BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> რეპორტაჟი "ჩემი საყვარელი წლის ფოტო"-ს გამოფენიდან, ბოკეს დაბადებისდღე (ბოკე უკვე 4 წლისაა)

| |
Leonsio
post Mar 5 2008, 14:36
#1 

Amateur+ Amateur+
5,652


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და შესავლებით თავი არ შეგაწყინოთ,
მოგახსენებთ, რომ 1 მარტს ფოტო-კლუბ “ბოკეს” 4 წელი შეუსრულდა...
თუმცა ეს ამბავი New Art Café -ში შეკრებილ ყველა ბოკელს თუ არა-ბოკელს ახსოვდა-მეთქი ვერ ვიტყვი...
იქ მისვლის მიზეზი იმ გამოფენის გახსნა იყო ბატონი პრეზიდენტის
ინიციატივით დღემდე რომ იმართება და "ჩემი წლის ფოტო" (საყვარელი ფოტო) ჰქვია...

ასე იყო თუ ისე... ამ მეტად ლოიალური გამოფენის გახსნაზე, რომელში
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ბოკელს შეეძლო დიდი ინტერესით
გავემართეთ... სხვისი არ ვიცი და მე კი მიხაროდა რომ გაზაფხულის პირველ
დღეს „დაემთხვა“ ეს მშვენიერი eventი, მითუმეტეს, რომ ჩემი საუკეთესო
მეგობრის (Cqnapiს) ნამუშევარი პირველად იფინებოდა ...

New Art Café -ში ტევა აღარ იყო... გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე სულ ცოტა
რჩებოდა და PR-მენეჯერის ეშმაკურად აციმციმებული თვალებით განდობილი
დაპირებაც, რომ „მაგარი სიურპრიზი გველოდა“, აღარ ვიცოდი „დღეს პირველი
მარტია ვინც მოტყუვდა ბატიას“ პრინიციპით იყო ნათქვამი, თუ მართლა
გველოდა სიურპრიზი...


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


მოკლედ, მას შემდეგ რაც ხალხი შეიკრიბა, საოზაგდოებრივი მაუწყებლის
ოპერატორმა კადრი ააწყო და ჟურნალისტმა კი მიკროფონი მოიმარჯვა, ბატონმა
Leonsio-მ გამოფენა გახსნილად გამოაცხადა, მისთვის ჩვეული თავდაჯერებით
წარმოსთქვა სიტყვა და ასპარეზი ბოკეს პრეზიდენტს დაუთმო....


შოთამაც მიულოცა მონაწილეებს (განსაკუთრებით პირველად გამოფენილებს)
გამოფენის გახსნა, მეუღლესთან ერთად გადასცა ბოკეს მაისურებში მოსულ
დამსწრეებს დაპირებული უფასო ლიმიტი და ის-ის იყო გავიფიქრე სიურპრიზი
პირველი მარტის ხუმრობა იყო-მეთქი, რომ გაისმა შეკითხვა: -- „აბა, ვის ახსოვს
დღეს რა დღეა?“ ... ვიღაცამ სადღაციდან წამოიძახა დღეს ბოკეს დაბადების
დღეაო და შუქებიც ჩაქრა...

აი, ისიც... სიურპრიზი ბოკეს პირველმა ლედიმ შემოიტანა....


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

სანთლის ერთობლივი ჩაქრობის შემდეგ შესრულდა ბოკეს ახლადშექმნილი
ჰიმნი... აინთო შუშხუნები... გამხიარულდა ყველა და PR-მენეჯერმა მთელი ბოკეს
სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფოტოკლუბის დამფუძვნებლებს
ამ მშვენიერი საქმის წამოწყებისათვის... დამფუძვნებელთა შორის
უკოლორიტულესი ბატონი Guja წამით გამოერკვა კონკრეტულად მის გარშემო
ატეხილი აურზაურიდან (მის გარშემო ხომ მუდამ აურზაურია), ჩიბუხი გვერდზე
გადადო, ყველას მოგვესალმა და კატეგორიულად მოითხოვა ჰიმნის ცოცხლად
შესრულება...


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ოფიციალური ნაწილი დასრულდა და კაფეში ისევ ფუსფუსი ატყდა... თუმცა
ამჯერად ბევრად უფრო მეტი ხალისით გაჯერებული...

