შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა იცის,ბევრს არ ეცოდინება.საიდან წარმოიქმნა ამა თუ იმ კომპანიის სახელწოდება.საინტერესო ინფორმაციაა,გადახედეთ
Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.
Nikon - Nippon Kogaku K.K., იგივე Japan Optical Co., იგივე Japanese Optical Society დაასრსდა 1917 წლის 25 ივლისს 3 კომპანიის შერწყმის შედეგად(Tokyo Keiki Seisaku-sho's optical division, Iwaki Glass Seisaku-sho და Fujii Lens Seizo-sho).კომპანიის მიზანი გახლდა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის საბრძოლო შეიარაღების ოპტიკა.1933 წლიდან კომპანიამ დაიწყო ფოტოობიექტივებას სერიული წარმოება. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Canon 1947 წლამდე იყენებდა Nikkor-ის ობიექტივებს,რაზეც დღესდღეობით კომპანია Canon არც თუ ისე ბევრს ლაპარაკობს 1946 წლის სექტემბერში წარმატებით დასრულდა კომპანიის მიერ პირველი 35მმ-იანი ფოტოკამერის წარმოება. კომპანიის სახელის ლაკონური ახსნა:NIppo-KOgaku-N = Nikon
Casio - ეწოდა მისი დამაარსებლის სახელიდან-Kashio Tadao,რომელმაც შექმნა კომპანია Kashio Seisakujo.
Fuji - მომდინარეობს იაპონიის უმაღლესი მწვერვალის ანალოგიური სახელწოდებიდან.
Kodak - კამერის სახელი მოიფიქრა მისმა მწარმოებელმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისტმანმა.მისი საყვარელი ასო გახლდათ "K". მან გადაწყვიტა აპარატის სახელი დაწყებულიყო ასო "K"-ზე და მასზევე დამთავრებულიყო,მრავალი კომბინაციის შემდეგ აირჩია სახელი Kodak.
Konica - მომდინარეობს კომპანიის ძველი სახელწოდებიდან:Konishiroku Kogaku რომელიც დააარსა ვინმე Rokusaburo Sugiura-მ 1850-იან წლებში.
Sony - მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "sonus" რომელიც ნიშნავს - ხმას.
ვინმემ თუ კიდევ იცით რამე საინტერესო შეიგიძლიათ დაამატოთ
p.s იმედია თემის გახსნას მოდერატორის თანხმობა არ ჭირდებოდა
Polaroid - სიტყვა მოიფიქრა სმიტის კოლეჯის პროფესორმა კლარენს კენედიმ 1934 წელს,როდესაც ის სტუდენტებს უყვებოდა ედვინ ლენდის გამოგონების შესახებ:პლასტიკური მატერიალის პოლარიზებული ნათება.თავად ლენდს ეს სახელწოდება არ მოსწონდა,მას უნდოდა ახალი მატერიალისთვის დაერქვა "ეპიბოლიპოლი" (ბერძ.სიტყვებიდან:"ბრტყელი" და "პოლარიზატორი"),თუმცა მეგობრებმა შეძლეს დაერწმუნებინათ ის ამ სიტყვის სირთულეში და საბოლოოდ გადააფიქრებინეს კიდეც.ისევე როგორც Nikon,Polaroid-იც ამზადებმა საბრძოლო ტექნიკის ოპტიკას.
Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.
იმიტომ ვამბობ რომ "ქენონისტი" და "ნიკონისტი" და კიდევ რაღაცისტი ვარო არ უნდა იძახოს კაცმა! ღმერთმა იცის, მერე ბააამც და სრული ინფორმაციის უქონლობის გამო შეიძლება "ქენონისტი" ვარო თვლიდე და სინამდვილეში "სათნობუდისტთა" :P ფარულ გაერთიანებაში ამოყო თავი
------------------------ კარგი თემაა. ის გავიგე რასაც ჩემით ალბათ არ მოვძებნიდი, მაგრამ საინტერესოა მართლა.