1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში აღვნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
კვირის დაპირებული არაორიგინალური თემაა 'იდეალური კომპანიონი'
როგორ მიყვარს ეგ ფოტო : )) მეც დავდებ ჩემსას: ფარდებს იქით ზღვა, ნიავი, სიგარეტი, ინტერპოლით, black rebel motorcycle club და unmade beds-ის საოუნდტრეკებით გატენილი მპ3 ჯიბეში და ადამიანი რომელიც ჩემს წინ ზის და ფოტოზე არ ჩანს : ))))
ბატუკელა ბატუკელა : )) როგორ მომწონს ეგ ფოტო ისედდაც, და თანაც საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, იდეალური კომპანიონი სწორედ მისგან უნდა შექმნა, როგორც არ უნდა გინდოდეს მიხრჩობა ხანდახან,მხოლოდ ის არ გტოვებს, სხვა ყველა მიდის ადრე თუ გვიან : )