BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოს ორიგინალის მოთხოვნის წესები, გთხოვთ გაეცნოთ

| |
Moderator-7
post Jan 6 2008, 18:45
#1 

Moderator Moderator
21


კლუბის ინტერესებში შედის ის, რომ საიტზე რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი და ნამვდილი ხელოვანი ადამიანი მოღვაწეობდეს. კლუბის ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ გამოარჩიოს ყალბი ნამდვილისაგან და ამისათვის არსებობს მარტივი პროცედურა, რომელსაც ქვევით იხილავთ.
თუ ბოკელის ფოტოსურათი უცხოურ საიტებზე გვხვდება სხვა ავტორების სურათებთან ერთად შერეულ კოლექციაში, ცხადია ჩნდება ეჭვი, რომ ფოტო არის აღებული და მითვისებული რაიმე კოლექციიდან.
ამ შემთხვევაში, მოდერატორები, ან კლუბის ადმინისტრაცია ვთხოვთ ფოტოს განმთავსებელს მისი ორიგინალის წარდგენას 48 საათის განმავლობაში. თუ ავტორი ვერ ან არ წარმოადგენს მას, ის ცხადდება პლაგიატად.
იმედია, კლუბის ადმინისტრაცია სარგებლობს თქვენში საკმარისი რეპუტაციით და დარწმუნებული ბრძანდებით, რომ თქვენს ფოტოს არ გამოიყენებენ. უჩვენეთ მათ ფოტოს ორიგინალი მეილზე, რომელსაც თვითონ გეტყვიან.
თუ ეს ეწინააღმდეგება თქვენს პრინციპს, შეგიძლიათ ბოკეს ოფისში მიიტანოთ A4 ფორმატზე დაბეჭდილი ეს ერთი, ან რამდენიმე თქვენი ფოტო, უჩვენოთ ადმინისტრაციის ერთ-ერთ წევრს (ფოტოების დატოვება არ არის საჭირო) და სამართალი უმალ აღდგება, თქვენ მიიღებთ თქვენს დამსახურებულ სტატუსს.
ასევე, თუ თქვენ მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალი ბრძანდებით, თქვენ აუცილებლად გექნებათ საკუთარი გალერეა ისეთ მისამართზე, როგორიცაა მაგალითად: http://www.igormenaker.com/
ესეც ჩაითვლება საკმარის არგუმენტად.
მოცემული შეგიძლიათ შეასრულოთ 48 საათში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ წესების მიხედვით.

ამასთან, შეგახსენებთ რომ ფოტოს ორიგინალის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრაციას და მოდერატორებს. თქვენ არ ხართ ვალდებული უჩვენოთ ფოტოს ორიგინალი ფოტოკლუბის სხვა წევრს. მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, გთხოვთ ჩააყენოთ საქმის კურსში რომელიმე მოდერატორი ან ადმინისტრაციის წევრი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th November 2024 - 22:37

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'