მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება საბა შენგელია. მე საბას თავიდან რომ ვუთხარი მიეღო მონწილეობა ამ "გადაცემაში" მან მიპასუხა რომ არ თვლის თავს სერიოზულ ფოტოგრაფად და ფიქრობს რომ უფრო ძლიერი ფოტოგაფებიც არსებობენ ვისი მოწვევაც აჯობებდა. მე ვთვლი ამ ადამიანის მიმართ გაჩნდა უამრავი კითხვა, თუ გადავხედავთ მის გალერეას ვნახავთ რომ კითხვები მის მიმართ ბევრია, ინტერესი დიდი. ვინაიდან ეს გადაცემა არსებობს ჯერჯერობით ბოკეს საზოგადოებისთვის, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ მოვიწვიო ის ვისაც აქვს უშვაოლო კონტაკტი ბოკესთან.
მოგესლმები საბა. მინდა მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ დამთანხმდი გადაცემაში მოსულიყავი სტუმრად. ასე ალბათ იშვიათად მოხდება ჩემს გადაცემაში მაგრამ ასე ვთქვათ ჩემი პირველი კითხვა ეხება მოთხრობის ბოლო აბზაცს, პირველად ვიწყებ ბოლოდან. რა შეიცვალა იმის შემდეგ?
დასაწყისიდან დღემდე შეიცვალა ის რომ ფოტოს სიყვარული უფრო გაძლიერდა . უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან . . . მოთხოვნაში ვგულისხმობ იმას რომ ფანტაზიები და სურვილები რა როგორ გადამეღო თავის ნებაზე მივუშვი, რაღაც რაღაც წინააღმდეგობები დავძლიე და ვაკეთებ იმას რაც მე მინდა . . . ეს ძალიან მეხმარება ყველაფერში.
: ) რატომ ვითხოვ უფრო მეტს. მე მიყვარს ხელოვნება მე მიყვარს ყველაფერი რაც კი უკავშირდება ხელოვნებას. და ფოტოგრაფია ჩემთვის თავისუფლებაა, დიდი სიამოვნება ფოტოაპარატით ხელში არაფრის მეშინია ანუ მე შემიძლია გავაკეთო ის რაც მინდა და თუ წინ არ წავედი და იმ ერთ ადგილას დავდექი საიდანაც ყველაფერი დავიწყე სამყარო გამასწრებს : ) მე მინდა გავუსწრო სამყაროს : ) . . . და ყველაზე მთავარი, მე ჩემ თავს ვგრძნობ როცა ამ საქმეს ვაკეთებ.
წინააღმდეგობები ? რა გითხრა სხვადასხვანაირი. . . აგრესია, ჭკუის სწავლება, სიძულვილი, რავიცი წინააღმდეგობებს რა გამოლევს. : )) მერე რა ეგეც მომწონს : )
ღმერთობა გინდა? იცი რა არის ასეთ რაღაცას მეც ვამბობ ხშირად რომ მე იმას ვაკეთებ რაც მსურს, მაგრამ ამავდროულად ვცდილობ დავრჩე ჰუმანური. ანუ სხვებს ჩემი სურვილებით ზიანი არ მივაყენო. შენ იმაზე თუ გიფიქრია რომ შენი თავისუფლებით სხვებს აყენებ ზიანს?
მე არ მითქვამს რომ შენ ზიანი მიაყენე ვინმეს, არც ფაქტი წარმომიდგენია უბრალოდ დავსვი კითხვა. შენ არ წარმოგიდგენია თავისუფლებით ზიანის მიყენება? ან საერთოდ თავისუფლება როგორ წარმოგიდგენია, მაშინ ჯერ შენეული თავისუფლება განვსაზღვროთ და შემდგომ მისი შედეგები. როგორია შენთვის თვისუფლება?
" არ წარმოგიდგენია თავისუფლებით ზიანის მიყენება? " ვერ მივხვდი ამ კითხვის აზრს. არა ლევან თავისუფლებით ზიანის მიყენება ჩემთვის წარმოუდგენელია . . . რომელ მხატვარს მწერალსან თუნადც ფოტოგრაფს მოუყენებია ზიანი თავისი შემოქმედებით. თავიდანაც ვთქვი და ეხლაც ვამბობ მე არ ვარ პროფესიონალი და შეიძლება არც ხელოვანი , უბრალოდ მიყვარს და ვაკეთებ. არა მგონია ვინმე ამით წუხდებოდეს.
