BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოკლუბის კოდექსი

| |
www.boke.ge
post Nov 28 2005, 02:10
#1 

Administration Administration
462


ფოტო კლუბი "ბოკე"

ფოტო კლუბი წარმოადგენს ორგანიზაციას რომლის ძირითადი მიზნებია ხელი შეუწყოს ფოტო ხელოვნებით დაინტერესებულ/გატაცებულ ადამიანთა გაცნობას და მათ ურთიერთობას, როგორც ვირტუალურად (ფორუმი) ასევე “Live”-შიც.

ფოტო კლუბი ,,ბოკე”-ს ფორუმის წესები

ფოტო კლუბი ,,ბოკე”-ს ფორუმის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ფოტო ხელოვნებით დაინტერესებულ/გატაცებულ პირთა გაცნობას, ურთიერთობას ვირტუალურ სივრცეში. გამოცდილების გაზიარებს, ფოტოხელოვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების განხილვასა და გადაჭრას.
ფორუმი წარმოადგენს ვირტუალური ურთიერთობის რესურსს, სადაც შესაძლებელია:
•გაეცნოთ ქართულ სტატიებს ფოტოგრაფიისა და მასთან დაკავშირებული სფეროების შესახებ.
•დასვათ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე (ფოტოგრაფიის შესახებ)
•შეიტყოთ კლუბის სიახლეები (ინფორმაცია ჩატარებულ/ჩასატარებელ კონკურსების და გამოფენების შესახებ და ა.შ.)
•იყიდოთ ან გაყიდოთ ფოტო ნამუშევრები,ფოტოტექნიკა.
*შეიტყოთ კლუბის წევრების Live შეხვედრების და ფოტო-ექსპედიციების შესახებ.
•წინადადებით მიმართოთ ადმინისტრაციას.
•მოითხოვოთ დახმარება ფოტოგრაფიასა და ფოტოტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია განთავსდება ფორუმის შესაბამის თემებში.

ფორუმი წარმოადგენს ფოტოკლუბ “ბოკე-“ს საიმიჯო რესურსს, რომლის მეშვეობით ფართო საზოგადოების წინაშე ხდება მოცემული ფოტოკლუბის, მისი წევრების და ნამუშევრების პოპულარიზაცია. შესაბამისად, ფორუმზე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები და წესები, რომლებსაც ადგენს ფოტოკლუბის საბჭო. ფორუმზე რეგისტრაციისას ყველა წევრი ავტომატურად აცხადებს თანხმობას დაემორჩილოს არსებულ წესებს, კლუბის საბჭოს და მოდერატორების გადაწყვეტილებებს.

ფორუმზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ფოტოხელოვნებით, სურს ნამუშევრების ფორუმზე გამოქვეყნება, სხვის ნამუშევრებზე თავისი აზრის დაფიქსირება, გამოცდილების გაზიარება, ფოტოკლუბთან თანამშრომლობა და იმავდროულად ეთანხმება ფორუმზე არსებულ წესებს. და ა.შ.

ფორუმის წევრი

ფორუმის წევრს აქვს უფლება:
1.წაიკითხოს და დატოვოს კომენტარი ყველგან გარდა იმ თემებისა, რომლებიც განკუთვნილია მოდერატორებისთვის და ადმინისტრაციისთვის.
2.გახსნას ახალი თემები შემდეგ განყოფილებებში:
• ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
• ითხოვე დახმარება კლუბისგან
• ციფრული ფოტოგრაფია
• ფირის ფოტოგრაფია
• ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვის სექცია
3.განათავსოს და დაარედაქტიროს თავისი ნამუშევრები გალერეაში.
4.მიმართოს მოდერატორს თხოვნით, დაარედაქტიროს (გარკვეული წესების ფარგლებში) ან გადაიტანოს სხვა თემატიკის გალერეაში მისი სურათი, თემა, ან პოსტი.
5.ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებზე დახმარებისთვის მიმართოს ნებისმიერ მოდერატორს.

ფორუმის წევრი ვალდებულია:
1. დაიცვას ფორუმის წესები
2. პატივი სცეს ადმინისტრაციას და სხვა ფორუმელებს
3. შეასრულოს ფორუმის მოდერატორების მოთხოვნები
4. უზრუნველყოს თავისი ანგარიშის უსაფრთხოება
5. დაიცვას ფორუმის წესები.

