კომპანია Nikon გამოაცხადა "სრულ კადრიანი" (Full Frame) ციფრული აპარატის FX ფორმატის D700 გამოშვების შესახებ.
995გრამიანი აპარატი მოთავსებულია მყარ კორპუსში გაბარიტებით 147 x 123 x 77 მმ. კორპუსი იცავს აპარატს ნესტის და მტვრისგან. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ კამერა გამოირჩევა ინტუიციის დონზე მისაღებ ერგონომიკით და ღილაკების ოპტიმიზირებული განლაგებით სწრაფი და მოხერხებული მართვისათვის.
ამის გარდა, სიახლეში გამოყენებული წამყვანი ტექნოლოგიები, რის გამოც მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ნამდვილი სიამოვნება ამ აპარატის გამოყენებით და მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს სხვადასხვა გადაღების პირობებში.
ძირითადი მახასიათებლებია:
* FX ფორმატის CMOS-მატრიცა (ზომები 36,0 x 23,9 მ) გარჩევადობით 12,1 მპ, მაღალი შეთავსება სიგნალი/ხმაური, ფართე დინამიური დიაპაზონი და თვითწმენდის მოდული. * მგრძონელობა 200 ISO–დან 6400 ISO–მდე ; * გამოსახულების დამუშავების სისტემა EXPEED 14-ჯერადი ანალოგ–ციფრული გარდამქმნელით და გამოსახულების 16-ჯერადი დამუშავეით, რაც იძლევა საუკეთესო დეტალიზაცია და ტონების გადასვლას; * სიუჟეტების დადგენის დახვეწილი სისტემა, რომელიც ითავსებს კამერის ექპოზიციის და AF მაჩვენებლების მუშაობას, მკაფიო სურათებისთვის და ზუსტი ექსპოზიციისთვის; * ავტომატური ფოკუსირების მოდული Nikon Multi-CAM 3500FX – 51 დაფოკუსების წერტილით; * ფაილების მაქსიმალური გარჩევადობაა 4256 x 2832 პიქსელი, განხორციელებულია NEF (RAW), TIFF (RGB) და JPEG, ასევე NEF (RAW) + JPEG ფორმატების მხარდაჭერა; * მოუხსნელი ოპტიკური პირდაპირი ვიზირი პენტაპრიზმით ციფრული აპარატებისთვის (ეკრანის ტიპი B BriteView Clear Matte VI, AF წერტილების გამოსახულებით და კომპოზიციის ადვილად შესაქმნელი ხაზებით); * ბაიონეტი Nikon F, AF კონტაქტებით; * შესაძლებელია გამოყენებული იყოს ობიექტივები DX ტიპის AF Nikkor (ფუნქციის მხარდაჭერა), G ან D ტიპის AF Nikkor (ყველა ფუნქციის მხარდაჭერა), სხვა ტიპის AF Nikkor (ყველა ფუნქციის მხარდაჭერა გარდა 3D ფერადი მატრიცული აზომვა II), AI-P Nikkor (ყველა ფუნქციის მხარდაჭერა გარდა 3D ფერადი მატრიცული აზომვა II და ავტომატური ფოკუსირების) და AI Nikkor პროცესორის გარეშე (შეიძლება გამოყენებული იყოს А და M ექპოზიციის რეჟიმებში, ელექტრო მზომი გამოიყენება მხოლოდ f/5,6 ან მეტი დიაფრაგმის დროს, ხოლო ფერადი მატრიცული აზომვა და დიაფრაგმის ერთეულის გამოსახვა მხოლოდ ობიექტივის პარამეტრების ჩვენებისას) ; * არ არის თავსებადი IX Nikkor და F3AF–ის ობიექტივების; * ელექტრომართვადი ვერტიკალური ფოკალური "затвор" დაყოვნებით 1/8,000 –დან 30 წმ–მდე (ნაბიჯი 1/3, 1/2 ან 1 EV); * შეუჩერებელი გადაღების შესაძლებლობა სიჩქარით 5 კადრი წამში EN-EL3e ბატარეის გამოყენების შემთხვევაში (8 კადრი წამში – MB-D10 ბატარეის ბლოკის გამოყენება EN-EL3e ბატარეებისგან განსხვავებული ბატარეიების გამოყენების დროს ან EH-5a/EH-5 ქსელის ბლოკის გამოყენების დროს); * ექსპოზიციის TTL-აზპმვა მთლიანად ღია დიფრაგმის დროს 1005-ფიქსელიანი RGB-მაჩვენებლით; * აქტიური D-Lighting გადაღების მომენტში ავტომატურად ტონალობის გასწორების მეშვეობით იძლევა მაღალი კონტრასტულობის სურათების მიღების შესაძლებლობას ; * მაშუქი წამყვანი რიცხვით 17 (ISO 200 მ) ან 12 (ISO 100 მ); * თეთრის ბალანსის 8 რეჟიმი * 3-დიუმიანი თხევადი ეკრანი გარჩევადობით 920000 პიქსელი, 170-გრადუსიანი ხილვადობის კუთხით, სიკაშკაშის რეგულირებით, 100% კადრის დაფარვით; * Live View ფუნქცია * თავსებადობა CompactFlash (Type I); * USB ინტერფეისი; * 1.3a ვერსიის HDMI მხარდაჭერა,ც ტიპის მინი ბუდე. * უკაბელო ლოკალური ქსელის Ethernet–ის მხარდაჭერა დამატებითი უკაბელო გადამცემის WT-4 საშუალებით.
Nikon D700 გამოჩენა დახლებზე მოსალოდნელია თვის ბოლოს, ფასი $3000 (მხოლოდ "ბოდი" ).
უჰ შენ გაიხარე ! მე ადრეც წავიკითხე მაგ ამბავი, მარა თვალები მეტკინასავით აი ამ მისამართზე : http://nikonrumors.com/2008/06/18/more-nik...new-lenses.aspx ეს მგონი NIKON D10 არის, რომელზეც ამდენს საუბრობდნენ და საბოლოოდ ეტყობა მამამ გადაწყვიტა ბაბუის, D70-ის სახელი დაერქმია ერთი კია, 5D-ს არცთუ ურიგო კონკურენტი გამოუჩნდა ხოდა კი დაააფგრეითებდა კაცი ჩემს D70-ს ამ D700ით
თან ამ ფასით. 5D 1800$-მდე ჩამოვიდა და შემცვლელი როცა გამოვა (არადა ამ კამერის გამოსვლამ უნდა დააჩქაროს) ბევრად მეტი არ იქნება მაგაზე. მაქსიმუმ 2200-2300$ IMHO
კარგია, კარგი!!! ერთი 5--7 წელში მგონი ფირის კამერების ფასები რაც იყო დიჯიტალის გაფურჩქვნამდე,, იქ მივალთ რა.
5D-ს შემცვლელს ზაფხულის ბოლო-შემოდგომის დასაწყისში ელოდებიან. ფრანგულმა ჟურნალ-გაზეთებმა ჩამოაღწია აფრიკაში და იქანე ამევიკითხე. წლევანდელი ფოტოკინას ზვეზდა იქნებაო, წერამენ ფრანცუზები. ვნახოთ, ვნახოთ. 2 ათასი ს ხვოსტიკომ თუ არ გადააჭარბეს ფასი, აი ეგ გაიყიდება თუ გაიყიდება. დაჟე, წავიოცნებოთ და 1950 მწვანე რო იყოს რა მოხდება? თუ ადრეა ჯერ?