BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> პლაგიატის საწინააღმდეგო თემა, ფოტოს ჭეშმარიტი ავტორობის დადგენა

| |
User-Nikala
post Feb 14 2011, 15:00
#481 

Amateur+ Amateur+
8,113


პლაგიატია თუ გამიზნულად არის დაკოპირებული, მაგრამ შეიძლება დაემთხვეს და სხვასაც ქონდეს გადაღებული. ერთ ჩემს ფოტოზე იყო მსგავსი შემთხვევა, მითხრეს ასეთი ფოტო სხვასაც აქვსო, თუმცა მე ის მეორე ფოტო დღესაც არ შემხვედრია არსად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tzt12345
post Feb 14 2011, 16:31
#482 

NewBie NewBie
445


ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფოტოს ძირითადი ძირითადი შესაფასებელი კრიტერიუმი მისი ორიგინალური იდეაა (და არა კვერცხი ან კოვზი). შესაბამისად, ეს იდეა ზუსტად ასეთივე მეთოდით იყო უკვე გადმოცემული და ის რაც ბოკეზე დევს არის იდეის პლაგიატიზმი და არ აქვს მნიშვნელობა ერთჯერადი კოვზი ექნება ავტორს აქ გამოყენებული თუ ნახევრად შემწვარი კვერცხი.

თორემ სხვა მხრივ უამრავი ადამიანი იღებს ეიფელის კოშკის სურათს, მაგრამ არ ნიშნავს რომ პლაგიატიზმია,

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 14 2011, 17:31
#483 
Club Founder

Administration Administration
4,838


tzt12345,
ამ რესურსზე ისჯება უშუალოდ ნამუშევრის მოპარვა და მითვისება.

რაც შეეხება იდეას, ვეთანხმები Nikoloz Mameishvili,-ს პოსტს. შეიძლება არც თქვენი დადებულ ლინკზე ლინკზე არსებული ნამუშევარია, მისი ავტორის იდეა? შეიძლება ყველას ცალ-ცალკე მოუვიდა ეს იდეა თავში. ჩემი აზრით (ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა) მთავარია, როგორ შეძლებ იდეის განხორციელებას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Feb 14 2011, 17:34
#484 

Amateur+ Amateur+
9,666


ვერ დავიჯერებ რო ეგ სპერმოტოზოიდები ორივეს იდეაა DDDD.gif ერთერთმა მოიპარა და აი რომელმა ეგ არის საკითხავი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tzt12345
post Feb 14 2011, 17:37
#485 

NewBie NewBie
445


მეც ვერ დავიჯერებ რომ ეგრე ზუსტად დაემთხვეს ორი იდეა (და შესრულება) ერთმანეთს - ამის ალბათობა ძალიან დაბალია.
აი სხვა მეთოდით რომ გადმოეცა ბოკელს ეგ იდეა, მაშინ კითხვები არ გაჩნდებოდა.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 14 2011, 17:47
#486 
Club Founder

Administration Administration
4,838


Avtandil Mamulia,
tzt12345,
თუ გსურთ ვიკამათოდ ან უბრალოდ ვისაუბროთ ამ საკითხზე.
რაც შეეხება სანქციებს, ასეთი რამე ჩვენთან არ ისჯება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Feb 14 2011, 17:52
#487 

Amateur+ Amateur+
9,666


მე არ ვამბობ რომ, იდეის მოპარვა დასჯადი უნდა იყოს )) მეც მიცდია იდეის მოპარვა მაგრამ არ გამომსვლია მაგაზე არარის DDDD.gif
Added @
ისე სპერმატოზოიდი როგორც მახსოვს თეთრი ფერის არის და თუ მატასამ იდეა მოიპარა უკეთესადაც კი აქვს შესრულებული ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Feb 14 2011, 17:56
#488 
Club Founder

Administration Administration
4,838


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Feb 14 2011, 18:02
#489 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


მთელი მსოფლიო იღებს თურმე ამ კვერცხებს და რატომ ღ ა დაობთ? DD
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Feb 14 2011, 18:09
#490 

Amateur+ Amateur+
8,113


QUOTE
ისე სპერმატოზოიდი როგორც მახსოვს თეთრი ფერის არის


უეჭველია? DDDD.gif


იდეის მოპარვა ვერანაირად ვერ იქნება დასჯადი, უბრალოდ არასასიამოვნო სანახავია და ავტორის უნიკალურობას აკნინებს. ცნობილი მხატვრის ნახატების რეპროდუქციებს ვინც ხატავს ისინიც ხელოვანები არიან, თუმცა ვერასდროს ვერ ექნებათ პრეტენზია უნიკალურობასა და ინდივიდუალურობაზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 14 2011, 20:44
#491 
Club Founder

Master Master
14,574


ახლა ბუზიდან სპილოს ნუ შექმნით

იდეა ვის ეკუთვნის კაცმა არ იცის

ტაძარს რომ იღEბთ დაფიქრებულხართ იმაზე რომ სხვასაც გადაუღია თუ თქვენ გაქვთ ექსკლუზივი?