ფორუმის წევრს არა აქვს უფლება:
1.ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ისაუბროს კლუბის ან კლუბის საბჭოს სახელით.
2.კლუბის სახელით აწარმოოს ფინანსური გარიგებები ან საქმიანი მოლაპარაკებები.
3. განიხილოს ან ეჭვქვეშ დააყენოს კლუბის ან მოდერატორის გადაწყვეტილება ფორუმის ან კლუბის სხვა წევრის მიმართ.


შენიშვნები, საჩივრები, კითხვები, წინადადებები
ნებისმიერ შემთხვევაში როცა რომელიმე ფორუმელს აქვს შემოთავაზება ან წინადადება, უნდა მიმართოს ადმინისტრაციას წერილობითი სახით, პირადი გზავნილის საშუალებით PM, ელ-ფოსტით. ადმინისტრაციის, მოდერატორების ან ვინმე სხვა ფორუმელის მიმართ რამე სახის პრეტენზიის ან ხელმძღვანელობასთან რამე საკითხის გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართოს ადმინისტრაციას წერილობითი სახით, პირადი გზავნილის საშუალებით PM, ელ-ფოსტით.
ამ საკითხთან დაკავშირებით ფორუმზე გახსნილი თემები დაიხურება და მისი ავტორი მიიღებს გაფთხილებას


მოდერატორი

მოდერატორები ფორუმის წევრთა ჯგუფია, რომელსაც ირჩევს ფოტოკლუბის ადმინისტრაცია . მათი მოვალეობაა გააკონტროლონ ფორუმის/კლუბის მუშაობა, რაც გულისხმობს:
1.წესების თანახმად თემების და პოსტების მოდერირებას (რედაქტირება, გადაადგილება, წაშლა და ა.შ.)
2.კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება.
3.ფორუმის და ფოტოკლუბის წევრებისათვის, ასევე კლუბის ადმინისტრაციისთვის ფორუმთან და კლუბთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარების გაწევა.
4.ფოტო-კლუბის ადმინისტრაციის დავალებების შესრულება.
5.საჭიროების შემთხვევაში თავისი ქმედებების დასაბუთება.

მოდერატორს აქვს უფლება:
1.მოახდინოს პოსტების მოდერირება (რედაქტირება, წაშლა, გაერთიანება, გადაადგილება) მისი შეხედულებისამებრ იმ შემთხვევებში, თუ:
- ნაწერი არის დუბლირებული
- შინაარსობრივად არ არის დაკავშირებული თემასთან
- შეიცავს კლუბისთვის დაუშვებელ განცხადებას, ან შეუსაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან (კანონთან) და საერთაშორისო სამართლის ნორმემბთან
- ამორალურია, ან შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას
- შეიცავს პოლიტიკური, სარეკლამო, ნარკოტიული პროპაგანდის ან ძალადობრივი შინაარსის, რასისტული, ან კლუბისთვის და კლუბის საბჭოსთვის სხვა მიუღებელი სახის განცხადებას
- ლახავს ფოტოკლუბის, ან მისი წევრის იმიჯს, ან რეპუტაციას
- მოახდინოს საეჭვო შინაარსის პოსტების და თემების დაბლოკვა, რომელთა რეგულირების წესები პირდაპირ არ არის გათვალისწინებული აღნიშნული წესებით და შემდეგში მოახდინოს მათი განხილვა ადმინისტრაციასთან და მოდერატორებთან ერთად
2.ფორუმის წესების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს ადმინისტრაციას ფორუმის ან კლუბის წევრის დროებით და სამუდამო ბლოკირების ასევე კლუბიდან მისი გარიცხვის წინადადებით.
3.კონკრეტული ამოცანის ან პრობლემის გადაწყვეტისთვის შექმნას საინიციატივო ჯგუფები.
4. სიტყვიერი (წერილობითი) გაფრთხილება მისცეს ფორუმის ან კლუბის ნებისმიერ წევრს რაიმე მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში. მეორე დარღვევის შემთხვევაში მოდერატორს აქვს უფლება 3 დღით დაბლოკოს ასეთი მომხმარებელი. განმეორების შემთხვევაში, კვლავ დაბლოკოს 1 თვით და გაიტანოს ამ მომხმარებლის საკითხი კლუბის საბჭოზე განსახილველად.
5.ფორუმის მომხმარებლის ან კლუბის წევრის მხრიდან სერიოზული დარღვევის შემთხვევაში (რის შესახებაც მოდერატორი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის წინაშე), ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში რამდენიმე დღით და გაიტანოს ამ მომხმარებლის საკითხი კლუბის საბჭოზე განსახილველად.
6.საჭიროების შემთხვევაში, მოდერატორთა ჯგუფის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოდერატორს აქვს უფლება სამუდამოდ დაბლოკოს ფორუმის ნებისმიერი წევრი, აგრეთვე დაბლოკოს IP-მისამართი/ები, ელ-ფოსტის მისამართები და შესაძლო მომხმარებლის სახელები, რომლებიც შეიძლება დაარეგისტრიროს დამრღვევმა.

