თუ სწავლობ საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტში, ხარ 18-25 წლის და გიყვარს ფოტოების გადაღება, მაშინ გადაიღე ის, რაც მხოლოდ საქართველოშია, მოიგე პრიზები და აჩვენე მსოფლიოს ახალი ხედვა საქართველოზე!
კონკურსის თემა
ყველა ქვეყანა ინდივიდუალური და განსხვავებულია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს პატარა ქვეყანა მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით იწონებს თავს, ასევე ამაყია იმით, რომ ღვინის უძველეს ტექნოლოგიებს ფლობს, ღვინის აკვნად მოიხსენიება და ხშირად ევროპული კულტურის დასაბამსაც კი უწოდებენ.
კონკურსის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, საქართველოს განsაკუთრებულობა, ის, რითიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსგან. საკონკურსო ფოტოები სწორედ ამას უნდა ასახავდეს. თემა შეზღუდული არ არის.
მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უნივერსიტეტის 18-25 წლის სტუდენტებს.
ერთი სტუდენტს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს სამი სურათი. ფოტოები გამოგზავნეთ მისამართზე: secretary@georgianoxford.org
საკონკურსო პროცედურა
მიღებული ფოტოებიდან შეირჩევა 30-მდე საგამოფენო ფოტო, რომელიც გამოიფინება ოქსფორდში, ლონდონში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ერთი წლის თავზე ფოტოები გამოიფინება საქართველოში.
საგამოფენო ფოტოებს შორის ასევე აირჩევა სამი გამარჯვებული: ლონდონის ფოტოგრაფთა საზოგადოების რჩეული ფოტო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის რჩეული ფოტო და ხალხის სიმპათია. ხალხის სიმპათია შეირჩევა ფეისბუკზე მოგროვებული Like-ების მიხედვით.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები:
ფოტოგრაფთა საზოგადოების რჩეული: iPod Touch ხალხის სიმპათია: Kindle Touch ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის რჩეული: iPod Shuffle