რა თქმა უნდა არ არის კარგი იდეის მოპარვა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს მოპარვა კიარა გამეორებაა და საკუთAრი ვარიანტი. აი ამ საკითხზე მაშინ მაშინ მიდგება საქმე თუ ვინმემ გიჩივლა და რა საკვირველია სასამართლოს გადასაწყვეტია საბოლოო პასუხი, თუმცა სასამართლოც საერთაშორისო ნორმებზე და სახელმწიფოში მიღებულ კანონებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას.

რა ქნას მხვატვარმა/ბმა აღარ დახატოს მზესუჭვრიტა?

ჯობია ნამდვილი პლაგიატი ან უფრო სწორად სხვისი გადაღებული ფოტოები ეძებოთ
აი ეს ყველა შემთხვევაში დანაშაულია სასამართლოს გარეშეც.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Feb 14 2011, 22:07
#492 

Amateur+ Amateur+
8,113


გუჯა ბატონო, ტაძარი და მზესუმზირა ცოტა განსხვავებული თემატიკაა. აქ კონკრეტული საგნების ერთობლიობის კოპირებასთან გვაქვს საქმე, რომლებმაც მთლიანობაში შექმნა იდეა და ეს არ არის კარგი სანახავი, თორემ არამგონია ბევრი ადამიანი იყოს ამ ქვეყანაზე, მითუმეტეს საქართველოში, ვინც ყველასგან განსხვავებულს ქმნის რამეს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 14 2011, 22:34
#493 
Club Founder

Master Master
14,574


გასაგებია ეგ კაცო

აბა ასე შევხედოთ მაგ საკითხს

ვიღAცას მოუვიდა თAვში ორიგინალური იდეა, გადაიღო ფოტო. შემდეგ დადვა ქსელში და უამრავმა ადამიანმა ნახა. ეს იდეა მოგეწონა შენ და ფაქტიურად იგივე იდეის მატარებელი ფოტო 1000ჯერ უკეთEსად გადაიღე. როგორ ფიქრობ რომელი ფოტო უფრო დაფასდება ან იკითხავს ვინმე ვისი იდეა იყოო?
მე ვფიქრობ არც არავინ არაფერს არ იკითხავს და რასაკვირველია რომელიც უკეთEსი ფოტო იქნება იმას მეტი მომწნებელი(მყიდველი) ეყოლება.

ეს საკითხი უფრო იურიდიული საკითხია და თუ ჩახედული არ ხარ არც ლაპარაკი ღირს.
თავად ფოტოგრაფიის გამოგონების იდეა რამოდენიმე კაცს მოუვუდა თAვში ერთდროულად და შემდეგ ამ საკითხზე უამრავი ხალხი მუშაობდა. თვით ტალბოტი რომელიც ფაქტიურად ფოტოგრაფიის მამაა ქურდი ყოფილა რადგან მაგას სხვისი იდეა განახორციელა თავისებურად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Feb 14 2011, 22:45
#494 

Amateur+ Amateur+
8,113


კი, ეგრეა ყველაფერი, გეთანხმები. აგერ ეს ჩემი ფოტო: http://www.boke.ge/forum/?img=122073

ბაზალეთზე უშედეგო თევზაობის დროს გადავჯექი ცოტა მოშორებით. გავიხედე გვერდით და მეგობარი ატრიალებდა ბავშვს. უცბად მომივიდა იდეა, რომ შეიძლებოდა ფართე კუთხით ტრიალის გადაღება, დავაჭერინე მამულიას ბავშვი და გამოვიდა ეს ფოტო. დავდე მერე აქ და მითხრეს უცხოურ საიტზე მაქვს ანანხი ასეთი ფოტოო. რამდენი კაცი დამიჯერებს ეხლა მე, რომ აქამდე ეგეთი ფოტო არათუ ნანახი, წარმოდგენილიც არ მქონდა? )))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Feb 14 2011, 23:03
#495 

Amateur+ Amateur+
1,081


Guja

ჩემთვის ის ვიღაცა ვისაც პირველად მოუვიდა ორგინალური იდეა თავში ბევრად მაღლა დგას ვიდრე
ის მეორე რომელმაც ნახა დაიზეპირა და უკეთესად შეასრულა (მაგას ხელოსნობა ქვია და არა კრეატივი)

როცა ხელოვნებასთან გვაქს საქმე მგონი პიონერი ჯობს უკეთეს ხელოსანს არ მეთანხმებით ?