მერე ნელ-ნელა ხალხი დაიშალა და ჩვენც წამოვედით... რაღა დაგიმალოთ და
New Art Café-ს საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ, გუშინაც ვიყავი და კიდევ ერთხელ
გამიხარდა რომ კაფეში სადაც მაგიდაზე Warhol-ს თუ Basquiat-ას ჩარჩოში
ჩასმული ფოტოები დევს და ყოველთვის გემოვნებიანი მუსიკა ისმის ბოკეს
დაბადების დღე აღინიშნა...


user posted image

user posted image

user posted image

_________________________________________________________________

ტექსტის ავტორი: natura
4 მარტი 2008 წელი


ფოტოების მოწოდებისთვის მადლობა:
გიორგი მახარაშვილს
გიორგი კაკულიას (climber)
მიშა შომახიას (shom)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Leonsio
post Mar 5 2008, 15:05
#2 

Amateur+ Amateur+
5,652


თუ ვინმეს აქვს ფოტოები მომაწოდეთ პიემში და დავამატებ კიდევ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Mar 5 2008, 15:14
#3 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


რა ჯობია ნამდვილ დღესასწაულებსsmile.gif

მაგარია გუჯა როგორ უყურებს კაკტუსას ჰაჰაჰა : )))))))))))


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sikvdila
post Mar 5 2008, 15:20
#4 

Amateur+ Amateur+
4,525


ბოლოდან მეორე სურათში, გუჯას რომ ესაუბრება, ვინაა ეგ ლამაზი ბიჭი ? სათვალეებიანი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tamri
post Mar 5 2008, 15:47
#5 

Amateur+ Amateur+
6,357


ეჰ სად არ ვიყავი ..

სასიხარულოა ყველაფერი!!!! bravo.gif

9მდე მივალ აუცილებლად !!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Mar 5 2008, 16:27
#6 

NewBie NewBie
1,399


ფოტორეპორტაჟი კარგია
ტექსტი გულისამაჩუყებელია ნამეტნავად, ეტყობა ნათურას ხელი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Mar 5 2008, 16:44
#7 

Amateur+ Amateur+
7,423


ფოტოები bravo.gif

ტექსტი: bravo.gif bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Natura
post Mar 5 2008, 17:48
#8 

Amateur Amateur
1,546


კატ, რა ვიცი, რა გითხრა მე გულისამაჩუყებლად ნამდვილად არ მეჩვენებაsmile.gif

ბეშქენა, გმალობsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nicalagua
post Mar 5 2008, 17:55
#9 

Amateur+ Amateur+
6,149


ლუიჩკას რატომ არავინ უთხრა რომ კედლები ახალი შეკრასკული იყო DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Mar 5 2008, 18:23
#10 

Amateur+ Amateur+
7,423


nicalagua,
QUOTE
ლუიჩკას რატომ არავინ უთხრა რომ კედლები ახალი შეკრასკული იყო DDDD.gif

lol.gif lol.gif lol.gif

მე კი ვუთხარი ახალი შეგაჯულ-შებათქაშებულიათქო, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Mar 5 2008, 18:32
#11 

Amateur+ Amateur+
28,968


ჩ/მ/ა
უბრალოდ "ტეხავს"როდესაც Fოტოებს ათვალიერებ და არ იცი ვინ ვინ არის
უინტერესოა ასე დათვალიერება-)
უნდა ეწეროს ვინ არის-)
სიტყვაზე მე ვიცი ვინ ვინ არის,მაგრამ ყველამ ხომ არ იცის?

ის ბავშვი დათ21 შვილია??-)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Mar 5 2008, 19:01
#12 

Amateur+ Amateur+
7,423


DIKARKA,
QUOTE
ჩ//ა

შენა და "ჩ" და "ა" ზნაუ, მაგრამ ეს "მ" რაღაა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gela Kipiani
post Mar 5 2008, 19:12
#13 

Amateur Amateur
745


DIKARKA,
მწვანე ჟაკეტი რომ აცვია ეგ არის GIGUS სხვა არც მე არ ვიცი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Mar 5 2008, 19:44
#14 

NewBie NewBie
1,399


QUOTE
კატ, რა ვიცი, რა გითხრა მე გულისამაჩუყებლად ნამდვილად არ მეჩვენებაsmile.gif

კი კი ნათ,
ნუ რა თქმა უნდა სხვა აქაურ რეპორტაჟებთან შედარებით ვიგულისხმე DDDD.gif

QUOTE
შენა და "ჩ" და "ა" ზნაუ, მაგრამ ეს "მ" რაღაა?

