BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> Canon 600D and 1100D, speedlite 320 and 270, და ახალი ლინზები

| |
Raulito
post Feb 8 2011, 04:05
#1 

Master Master
2,310


არ ჩერდება მოკლედ გამალებული შეიარაღება. ქენონმა გამოაგდო ახალი 600D (550D-ს შემცვლელად) და 1100D.

არცერთი ამათგანი არაა დიდი ბედენა და სასტაული გარღვევა ტექნოლოგიებში. უბრალოდ, პაწა ფეხი აუწყო ქენონმა თავისივე სიახლეებს და ჩადო ამ კამერებში.

1100D ნაკლებად მაინტერებს, ბოდიში. ამიტომ მხოლოდ 600D-ზე ვიტყვი, რომ 2 სიახლეა რეალურად: მოძრავი ეკრანი გადმოიღო 60D-სგან და ამასთან, დაუმატა ფლეშის დისტანციურად მართვის ფუნქცია (ეს არააა ურიგო ამ კლასის კამერისთვის). დანარჩენი იგივეა რაც 550D-ში, იგივე მატრიცა და კონსტრუქციაც, მეტნაკლებად (ცხადია მოძრავმა ეკრანმა მოითხოვა რაღაცეების გადაადგილება უკანა პანელზე).

http://www.dpreview.com/

აქვე ნახავთ, რომ ორი ახალი ფლეში დადო, 320 EX და 270EX II. პირველი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვეულებრივი ფოტონათებასთნა ერთად, უწყვეტი შუქის მომენტი დაამატეს ანუ ვიდეოს ვინც იღებს, იმათ გამოადგებათ. უკაბელო კონტროლის ფუნქცია ცხადია აქვს.

ბოლოს, ახალი ლინზები გამოაცხო ქენონმა 200-400 და 600მმ - გასაგებია, რომ ეს ისე, თეორიულად გვაინტერესებს აქ მყოფთ, თუ მაინცდამაინც ვინმე სახლ-კარის გაყიდვას არ აპირებს ამ ლინზების საყიდლად.

ჰო, და კიდევ ზეიმია ქენონში: 60 მილიონი EF ლინზის გამოშვებას აღნიშნავენ. DDDD.gif
Added @
ქენონ, შე ფარჩაკო, უსარკო ციფრა დადე, ბიჭო! დადე მეთქი! დაჟე ორი ცალი - ერთი ფულფრეიმი და ერთიც კროპიანი! ჰა, თორემ მეფხანება ხელები და ვიყიდი ამ ფუჯის როგორც კი გამოვა:

http://www.dpreview.com/previews/fujifilmx100/

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Feb 8 2011, 14:54
#2 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


ფულიანი მამების შვილიკო გოგონებმა რომ დაიჭირონ ამისათვის უშვებენ. რა ეკრანის ტრიალბრუალი რა ჭირად უნდა ვინმეს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kapkpa
post Feb 21 2011, 03:55
#3 

Amateur Amateur
710


თქვენი აზრით რა ფასშია შესაძლებელი პროფესიონალი აპარატის ყიდვა? ნუ არც მთლად პროფესიონალი, ისეთი რომ გადაღებაში არ შეგიშალოს ხელი და ნერვებს არ გიშლიდეს.. ბოდიში თემას მაინცდამაინც არ ეხება და აქ ვპოსტავ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post Mar 15 2011, 22:37
#4 

NewBie NewBie
498


გუსჰინ წინ ვნახე ჰამბურგში ეს D600 სატურნის მაღაზიაში და მინდა გითხრა მიუხედავად იმისა რომ არ ღისრს ძვიირი არ მომეწონა ეს კამერა ისევ და ისევ D500 ან სულაც 550 ჯობია ეს მცურაი ეკრანი მაგარი მოუხერხებელია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Jun 25 2011, 16:50
#5 

Amateur Amateur
1,507


მბზრიალ-მბრუნავი დისპლეი ცუდი ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გამოუყენებლობის ან ჩანტაში ჩადების შემთხვევაში ეკლანს დახურევ და დაცულია მტვრისგანაც და გარე ძალების ზემოქმედებისგანაც. მეორე ვარიანტში, თუ აკუმლატორი ჯდება, ჩახურვის შემთხვევაში ითიშება ავტომატურად და, აკუმლატორიც ნაკლები დატვირთვით მუშაობს. მესამეა, როდესაც იატაკიდან ზევით რაიმეს იღებ, წამოწოლა არ გჭირდება კადროის დასაყენებლად. ასე რომ იდიოტიზმი ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება განათების დისტანციურ მართვას (60D და 600D) აღჭურვილია WiFi სისტემით, რომელიც სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით მონაცემთა გადაცემის უფრო სწრაფი სისტემაა.

ვიზუალური განსხვავებები კი საკმაოა. და 600D მთელი 40 გრამით მძიმეა 550D-ზე smile.gif

Canon EOS 550D
http://a.img-dpreview.com/reviews/CanonEOS...lroundview2.jpg

user posted image

Canon EOS 600D
http://a.img-dpreview.com/reviews/CanonEOS...llroundview.jpg

user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 1st November 2024 - 08:27

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'