როცა მოხმარების საგანთან (მანქანა) მაშინ ხელოსანის და ტექნიკის როლი უფრო წინ დგას ვიდრე საუკუნეების წინ ბორბალის მომგონის


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Feb 15 2011, 02:47
#496 

Amateur+ Amateur+
7,355


და იქნებ არ მოუპარავს?
0,00000001 % შეიძლება იყოს ისეთი ფოტო რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში; ტექნიკურად, კომპოზიცთურად, მხატვრულად, და ა.ს.შ.

აი რომ თქვას მე მომივიდა ეგ იდეა და ვის რა გინდათო? დაუმტკიცებთ რამეს? თუ დააგინებთ ვინც მოიპარაო?


მაშიინ ყოველი კადრის გადაღებისას, კარგად დაფიფრდით, ვინმეს ხომ არ აქვს უკვე გადაღებული?

ეეეეჰ ასე ვერ წავალთ წინ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
george khelashvili
post Mar 5 2011, 18:44
#497 

Amateur Amateur
186


საინტერესოა..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 18 2011, 17:28
#498 

Amateur+ Amateur+
22,472


QUOTE(Guja @ Feb 14 2011, 23:34)
გასაგებია ეგ კაცო

აბა ასე შევხედოთ მაგ საკითხს

ვიღAცას მოუვიდა თAვში ორიგინალური იდეა, გადაიღო ფოტო. შემდეგ დადვა ქსელში და უამრავმა ადამიანმა ნახა. ეს იდეა მოგეწონა შენ და ფაქტიურად იგივე იდეის მატარებელი ფოტო 1000ჯერ უკეთEსად გადაიღე. როგორ ფიქრობ რომელი ფოტო უფრო დაფასდება ან იკითხავს ვინმე ვისი იდეა იყოო?
მე ვფიქრობ არც არავინ არაფერს არ იკითხავს და რასაკვირველია რომელიც უკეთEსი ფოტო იქნება იმას მეტი მომწნებელი(მყიდველი) ეყოლება.

ეს საკითხი უფრო იურიდიული საკითხია და თუ ჩახედული არ ხარ არც ლაპარაკი ღირს.
თავად ფოტოგრაფიის გამოგონების იდეა რამოდენიმე კაცს მოუვუდა თAვში ერთდროულად და შემდეგ ამ საკითხზე უამრავი ხალხი მუშაობდა. თვით ტალბოტი რომელიც ფაქტიურად ფოტოგრაფიის მამაა  ქურდი ყოფილა რადგან მაგას სხვისი იდეა განახორციელა თავისებურად.
*




ბატონო გუჯა, ჩემს იურიდიულ გამოცდილებას თუ დაუჯერებთ, იდეის პლაგიატიც ისეთივე პლაგიატია, როგორც ფოტოს მომპარავი. და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უკეთესად გადაიღე ვინმეს იდეა თუ უარესად. რომლის ფოტოც უფრო ადრეა გადაღებული ისაა იდეის ავტორი და უფლება აქვს უჩივლოს სასამართლოში და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საავტორო უფლებებს იცავს კანონი, მოიგებს ამ სასამართლოს.
ნაკლებად სადავო იქნებოდა კოვზების ნაცვლად რომ სხვა რამ ყოფილიყო, არ ვიცი რა, მაგრამ სხვა ნივთი.. მაგრამ როდესაც განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ რკინის კოვზების ნაცვლად პლასტმასია, ეგ განმასხვავებელ ნიშნად და ორიგინალურ იდეად ვერ გასაღდება..

რაც სეეხება იდეის სედარებას პეიზაჟთან ან თუნდაც ნაგებობასთან, ეს აბსოლუტირად სხვადასხვა რამეა. ნაგებობა არის თავისუფალი ობიექტი, რომლის გადარებაც სეზღუდული არაა და მე ისევე როგორც სხვა მილიონობით ადამიანს მაქვს უფლება გადავიღო ის ნებისმიერი წერტილიდან. მაგრამ რომ ეს ნაგებობა დავამონტაჟო და მაგალითად შიმპანზეს დავაკავებინო ხელში და მერე ვირაცამაც რომ იგივე გაიმეოროს გამოუვა ჩემი იდეის კოპირება.. ანუ იდეური პლაგიატი იქნება. თორე კვერცხი და კოვზი ბევრს აქვს გადარებული, მაგრამ ამ კვერცხი და კოვზი ამ ფორმით და ამ ურთიერთდამოკიდებულებით უკვე ვიღაცას მოუვიდა აზრად ერთხელ და მერე ვირაცებმა იპლაგიატეს.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
galerea
post Apr 24 2011, 01:31
#499 

