· ფოტოს შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს თემას: „ვიზრუნოთ სიცოცხლეზე“ · ფოტო აუცილებლად უნდა იყოს ატვირთული „ჯიპისი“-ს მობილური აპლიკაციიდან. · აპლიკაციით ფოტოს გაგზავნისას ყველა საჭირო ველი სრულად და სწორად უნდა იყოს შევსებული, რათა მოხდეს კონკურსანტის იდენტიფიცირება: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. · ფოტოსურათი უნდა იყოს კონკურსანტის საკუთრება - არ უნდა იყოს გადმოწერილი ინტერნეტიდან ან უცხო საიტებიდან (კონკურსის ჟიური განახორციელებს აღნიშნული საკითხის კონტროლს). · 1 ადამიანს მხოლოდ 1 ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს · თუ ფოტო არ დააკმაყოფილებს კონკურსის წესებს ან კონკურსის რომელიმე პირობა იქნება კონკურსანტის მიერ დარღვეული,კომპანია იტოვებს უფლებას რომ ფოტოსურათი არ ატვირთოს ან უკვე ატვირთული მოხსნას კონკურსიდან. · კონკურსი იწყება 22 ივლისს (ფოტოების და "ლაიქების" მიღება) · კონკურსის პირველი ეტაპი სრულდება 10 აგვისტოს (ფოტოების და "ლაიქების" მიღება). · კონკურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ტოპ 20 ყველაზე მეტი "ლაიქის" მქონე ფოტო, რომელსაც განიხილავს კონკურსის ჟიური და 14 აგვისტოს გამოავლენს 5 გამარჯვებულს. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ გამოქვეყნდება ჯიპისი-ს facebook გვერდზე იმავე დღეს (14 აგვისტოს). · საჩუქრები გაიცემა მხოლოდ გამარჯვებულებზე პირადობის წარმოდგენის საფუძველზე. · პრიზის მისაღებად გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ 1 თვის მანძილზე. საკონკურსე ფოტოების შეფასების პრინციპი: კონკურსანტების ფოტოები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, განთავსდება ჯიპისი-ს ფეისბუქ გვერდის აპლიკაციაში „ვიზრუნოთ სიცოცხლეზე“. 20 ფოტო, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ „ლაიქს“ გადავა შემდეგ ეტაპზე, სადაც კონკურსის ჟიური შეარჩევს 5 გამარჯვებულს. კონკურსის ჟიურის წევრები არიან პროფესიონალი ქართველი ფოტოხელოვანები. პრიზები: · Iphone 6 (პირველი ადგილი) · Apple watch sport (მე-2 და მე-3 ადგილები) · ფრანგული კოსმეტიკის სასაჩუქრე ნაკრები (მე-4 და მე-5 ადგილები) როგორ მივიღო მონაწილეობა ფოტოკონკურსში ჩამოტვირთეთ ან განაახლეთ ჯიპისის მობილური აპლიკაცია. შედით აპლიკაციაში და დააჭირეთ „ფოტოს ბეჭდვის“ ღილაკს, შემდეგ დააჭირეთ ფოტოკონკურსის ღილაკს და ატვირთეთ სასურველი ფოტო. შეავსეთ მონაცემები და გამოაგზავნეთ. როგორ ჩამოვტვირთოთ მობილური აპლიკაცია მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვის ეტაპები: · IOS სისტემის სმარტფონებისთვის App Store-ში მოიძიეთ GPC Mobile და ჩამოტვირთეთ; · Android-ის სისტემის სმარტფონებისთვის Play Store-ში მოიძიეთ GPC Mobile და ჩამოტვირთეთ.