მოდერატორს არა აქვს უფლება:
1.დაარედაქტიროს პოსტები შინაარსის შეცვლის მიზნით.
2.ფორუმის წევრის ლობირება.
4.მისდამი მიმართული თხოვნის (მოთხოვნა, წინადადება, საჩივარი და ა.შ.) იგნორირება.
5.ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩაერიოს ფორუმის ვიზუალურ და პროგრამულ საკითხებში.
6.ისაუბროს კლუბის ადმინისტრაციის სახელით
7.ფოტოკლუბის სახელით მოახდინოს ფინანსური გარიგება ან საქმიანი მოლაპარაკება.
8. დაბლოკოს კლუბის ადმინისტრაციის წევრი მისი თანხმობის, ან ადმინისტრაციის უმრავლესობის გადაწყვეტილების გარეშე

საერთო ნაწილი

1. რეგისტრაცია
ფორუმზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ეთანხმება ფორუმის წესებს. აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ანგარიშის დარეგისტრირება. ასეთი ანგარიში და მასთან დაკავშირებული კომენტარები და სურათები გაუქმდება გაფრთხილების გარეშე.
აკრძალულია მომხმარებლების პირადი ინფორმაციის (ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ...) სარეკლამო მიზნებში გამოყენება.
ფორუმის წევრებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ პირადი პაროლი... აკრძალულია პირადი პაროლის სხვისთვის გადაცემა, ან სხვისი პაროლის გამოყენება.
ფორუმის ყველა წევრი ვალდებულია პაროლი საგულდაგულოდ შეარჩიოს, რათა არ მოხდეს მისი ანგარიშით არასანქცირებული სარგებლობა.

1.2. ნიკი.
აკრძალულია ისეთი სამომხმარებლო სახელის რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს საიტების და სერვერების სახელებს, სარეკლამო ინფორმაციას, უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმებს, რეკლამას, საქართველოს კონსტიტუციისა, საერთაშორისო ნორმების და კლუბის ან მისი წევრის საზიანო, შეურაწმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.
სამომხმარებლო სახელი (ნიკი) უნდა შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ ლათინური ანბანის ასოებს და ციფრებს. დაუშვებელია სამომხმარებლო სახელში ნებისმიერი სხვა სიმბოლოს გამოყენება გარდა ჰარისა (space), წერტილისა და ქვედა ხაზის.
ნიკის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორი ითხოვს ნიკის სახელით და გვარით ჩანაცვლებას.

1.3. ავატარი
აკრძალულია ისეთი ავატარის გამოყენება, რომელიც შეიცავს საიტების და სერვერების სახელებს, სარეკლამო ინფორმაციას, უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმებს, რეკლამას, საქართველოს კონსტიტუციისა, საერთაშორისო ნორმების და კლუბის ან მისი წევრის საზიანო, შეურაწმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.
ყველას ვისაც სურს ავატარებზე იქონიოს რაიმე იდეოლოგიის მატარებიელი სიმბოლიკა (ფაშისტური, სადისტური, სექტანტური და ა.შ.), არაეთიკური სახის ფოტოები, ასევე ყველას ვინც შეეცდება რომელიმე იდეოლოგიის გავრცელებას ფორუმზე ან გალერეაში ვაფრთხილებთ, რომ პირველად მიიღებენ 50% ვორნს და 3 დღიან ბანს, მეორე შემთხვევაში მიიღებენ 1 თვიან ბანს, მესამე შემთხვევაში კი სამუდამოდ გაუუქმდებათ ექაუნთი.
უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმების გამოყენება ავატარებზე ისჯება 10% ვორნით. თუ აღნიშნულის შემდეგ, მომხმარებელი არ შეცვლის უცენზურო ავატარს, ის მიიღებს კიდევ 10% ვორნს და დაედება 7 დღიანი ბანი.