Validating
33


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
galerea
post Apr 24 2011, 01:52
#500 

Validating
33


და tp://www.boke.ge/forum/?img=146545 ერთი და იგივეა?
Added @
ავტორი თუა ერთი და იგივე DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Apr 24 2011, 02:55
#501 

Amateur Amateur
308


galerea,
bravo.gif bravo.gif bravo.gif მეც მქონდა ეჭვი...
http://www.photosight.ru/photos/3223572/?from_member ეს
და ეს
http://www.boke.ge/forum/?img=146430
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Apr 24 2011, 09:44
#502 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


ramaz,
diax.gif მადლობა : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Apr 24 2011, 20:43
#503 

Amateur Amateur
3,500


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Apr 25 2011, 19:05
#504 

Amateur+ Amateur+
7,355


Chalo,

მანდვილად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 25 2011, 19:35
#505 

Amateur+ Amateur+
22,472


ჩემი კომენტარი:
მე მაინც არ მჯერა რომ "ახალგამომცხვარი" ასეთ კარგ ფოტოებს იღებს..
მეპლაგიატება და რა ვქნა

კუკლას პასუხი:
kesha simartle gitxra,es sul axali gadaghebuli suratebia, chemi namushevrebi rom naxo,mixvdebi tu ramdens vmushaobdi,akamde rom movsulvikavi:)


ყველა ფოტოზე აღვნიშნე რომ ეს ადამიანი პლაგიატია და რატომღაც არავინ ამიბა მხარი.. მადლობა იმ ხალხს ვინც ეს დაამტკიცა..

:ტოჟე მნე ახალი ნიჭიერი ფოტოგრაფი:
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Apr 25 2011, 23:44
#506 

Amateur Amateur
308


სამწუხაროა მაგრამ რას ვიზამთ, ასეთებიც ხდება. ამ ბარბის მიერ ატვირთულ სურათებზე ჩემს მიერ დადებულ კომენტარებზე უარს არც ეხლა არ ვიტყვი იმიტომ რომ, ისინი სურათის ავტორს ეხებოდა და არა მათ ბოკეზე ამტვირთავს, მას რომ დაემტკიცებინა სურათების ავტორობა ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ.....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mze
post Apr 26 2011, 14:58
#507 

Amateur+ Amateur+
7,966


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 26 2011, 17:25
#508 

Amateur+ Amateur+
22,472


Mze,
ძალიან გამახარე smile.gif bravo.gif

ჩემი კომენტარი ადელის ერთ-ერთ ფოტოზე:
ცოტათი ეჭვი მეპარება ამ ფოტოს ავტორში..

ადელის პასუხი:
kesha sainteresoa echvi ratom shegepera?! albat cota ar ikos shuris momentia :P didi madloba kvelas:* martali xart,damushavebuli araa,da perebic bunebrivia.
ra sapudzvelze epareba echvi?! egre mash kvela ak mkopze sheidleba shegeparos echvi

სულ ვამტკიცებ, არ სეიძლება უცებ გამოიჩეკოს ნიჭიერი ფოტოგრაფი და დადოს უმაღლესი ხარისხის ფოტოები. მე ის მაკვირვებს რომ ის ხალხი ვისაც თავი გამოცდილი ჰგონია, ტაშს უკრავს და აფასებს ასეთ პლაგიატებს.
იგივე იყო კუკლას შემთხვევაშიც. ყველამ რომ გააფანატა. არ სეიძლება ასეთი დაუკვირვებლობა..


მოდერატორები აშკარად საჭიროა. არც კუკლა და არც ადელი ჯერ არ გაუპლაგიატებია ადმინისტრაციას..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Apr 27 2011, 07:26
#509 

Amateur Amateur
1,507


მეც არ გამიკვირდა, 5 ფოტოდან 2 გადაღებული აქვს canon eos 40D-თი და და 2 fujifilm finepics s5 pro -თი და თან ფაილის დეტალებში მთელი მონაცემები უწერია როგორ გადაიღო და რითი დაამუშავა. გამიკვირდა ეს მარა არაფერი ვთქვი, ისე კი ვაკვირდებოდი. აწი თუ სადმე წავაწყდი მსგავს რამეს თქვენც გაგიზიარებთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Apr 27 2011, 21:20
#510 

Amateur Amateur
3,500


მზეს დიდი მადლობა smile.gif

http://www.boke.ge/forum/?img=146224
კეშა შურიანი გვიწოდეს ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 5th November 2024 - 17:24

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'