საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო გამშვები პუნქტების შიდა სივრცის გაფორმების მიზნით, აცხადებს ფოტოკონკურსს.
ფოტოკონკურსის თემა: საქართველო. შენიშვნა: მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფის აზრით ასოცირდება საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან, თანამედროვეობასთან და კონცეპტუალურად არ სცდება ძირითად თემას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოყვარულ, ან პროფესიონალ ფოტოგრაფს (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს); ** თითოეული მონაწილისათვის საკონკურსო ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
** უნდა იყოს თქვენი გადაღებული; ** ერთი ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800pix-ს; ** უნდა გაგაჩნდეთ ფოტოს ორიგინალი, ზომით არანაკლებ 1600pix-ისა; ** გამოგზავნილი ფოტო არ უნდა იყოს რომელიმე სხვა კონკურსის გამარჯვებული, ფოტოს გამოყენების უფლებით; ** ფოტოს დასახელება უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი (რამდენიმე ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, დანომროთ ისინი. მაგალითად, saxeli_gvari_01); ** ფოტოს უნდა ახლდეს მოკლე, მხატვრული აღწერა, რომელშიც ასახავთ თქვენს დამოკიდებულებას ფოტოს მიმართ და მის კავშირს კონკურსის თემასთან (საუკეთესო აღწერები გამოიფინება ფოტოსთან ერთად).
ფოტოების შერჩევის პირობები:
** ფოტოები შეირჩევა შემოსავლების სამსახურის სპეციალური ჟიურის მიერ; ** გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის ფოტო, რომელიც შეირჩევა საბაჟო გამშვები პუნქტების გასაფორმებლად (შესარჩევი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის).
პრიზები:
I ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 60D 17-85mm IS KIT II ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 600D 18-55 IS KIT III ადგილი - ფოტოაპარატი Panasonic Lumix DMC-GF3C KIT.
სხვა გამარჯვებული ფოტოების ავტორები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს შემოსავლების სამსახურისგან. ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება ავტორის ვინაობის მითითებით.
შენიშვნა: ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ყველა საკონკურსო ფოტო, რომელიც შერჩეული იქნება გამოფენისთვის. ამასთან, არ არის შეზღუდული ავტორის მიერ ფოტოს სხვა დანიშნულებით გამოყენება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
** ფოტოსურათი, ან ფოტოსურათები მითითებული წესების დაცვით; ** ფოტოსურათის მოკლე, მხატვრული აღწერა; ** თქვენი საკონტაქტო მონაცემები.
ელექტრონული ფოსტა: photo@rs.ge
საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 აგვისტო.
დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებული ფოტოების ავტორებს.
შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ. გვერდი: http://www.rs.ge