ქვია ის გადმომიგზავნე? ფოტოგრაფს არ აქვს უფლება თავის თავის წინაში პირველ რიგში გადასცეს დამკვეთს ხელშეუვლებელი ფოტოები, რა თქმა უნდა თუ უნდა რომ ამ ფოტოების ავტორობა მისი იყოს. ახლა მთელი დღის განმავლობაში მინიმუმ 300 ფოტოს მაინც გადაიღებს და ყველას ხელის შევლებას არც 1 და არც 2 დღე ნამდვილად არ ეყოფა თუნდაც მარტო ზომაზე დაიყვანოს. ესეიგი უკვე 1 კიარა 3 სამუშაო დღე გამოვიდა. ახლა იმასაც თუ ჩავთვლით რომ ამ 2 დღის მანძილზე თვალებს ითხრის კომპთAნ და დენს ხარჯავს თავის ნაგვიანა ? გამოდის რომ დღეში 30 ლარიც არ ერგება(ეს კი არაკვალიფიციური მუშა ხელის სტანდარტული "სტავკაა" დღეს) არადა ყველაფერს თავი დავანებოთ რისკი იმისა რომ მასაც და ტექნიკასაც რამე დაემართოს ამ ექსტრიმში დიდია.
ახლა წესიერად შესრულებულ შეკვეთას რა კვალიფიკაცია სჭირდება ესეც მოგეხსენებად(თუ არა და ძალიანაც ცუდი) და ერთ დღეში რომ ეს კვალიფიკაცია არ მოდის ესეც. სწორედ რომ კვალიფიკაციაა რაც ანსხვავებს ხალხს ერთმანეთისგან ზოგადად ანაზღაურებაში.
აქედან გამომდინარე უნდა იფიქროს დამკვეთმაც და შემსრულებელმაც თუ ორთავეს უნდა ხარისხიანი საბოლოო პროდუქტი.
სხვა საკითხია თუ თხოვ კაცურად და უფულოდ ფოტოგრაფს, გვიჭირს და დაგვეხმარეო. ეს უფრო კაცური, მისაღები და ალალი წინადადებაა რომელზეც ნამდვილად ვიცი ხალხიც გამოეხმაურება და დახმარებასაც გაგიწევს.
ახლა კონკრეტულად ამ შეკვეთზე ასე ვიტყვი. პროფიც შეიძლება წამოვიდეს და დამწყებიც ( ვინ იცის ვის რა უჭირს) მაგრამ მე დამწყებებს ვურჩევდი წასვლას და გადაღებას, ფულის გამო კიარა გამოცდილების მისაღებად თან ერთს კიარა რამოდენიმეს. რომ ნახავენ შედეგს მერე მიხვდებიან თუ რამდენი რამ აქვთ კიდევ სასწავლი და მომავალში რა პასუხი უნდა გასცენ ასეთ წინადადებას.
ახალგაზრდა რომ ვიყო აუცილებლად წავიდოდი. შესანიშნავი საშუალებაა გამოცდილების დასაგროვებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
Added @ სამწუხაროდ გვიან ვნახე ეს თემა, მაგრამ ვფიქრობ პასუხი მაინც საჭირო ოყო