1.4. ხელმოწერა (Signature)
ხელმოწერაში აკრძალულია ისეთი ინფრომაციის ჩაწერს, რომელიც შეიცავს სარეკლამო სახის ინფორმაციის, ბმულებს, სერვერების ან საიტების სახელებს, უცენზურო სიტყვებს და გამოთქმებს, საქართველოს კონსტიტუციისა, საერთაშორისო ნორმების და კლუბის ან მისი წევრის საზიანო, შეურაწმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.

2. თემები და კომენტარები
ყველა თემა განიხილება იმ განყოფილებაში, რომლის სათაურიც შეესაბამება მას. წინააღმდეგ შემთხვევში მოდერატორი გადაიტანს მას შესაბამის განყოფილებაში და კომენტარის ავტორს მისცემს წერილობით გაფრთხილებას.
აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, რომლებიც უკვე არსებობს ფორუმზე. ახალი თემის გახსნამდე მოიძიეთ იგი ფორუმის ძებნის საშუალებით. აკრძლულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა.
აკრძლულია ადმინისტარციის მიერ წაშლილი თემების განხილვა. ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ პ.მ-ი ან ელ-ფოსტა.

აკრძალულია თემებში ისეთი სარეპორტაჟო ფოტოების განთავსება, რომელზეც ავტორს არ აქვს ფოტოზე გამოსახული პირისგან აღებული ნებართვა (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ფოტოსთან ერთაად ხდება მასზე გამოსახული პირის იდენტიფიცირება).

აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა, პირადი შეურაცხყოფა ფორუმის წევრების ან მესამე პირების მიმართ, რასისტული აზრების გამოხატვა, მოწოდება ძალისმიერი გზით მთავრობის დამხობისა, ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივება, რაც აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.
აკრძალულია ისეთი თემები და პოსტინგები, რომლებიც ქართული და უცხოური კულტურის, რელიგიის, ტრადიციების და მენტალიტეტის შეურაწმყოფელია.

თემის სათაური მაქსიმალურად ინფორმატიული უნდა იყოს და მასში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი საკითხი.

კონკრეტული თემის განხილვისას აკრძალულია სხვა საკითხებზე მსჯელობა (ე.წ.ოფტოპიკები) ოფტოპიკების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. კონკრეტულ თემაში მოყვანილი კომენტარის შეფასება ე.წ. “ოფტოპიკად” შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მოდერატორს და თემის ავტორს. ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, მოდერატორს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ოფტოპიკის წაშლის თაობაზე.

თემები, რომლებიც არ ატარებენ ზოგად საგანმანათლებლო ხასიათს, ან არ შეიცავენ მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველ მასალას და განთავსებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, არ იქნება შემჩნეული აქტიურობა, მოდერატორის გადაწყვეტილებით განსახილველად გადავიდეს მოდერატორების ფორუმში, სადაც გადაწყდება თემის ბედი.

ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას ფორუმში გამოქვეყნებული “პირადი პოსტების” სიზუსტეზე და სარგებლიანობაზე. ყველა “პირადი პოსტი” წარმოადგენს მათი ავტორის აზრს...

თუ ფორუმის მომხმარებელი თვლის, რომ რომელიმე პოსტში მას მიაყენეს შეურაწყოფა, ის უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან პირადი შეტყობინების მეშვეობით მოდერატორს. მოდერატორი ან მოდერატორთა ჯგუფი თვითონ მიიღებს საჭირო ზომებს. მოცემულ რეაგირებას შესაძლოა დასჭირდეს დრო და ეს კარგად უნდა ესმოდეს ფორუმის მომხმარებელს.