ღმერთობა მინდა თუ არა? : )) უბრალოდ ღიმილი იყოს ჩემი პასუხი : )
ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და მუდამ ეძებს ამ სამყაროში საკუთარ თავს ! ჩემთვის რელიგია ამ სამყაროში საკუთარი თავის ძიებაა ....... და ღმერ თის რომელმაც ეს სამყარო შექმნა. რადგან ყველას გაინტერესებთ და არასოდეს არ გამიცია პასუხი ამ კითხვაზე ანუ იმაზე თუ რატომ გადავიღე რელიგიურ თემაზე ფოტო . . . მე მაინტერესებს რელიგია, მაინტერესებდა როგორ გამოჩნდებოდა ეს ფოტოზე. სწორედ ამ თავისუფლებაზე ვამბობდი წინა კითხვაში.
შენს ნამუშევრებს თუ გადავხედავთ აშკარად ვნახავთ რომ უფრო ძალადობრივ და აგრესიულ გრძნობებს იწვევს ადამიანში ვიდრე ჰარმონიულსა და დამამშვიდებელს, და ძირითადი აზრი და იდეა რისი თქმაც გსურს შენი ნამუშევრებით რა არის? ანუ რის გადმოცემას ცდილობ ფოტოგრაფიით?
: ) ძალადობის და აგრესიის შეგრძნება თუ არ გექნება ჰარმონიულობას და სიმშვიდეს როგორ იგრძნობ ?
მე არაფრის გადმოცემას არ ვცდილობ . . . მე არ მინდა ყველაფერი პირდაპირ ვთქვა ან დაგანახო. ჩემ ნამუშევრებში ყვლამ თავისი ისტორია და ამბავი რომ დაინახო ეგეც საკამრისია. . . მე მომეწონებოდა.
ჩემი მიზანია ერთმშვენიერ დღესაც გავიღვიძო სარეკში ჩავიხედო და ვთქვა : ) მე ეს გამომივიდა . და რა გამომივიდა ? მაგ მიზანს თუ მივაღწევ მერე გეტყვი : )
ხომ მაგრამ წინასწარ რომ თქვა და გააკეთო დაგიჯერებ, და რომ არ თქვა შეძლება ჩავთვალო რომ გაარტყი. არ მითხრა ახლა რომ ეს ჩემი პრობლემაა : )) მოდი ასე ვთქვათ შენ ექსპერიმენტატორი ხარ, მე ასე მგონია. რა შედეგს იღებ ბოლომდე ჩემი აზრით არ გაქვს გააზრებული. მართალი ვარ?
ყოველთვის ვიცი რა მინდა და რას ვაკეთებ, გადაღება შეიძლება ერთი კადრისთვის დავდგა და მე ამ კადრს მივაღწევ. არასოდეს ვვარაუდობ. . . თუ არ მჯერა ჩემი თავის მე გადაღებაზე არ წავალ. თუმცა ამ ერთ კადრს შემდეგ რა მოყვება ეგ რათქმაუნდა არასოდეს ვიცი . . . ყველანი ექსპერიმენტატორები ვართ. მთავარია გჯეროდეს რას აკეთებ . . .
ურთიერთ გმომრიცხავი რამ მითხარი: ) მანამდე მითხარი რომ გადაღებას ისე არ გეგმავ თუ არ იცი რას იღებ. და მერე მეუბნები იმ კადრზე რომელიც შენი ფოტოებიდან პირველია არ ვიცი რატომ გადავიღეო. ან მატყუებ ან მიმალავ რაღაცას.
ასე ვთვქათ მინდა გკითხო კომერციის თვალსაზრისით რამდენად ახერხებ მუშაობას. მე გეტყვი შენ საკმაოდ სპეციფიური ხედვა გაქვს და ასე ვთვათ ვერ იღებ სტანდარტს. ნანახი მაქვს ქორწილის ფოტოები ეს ისე უბრალოდ ქორწილის ფოტოებია თუ მუშაობდი? ანუ რამდენად ხარ მზად რომ კომერციული პროდუკტი შექმნა და თან ძალიან უცნაურ კლიენტებზე გაყიდო?
როგორ დავსვა კითხვა რომ მოგეწონოს?: ) მე ჩემი თავისუფალი კითხვებით იმედი მაქვს არ შეგაწუხე. ნუ მზღუდავ (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა: )))) Added @ საბა მე ვთვლი რომ შენ აბსოლუტურად ამომწურვად უპასუხე ყველა კითხვას გარდა ერთისა.: ) მე მიხარია ის რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები რომლებსც ცვლილებები არა მარტო უნდათ არამედ ცდილობენ მაქსიმალურად. მე მჯერა და გისურვებ იმას რომ შენ მიაღწიო კმაყოფილებას არა მხოლოდ შენსას არამედ ჩვენსასაც. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ რაღაცეები გაგვანდე.
იდეალური კადრი ეხლა არ ვიცი როგორი იქნებოდა . . . ყველა გადაღებაზე იდეალურ კადრს ველოდები * ) ერთადერთი რასაც არ გადავიღებ ეს არის პეიზაჟი დანარჩენს ყველაფერს * ) როცა გინდათ და სადაც გინდათ : )