ჩემის მოკრძალებული აზრით smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Mar 5 2008, 19:51
#15 

Amateur+ Amateur+
7,423


QUOTE
ჩემის მოკრძალებული აზრით


lol.gif lol.gif lol.gif

მოკრძალებული ძიკარკა... DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nicalagua
post Mar 6 2008, 03:57
#16 

Amateur+ Amateur+
6,149


beshqena,
QUOTE
მოკრძალებული ძიკარკა

უხ მეც რა ვიცინე lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Mar 6 2008, 04:04
#17 

Amateur+ Amateur+
28,968


რეპორტაჟი ჩემზეა
-))))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mariam Villy
post Mar 6 2008, 04:05
#18 

Amateur Amateur
14,129


რა აკრგიააა ..ეჰჰჰ გული დამწყდა sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mariam Villy
post Mar 6 2008, 05:39
#19 

Amateur Amateur
14,129


ესეთი ცოტა ფოტოებია?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
keto
post Mar 6 2008, 13:46
#20 

Amateur+ Amateur+
4,157


დიდი მადლობა ნათურას ტექსტისთვის და ფოტოს ავტორებს ფოტოებისთვის smile.gif

და კიდევ მადლობა ბოკეს ამ დღისთვის smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TATI
post Mar 6 2008, 14:15
#21 

Photographer Photographer
5,420


photoman,
მწვანე ჟაკეტიანი მეც ვიცანი DDDD.gif gavcitldi2.gif :P

ბოკეს მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე "გემრიელი" გამოფენის გახსნა იყო! smile.gif)))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Natura
post Mar 6 2008, 15:04
#22 

Amateur Amateur
1,546


DIKARKA, გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ მეც არ ვიცოდი ვინ ვინ იყო აქ ყველა... ჩემთვის ძალიან ბევრი ახალი ადამიანია ბოკეზე, რაც თავისთავად ძალიან სასიხარულოა, მაგრამ მე მათ არ ვიცნობsad.gif ასე რომ ვერ დავწერდი ვინ ვინაა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ ვიცოდი და მე ვინც ვიცოდი ის ისედაც ყველამ იცის...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Mar 6 2008, 18:18
#23 

Amateur Amateur
6,513


დაჰურვა რომელზეა 9ში ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Mar 7 2008, 09:51
#24 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


anika-zeppelin,
გამოფენა სავარაუდოდ დაიხურება 19:30-ზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Mar 7 2008, 19:18
#25 

Amateur Amateur
6,513


Shota Megrelishvili,

მაადლობთ : ) ) )

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Torquado
post Mar 7 2008, 20:34
#26 

Amateur Amateur
1,549


როგორ მინდა თქვენთან ერთად ვიყო sad.gif
რა მშვენივრად ჩატარებულა ყველაფერი smile.gif

ბოკე გილოცავ დაბადების დღეს smile.gif დიდხანს იარსებე და კიდევ მრავალს ასწავლე ფოტოხელოვნების სიყვარული. ბევრი ნიჭიერი აღმოაჩინე და საკუთარი თავი აპოვნინე smile.gif გაძლერებას და გაფართოვებას გისურვებ smile.gif
ჩემს სითბოს და სიყვარულს გიგზავნით შორიდან wub.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Mar 8 2008, 20:13
#27 

Amateur Amateur
6,513


ჰვალ შეიძლება მივიდე 6ის მერე...
თქვენ არავინ მიდიჰართ ??

-)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Queer
post Mar 8 2008, 22:27
#28 

Amateur Amateur
835


მეც შეიძლება მოვიდე... თუ მოვიცალე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mutanti
post Mar 8 2008, 23:59
#29 

Amateur Amateur
4,570


უჰუჰუჰუუუუუუუუ
DDDD.gif


bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Mar 9 2008, 21:07
#30 

Amateur Amateur
6,513


აჰმ..
Fოტოებს იმედია ატვირთავთ
-)))))

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 5th October 2024 - 19:50

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'