3.1. ნამუშევრების გამოქვეყნება
მოცემულ ვებ რესურსზე გამოქვეყნებული ყველა ნამუშევარი ეკუთვნის მათ ავტორებს და ნებართვის გარეშე მათი გამოყენება აკრძალულია.
- გალერეაში აკრძალულია სხვისი ნამუშევრების განთავსება
- გალერეაში აკრძალულია მობილური ტელეფონის ფოტოაპარატით ან ვიდეოკამერით გადაღებული ფოტოების ატვირთვა. დაშვებულია მხოლოდ ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები!
- გალერეში აკრძალულია ნახატების ატვირთვა.
- გალერეაში აკრძალულია 3D და ფოტოშოპში შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა.
- Digital Art-ში დასაშვებია მხოლოდ ისეთი ნამუშევრები რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ავტორის მიერვე გადაღებული ფოტოებს.
- გალერეაშიაკრძალულია პორნოგრაფიული სახის ფოტობის განთავსება.
- გალერეაში განთავსებული ფოტოების საავტორო უფლებები დაცულია და მათი დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ ის მომხმარებელი, რომელმაც ავტორის ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა ფოტო და არა კლუბის ხელმძღვანელობა.
- ნამუშევრის ავტორის მიერ განცხადებული პრეტენზიის შემთხვევაში კლუბის ადმინისტრაცია ვალდებულია წაშალოს ხელყოფის ობიექტი და მიიღოს მის ხელთ არსებული და კანონით ნებადართული სხვა დასჯის მექანიზმები საავტორო უფლების დამრღვევის მიმართ (ფორუმიდან წაშლის, წევრის გარიცხვის და სხვ. ჩათვლით)
- როდესაც ფორუმის წევრი საფუძვლიანად ადასტურებს საავტორო უფლებების გადაცემის ფაქტს
- მომხმარებელი რომელიც დაარღვევს საავტორო უფლებებს მიიღებს წერილობით გაფრთხილებას და მისი ექაუნთი დაიბლოკება 1 თვით. განმეორებით შემთხვევაში ადმინისტრაცია გააუქმებს მის ანგარიშს.
- აკრძალულია პორნოგრაფიული, ნაცისტური, რასისტული და რელიგიური დისკრიმინაციის, ძალადობის, ნარკომანიის პროპაგანდის ამსახველი ხასიათის, ასევე სხვა არაეთიკური და კანონის დამრღვევი სურათების განთავსება.
- აგრეთვე, მოდერატორთა კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი სურათის გალერეიდან ამოღების შესახებ.

3.2. გალერეაში განთავსებული ნამუშევრის შეფასება
გალერეაში განთავსებული ფოტოს შეფასება შეუძლიათ მხოლოდ კლუბის იმ წევრებს, რომლების ჯგუფისთვისაც ფოტოს ავტორმა დაუშვა შეფასებები. ფოტოსურათის შეფასებას ვერ შეძლებს Newbie ჯგუფის წევრი.

კომენტარის დაწერა შეუძლია ყველა რეგისტრირებულ წევრს, იმ ჯგუფის წარმომადგენლების გარდა, რომლისთვისაც ფოტოს ავტორმა აკრძალა კომენტირება. ფოტოზე კომენტარის დაწერა არ შეუძლია სტუმარს.
კომენტარებში დასაშვებია საუბარი მხოლოდ ფოტოს გარშემო, კითხვები, რჩევები, შენიშვნები და ა.შ...
კომენტარებში აკრძალულია მოდელის განხილვა, ნებისმიერი ვინც გააკრიტიკებს მოდელს მიიღებს გაფრთხილებას ან დაებლოკება ანგარიში.

3.3. ფორუმზე გასაგზავნი ნამუშევრის ტექნიკური მახასიათებლები:
- ფორმატი JPEG (.JPG),
- ფერების მოდელი - RGB
- ფოტოს ზომა
ვერტიკალური კადრისთვის - მაქსიმუმ 700(სიგანე) პიქსელი X 700(სიმაღლე), მინიმუმ 250X400
ჰორიზონტალური კადრისთვის - მაქსიმუმ 950(სიგანე) x 700(სიმაღლე) პიქსელი, მინიმუმ 550X250


წესები არაა საბოლოო და მათში თანდათან შევა ცვლილებები..............

ბოლო განახლება: 19 თებერვალი, 2008 წელი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th November 2024 - 16:14

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'