მოკლედ, აი რისი თქმა მინდა. უბრალოდ კარგი იქნება თუ ქვემოდმოყვანილ ნიუანსებს შემდეგში გაითვალისწინებს ამა თუ იმ კონკურსის თუ ლაშქრობის ორგანიზატორი, რათა თავი აარიდოს განაწყენებული, გაბუტული და გაუგებრობაში მყოფი კლუბის წევრებს. ტარდება კონკრეტული ღონისძიება, მშრალად მაგრამ გასაგებად წერია რას და როგორ აპირებთ. დასმულ კითხვაზე PMში, თუ რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა მონაწილეების - პასუხი არანაირი. დღემდე მაინტერესებს კრიტერიუმები. ეს ყველაფერი ეხება კონკურსს და სერიოზულ, დაგეგმილ გამართულ ღონისძიებას. მაგრამ თუ თავიდანვე გადაწყვიტეთ წასულიყავით სამეგობრო მთიან აჭარაში, კაი დრო გეტარებინათ და აღმოაჩინეთ რომ მანქანაში ზედმეტი თავისუფალი ადგილები დაგრჩათ ან მატარებლის ზედმეტი ბილეთები, მაშინ არ გაგეხმაურებინათ ეს ასე მაშტაბურად და წაგეყვანათ თქვენი გულის მოსაფხანი კარგი კეთილი და ლამაზი ხალხი. მასე მეც დავწერ მივდივარ სექტემბერში დალაი ლამას მოსანახულებლად და სამი კაცის წაყვანა შემიძლია, და ბოლოს წავიყვან მეგობრებს და ტიტველ ქალებს.
მოკლედ კრიტერიუმები გამაგებინეთ არჩევის თორე ნამეტნავად არასერიოზული ხალხი მგონიხართ ლამის
- კი დაწერა სუხომ რო ადგილები სამწუხაროდ შეზღუდული იყო (არ არის იმდენი დაფინანსება ამ პროექტში რო ბევრი ადამიანი წავიყვანოთ).
- რაც შეეხება კრიტერიუმებს - ავირჩიეთ სტატუსის/სურათების მიხედვით + ვინც გამოთქვა დაინტერესება - რაიმე რთული სისტემა არ შეგვიქმნია კრიტერიუმების, - მე აქ არჩეულების დიდ უმეტესობას არც ვიცნობ, სუხოც ესევე . - ასე რო სამეგობრო წრის წასვლა აქ არ არის ნამდვილად .
+ ის რო დაინტერესება გამოიწვია ამ კონკურსმა ძალიან კარგია . ანუ რო დაიგეგმოს კიდევ მსგავსი ფოტოგადაღებები (სხვადასხვა დაფინანსების წყაროებიდან) გამოდის რო საკმაოდ არი დაინტერესება და შეიძლება მაგ კუთხით რაღაცეების დაგეგმვა.
+ მართალია ზოგს შეიძლება ცოტათი ნაწყენი დარჩეს რატო არ აირჩიეს მაგრამ - მეორე მხრივ გარკვეული ინტერესი გამოიწვია სავარაუდოდ იმ ადგილებმა სადაც მიდიან გადასაღებად და შეიძლება ზოგი თავისითაც წავიდეს, ან ზღვაზე რო იქნებიან 1-2 დღით მთაშიც აისეირნონ, - - - ანუ პრომოუშენის კუთხითაც მცირე როლს ითამაშებს ეგ თემა.